ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ივდო-ოტობარი
ჟანრი: პოეზია
23 ივნისი, 2013


***

         
უთქვამთ: ,,ვარდები უყვართ პოეტებს“
ვფიქრობ, არც მე ვარ გამონაკლისი.
მოდი, უბრალოდ ჩემს გულს მოენდე
თორემ იცოდე აღარ დაგიცდი!..
მოდი, გრძნობებით სხვას არას ვითხოვ,
უშენოდ სულში გამიჩნდა ბზარი,
თუმცა ის არ ხარ ვისზედაც ვფიქრობ
რატომღაც მაინც დატოვე კვალი...
მახსოვს ლამაზი წითელი ვარდი,
შენი თვალების სილურჯეც მახსოვს
ამ პატარა გულს ხომ არ უყვარდი?!
ბევრი გხატავდა ოცნების სატრფოდ.
ფურცლებს შემორჩა გამხმარი ვარდი,
მჯერა რომ მალე შევხვდებით კვლავაც
ჩემთვის ღიმილი, მისთვის კი დარდი,
ბიჭი,რომელიც ჩემს სატრფოს ჰგავდა... :)
                                  23/06/13
                                      17:45

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები