 | ავტორი: მაია დი. ჟანრი: პოეზია 1 ივლისი, 2013 |
"საქართველო იყიდება ნაწილ-ნაწილ", წეწენ, ჭამენ, ძარღვებიც არ დაუტოვეს, (ჩვენი "მეტრი ცაში" იპყრობს კილომეტრებს, ჩვენს მამულს კი, მეტრა-მეტრა მიწას გლეჯენ). ჯვარზე არის მილურსმნული, როგორც ქრისტე, სისხლი მოსდის, მალე გული შეწყვეტს ფეთქვას, ჩვენ კი ვუმზერთ თავჩაღუნულს, ნერვებდაცლილს და ვერა ვგრძნობთ როგორ ვლოკავთ ცეცხლის ენას. მხედველობაც დაგვეკარგა, თითქოს გვძინავს, ვით ღამურებს, მხოლოდ ზოგჯერ გვაღვიძებენ, ათასს წერენ კონცეფციას, თეორიას, ევროპაში მატრიცებით გვაფასებენ. მსოფლიო კი მშვიდად უხდის ეშმას ვალებს, სისხლის ნაცვლად ფულის მასას გვთავაზობენ, და მავანნი, იუდათა ხელში მყოფნი, დაწყვეტილი სისხლ-ძარღვებით ამაყობენ. ჩვენი ლურჯი ქარაფები, ჩვენი მიწა, კავკასიის მწვერვალები, ალაზანი, მეგობრებო, ნუთუ ასე ცოტა ღირს და ყვავ-ყორნებმა ამოგვთხაროს უნდა თვალი. ერი კვდება, შვილებს აღარ უნდა დედა, თუ დედები მუცელშივე კლავენ შვილებს?, გაიღვიძე ჩემო ხალხო, ნუღარ გძინავს, ათასების სისხლით ვრწყავდით ქართულ მიწებს. ჩვენ თავს ვეძებთ, საშველი კი არსად მოჩანს, ალბათ მიხვდით, აღარა აქვს ამ ცდას აზრი, ეკლესია სასიცოცხლო ომში გვიხმობს, დავამტკიცოთ, რომ ღირსია საქართველო, ატარებდეს ქრისტიანი ერის სახელს, განუყოფელს, ჩვენი დიდი მიწა-წყლისგან, აღმოსავლეთ-დასავლეთი ერთი არის, და პასუხად ისმის "ამინ"!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. სიმართლე რომ გითხრათ, მეწყინა ლექსი რომ არ მოგეწონათ, ასეთ თემებზე წერა კი ძალიან მიყვარს! სიმართლე რომ გითხრათ, მეწყინა ლექსი რომ არ მოგეწონათ, ასეთ თემებზე წერა კი ძალიან მიყვარს!
3. მოკლედ რა.....რატო წერთ ასეთ იმეებს. არ მომწონს მოკლედ რა.....რატო წერთ ასეთ იმეებს. არ მომწონს
2. პატრიოტული შინაარსის ლექსები მე პირადად არ მიყვარს.. არვიცი. არ ვამბობ რომ ცუდია. წარმატებები:)) პატრიოტული შინაარსის ლექსები მე პირადად არ მიყვარს.. არვიცი. არ ვამბობ რომ ცუდია. წარმატებები:))
1. რომელ კლასში ხარ? რომელ კლასში ხარ?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|