 | ავტორი: ლევან63 ჟანრი: პოეზია 6 ივლისი, 2013 |
• სადილის შემდეგ კინოში წავედი. • იქ მამაკაცი იყო. • რა უნდოდა იქ? • ბატონო, ვერ მიგიხვდით? • კარგად გაიგეთ რაც გკითხეთ. • არ ვიცი. • თქვენ ის აირჩიეთ? • ის, უწყინარი ჩანდა. • შეგიძლიათ მისი აღწერა? • სიმელოტეში გარდამავალი შავი თმა და სათვალე; მარტოხელა სჩანდა. • როგორ გამოიყურებიან მარტოხელები? • არ ვიცი. • ამ წუთას არ მითხარით? • არ ვიცი, საერთოდ ეგეთ ადამინებს ყურადღებას არავინ აქცევს ხოლმე. • მე ის, დარბაზში შესვლისთანავე შევამჩნიე, მის რიგამდე მივედი და გვერდში მივუჯექი. ეკრანის ციმციმში, სახეზე შევხედე. Mგონი, უცებ ორივე მივხვდით, რომ დარბაზში მხოლოდ ორნი ვისხედით და თავს ვიტყუებდით, რომ ვითომ კინოს ვუყურებდით. • (მობილური ზარი) კარგით ეხლავე მოვდივარ. • იცით ჩემს შვილს………დიდი ბოდიში უნდა წვიდე, ისედაც შესვენება მაქვს. • შვილი!? • ის, ავადაა. • რატომ არ მითხარით მასზე არაფერი? • არ ვიცოდი ასე აუცილებელი თუ იყო. • უცნაურია უბრალოდ, შვილი რომ არ გიხსენებიათ. • ის, ჩემი შვილი არ გახლავთ და იმიტომ. მისი მშობლები - ჩემი და და სიძე, ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ. ბავშვი, აშკარად ავადაა და სკოლაში სიშმაგის მოვლენები ემართება, თავს ვერ აკონტროლებს. სკოლაში მისვლა და მისი დაწყნარება მიხდება ხოლმე. დირექტორი ფიქრობს, თითქოს მე, მისი დაწყნარების საშუალება ვიცი, მაგრამ რეალურად ამაზე წარმოდგენაც კი, არ მაქვს. • მოკლედ, რამდენი მამაკაცის გაცნობა მოახერხეთ? • ჯერჯერობით მხოლოდ ერთის. სამსახური მაქვს და გარეთ, მხოლოდ შესვენებაზე მიწევს გამოსვლა და იქვე, ახლომდებარე კინოთეატრსაც ვსტუმრობ ხოლმე. • როგორ გაიცანით? • ხელი, ხელზე დავადე, თუმცა მან, საკუთარი უმალ მომაშორა, თან მკითხა ერთმანეთს ვიცნობდით თუ არა. ხელის შემდეგ ფეხზე გადავედი და ბარძაყზე მოვუთათუნე. ის, საშინლად დაიძაბა, ადგა და წავიდა, თუმცა გასვლისას, ერთხელ კიდევ გამომხედა. დარბაზში მარტო დავრჩი და ფილმის ყურება ძალდატანებით ჩავამთავრე. • (ორი კვირის შემდეგ) • პროგრესი გააქვთ? აბა მომიყევით თქვენი წარმატებების შესახებ. კიდევ გაიცანით ვინმე? • მეხუთე მამაკაცი. • ბარში სადილობისას, ერთ კაცს სარკეში გავუღიმე, შემდგ გვერდში მივუჯექი და საუბარი დავიწყეთ. • მოგეწონათ? • ის, მადლიერი და მოხარული სჩანდა. • თავად თქვენ კმაყოფილი ხართ? • თითქოს ხელები დამებანოს. • ხელები დაგებანოთ? • მე, ამას იმიტომ კი არ ვაკეთებდი, რომ ასე მინდოდა, არამედ იმიტომ, რომ ასეა საჭირო. • როგორი წარმოგიდგენიათ თქვენი მომავალი მას შემდეგ, რაც თქვენსას მიიღებთ, ანუ რომ შეუყვარდეთ? გირჩევთ ამაზეც დაიწყოთ ფიქრი! • (ერთი კვირის შემდეგ) • იცით, ჩემს დისშვილს მოვლენები შეუსუსტდა. • მართლა? • მეც უკეთესად მეპყრობა. • კარგია. • შესაძლოა ყველაფერი დროებითია. • შესაძლებელია. • ის, ისეთი კეთილი გახდა, სკოლიდან რომ მომყავს ხოლმე, ხელებს ჩემსკენ იშვერს და ყვირის: “ნინი დეიდა, ნინი დეიდაო”. ის, ისეთი ბედნიერია! და, რაც მთავარია მე, ეს მომწონს. კიდევ ერთი რაღაცის თქმა მინდა, იცით, მგონი მეMმას ვუყვარვარ, ნუ ყოველ შემთხვევაში ასე მეჩვენება. • კი მარა, თქვენ ხომ გსურდათ, რომ ვინმეს ყვარებოდით, ასე არ იყო? • დიახ და რა, ყოველეივე იმიტომ ხდება, რომ მე, თქვენთან გარიგება მაქვს დადებული? • შესაძლოა. ადამაინებს, დავალებების შესრულების შემდეგ, ნატვრების ასრულებაც ეწყებათ ხოლმე. • მაგრამ გარიგებას, რომ ვდებდი მამაკაცისადმი სიყვარულს ვგულისხმობდი. • ესეც შესაძლებელია, მაგრამ თქვენ სიყვარული, ზოგადად ითხოვეთ, უბრალოდ გსყრდათ ვინმეს რომ ჰყვარებოდით. ასე არ თქვით: “მე, მსურს, რომ ვინმეს ვუყვარდე. ბევრს ხომ არ ვითხოვ არა?” • მაგრამ მამაკაცი….. • გახსოვთ, გარიგების დადებისას, საკუთარი სურვილების დაკონკრეტება გთხოვეთ, მაგრამ იმ წუთში უხასაითოდ ბრძანდებოდით და არაფერი განსაკუთრებული არ გითხოვიათ. • დდდიახ, კი. მოკლედ ჩემი წასვლის დროა. ბიჭი, მყავს სკოლიდან გამოსაყავანი. კიდევ ერთი რამ მაინტერესებს, რასაც გარიგებისთვის ვაკეთებ უცებ რომ შევწყვიტო, დისშვილის სიყვარულიც მაშინვე გაქრება და მას, ისევ სიშმაგე შეიპყრობს? • შესაძლებელია. • შესაძლებელია მას, ჩემდამი სიყვარული ამშვიდებდეს? • ეგეც შესაძლოა. • კარგით, წავედი და ნახვამდის. • (ხუთი დღის შემდეგ) • ერთი კაციღა დარჩა. • სიყვარულამდე? • ჩემი დისშვილის გამო ეს, ძალზედ ძნელი საქმეა. ხანდახან მინდა ხოლმე, რომ ყველაფერი შევაჩერო, მაგრამ ბავშვში უკვე იმდენი სიყვარული მაქვს ჩადებული, რომ……. არა, არა, ამის გაკეთება არ მინდა. • ნუ გააკეთებთ მერე, ვინ გაძალებთ? • სიმართლე გითხრათ, აღარც კი, ვიცი რა ვქნა? არადა, თქვენი დავალება ხომ თითქმის ბოლომდე მაქვს მიყვანილი! • მართალი ბრძანდებით. ცხოვრებაში, არის შემთხვევები, როდესაც წინააღმდეგობების გადალახვა ყველაზე რთული, ფინიშთან ხდება ხოლმე. მეთანხმებით? • ეს კია ასე, მაგრამ სიმართლე გითხრათ მე, იმის კეთება, რასაც ვაკეთებ, საერთოდაც არ მომწონს, მაგრამ რასაც აქედან შედეგად ვიღებ, ძალიანაც მომწონს. მომბეზრდა ეს უაზრო ყველაფრისადმი შემგუებლობა. • ამის საპირწონედ რა გაქვთ? • ნათელი, სინათლე გვირაბის ბოლოს და გარკვეულობაში ცხოვრება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|