ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თენგულა
ჟანრი: პოეზია
4 ივლისი, 2013


იგი რომ არა

შავი კაბა და თეთრი ღიმილი,
მე ამ ღიმილმა შოკი მომგვარა,
აი მიზეზი ჩემი შიმშილის,
არ მომწყურდება იგი რომ არა.
შენ შემოგევლე, როგორ მომხიბლე,
დიდხანს გეძებდი, რომ მომენახე ,
ცოტათი კიდევ ახლოს მოგიწევ,
ეს შენა ხარ თუ კვლავ მომელანდე.
მე ვმადლობ უფალს,  რომ ხარ ამქვეყნად,
ხარ ანგელოზი იმედად ჩემად.
მადლობა შენ, რომ  ეგ ბრწყინვალება,
გამოუგზავნე გულს მაამებლად.
ჩემო მოწყალე მშვენიერებავ,
როდემდე ვუძლო მაგ თვალთა ციალს,
კარზე მომდაგრო ბედნიერებავ,
გელი, კარს ვტოვებ პირთამდეს ღიას.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები