ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
2 ივლისი, 2013


"ნაწყვეტები, სურვილების ამსრულებლის დღიურიდან". ეპიზოდი - II

• აქ რამ მოგიყვანათ, მოხდა რამე? თამარ მიპასუხეთ!
• რა მოხდა მაშინ?
• როდის?
• როდესაც მოვკვდი.
• ეს შეუძლებელია. თქვენ, თქვენი ძმის - გიოს მკვლელის სახლს მიაგენით და პოლიციასაც შეატყობინეთ, მაგრამ იქ, ყური რომ არ დაგიგდეს ის ნაძირალა, თავად გამოათრიეთ გარეთ  და  ძიძჳგილაობის დროს, იმ არაკაცმა თავში რკინის მილი ჩაგარტყათ და იმ წამსვე გონება დაკარგეთ. კიდევ კარგი  პატრულირებაზე მყოფმა პოლიციამ შეგამჩნიათ და ის ახვარი დროულად დააკავა; რომ არა პატრული, ეხლა მართლა მკვდარი იქნებოდით. თქვენ, საავადმყოფოში გადაგიყვანეს და გონსაც იქ მოხვედით, ხოოლო იქ დაშვებული შეცდომის გამო, თქვენს მშობლებსა და ახლობლებს შეატყობინეს გარდაიცვალაო, თუმცა ღვთის წყალობით ეს ტყული გამოდგა და აგერ, საღსალამათს გიყურებთ. სულ ეს არის მთელი სიმართლე.
• აბა ის, ვინ იყო?
• ვინ?
• ჩემს მაგივრად ვინ მოკვდა?
• დამიჯერეთ, თქვენს მაგივრად არავინ დაღუპულა.
• კი მაგრამ მე, რომ დამასაფლავეს.
• რა გახსოვთ?
• არა, ვგრძნობ.
• ეს ტყუილია.
• თყუილი როგორ არის, როდესაც მამაჩემი ზედ არ მიყურებს. რა გარიგება დადო თქვენთან, რის, ან ვის სანაცვლოდ აღვსდექი?
• ჩემთან არანაირი გარიგება არ დადებულა.
• ის გოგონა - ქეთი მატუა, მხოლოდ ოცდაორი წლის იყო. ბრმანაწლავის ოპერაციის შემდეგ საოოპერაციო მაგიდაზე დარჩა. ასეთი რამეები ტყუილად არ ხდება. და, რაც მთავარია მის ავამდყოფობის ისტორიაზე, რატომღაც ჩემი სახელი იყო. მე, კი მორგში მიპოვეს ცოცხალი.
• ვიღაც შეცდა.
• ის, არ უნდა მომკვდარიყო.
• საიდან იცით?
• გარიგება მინდა დაგიდოთ!
• არა!
• რა, უარს ამბობთ?
• მე, გარიგებაზე უარს არსდროს არ ვამბობ, მაგრამ ეხლა გთხოვთ სახლში წახვიდეთ.
• მამაჩემს, ჩემთან საუბარიც არ სურს.
• კარგად დაფიქრდით, გსუურთ კი, ჩემთან გარიგება იმის გათვალისწინებით, რაც ეხლა მითხარით?!
• (ხუთი დღის შემდეგ)
• მაინც მსურს გარიგება.
• არა.
• ყველაფერი არასწორია, მე ცოცხალი არ უნდა ვიყო. დაივიწყეთ მამაჩემთან გარიგების შესახებ, დაე ყვეალფერი ისე იყოს, როგორც უნდა ყოფილიყო.
• თქვენ არ იცით როგორ უნდა იყოს!
• ის, ცოცხალია მე კი, არა. ეხლავე გახსენით თქვენი წიგნი და მითხარით რა გავაკეთო?
• ქვეყანას, რაიმე ისეთი უნდა შესძინოთ, რისთვისაც ცხოვრება ღირებულია.
• თქვენ, ისეთ რამეს მთავაზობთ, რომ გარიგება შეიძლება გადავიფიქრო კიდეც!
• რისკი ყოველთვის არსებობს, საკითხი იმაშია თუ თქვენ ეს რამდენად გსურთ.
• (ერთი კვირის თავზე)
• არა, მაინც გარიგებაზე ვფიქრობ. მე, გარდავიცვალე, გამიგეთ გარდავიცვალე. მახსოვს კუბოში როგორ ვიწექი, ხოლო გარშემო ცივი ტალახი იყო.
• ყველაფერი ეს, მხოლოდ თქვენს წარმოდგენებშია.
• სიკვდილი, გახრწნა, მიწის შემადგენელ ნაწილად ქცევა, შემდეგ ფორმირება, ზრდა, თავიდან დაბადება?!
• რაა თამარ?
• შუქი.
• მითხარით, თქვენის აზრით ამ ქვეყნად რისი, ან ვისი მოვლენაა შესაძლებელი?
• რა ვიცი აბა, ყვავილების, სიცოცხლის, რომელიც იმ შუქს მიჰყვება.
• მდააა, ცუდი პასუხი ნამდვილად არ არის. 
• (სამ დღეში)
• ჩემი ეზოს ბაღში, ერთი ბიჭი მეხმარება. თესლებს და ყვავილების ნერგებს რომ ვყიდულობ, იმ მაღაზიაში მუშაობს. ნაკითხი ადამიანი სჩანს, ეტყობა ბევრს კითხულობს, მაგრამ რატომღაც ხშირადაა მოწყენილი.
• ცოდნას ყველაფერი არ შეუძლია.
• ის, ძალიან საყვარელია.
• თქვენ, კიდევ გინდათ ის, რაც გსურდათ?
• დიახ, მე მუდმივად იმ გოგონაზე ვფიქრობ.
• და თქვენ, თავად თქვენ რატომ ხართ აქ?
• რა ვიცი აბა, თქვენ არაფერს მეუბნებით და....
(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები