დღეს დილით ექვს საათზე მომიწია ადგომა, სამზარეულოში გავედი ყავის მოსადუღებლად. მიყვარს ყავის მოდუღება, ზუსტად იმდენი დრო მიაქვს, რამდენიც რეკომენდირებულია ყველაფერ-არაფერზე ფიქრისთვის. შაქრის ჩაყრისთანავე ვიწყებ ხოლმე კოვზით მორევას. დღეს გადავწყვიტე დამეთვალა რამდენჯერ დამჭირებოდა კოვზის გაჩხაკუნება. ერთი, ორი, სამი.. და გავიპარე ისევ ფიქრებში.
მეცადინეობისას შოკოლადია სასარგებლო, გონებას ხსნისო. თან დილით, ყავასთან... როგორ მომინდა.. სნიკერსი მიყვარს. სნიკერსი...
სოფელში ჩასულს მამა ლარს მოგვცემდა ხოლმე მე და ჩემს დას. მამას ჩვეულებრივი კანფეტები უყვარს დღემდე, ჩვენ სნიკერსი გვიყვარდა. არც კიტ-კეტი იყო და არც ბაუნტი მაშინ. ლუნა და მეტროს ყოველთვის სნიკერსი მერჩივნა.
სახლში მივიტანდით ხოლმე კანფეტებს, მთელი ოჯახი 5 წუთში დავაცარიელებდით პარკს, მერე ჩავირბენდით მე და თათა უკანა ეზოში, სასწრაფოდ კენჭებს გავხვევდით კანფეტის ქაღალდებში და მომღიმარი სახეებით მამას ავუწონიდით. კენჭები კანფეტებზე მძიმე იყო, შესაბამისად ფულსაც კარგად ვშოულობდით.
მერე იმ ბავშვებივით, იმერულ ესკიზებში ,,80 კაპიკი და კიდო მანათი'' რომ იშოვეს, სიხარულით გავეშურებოდით მაღაზიაში და ვიყიდიდით სნიკერსებს...
როგორ მიყვარს...
გგონიათ ისეთი მოუთმენელი ვიყავი რომ იმ წამსვე შემესანსლა?? არა, ცდებით! გაცილებით მეტად ,,ჭკვიანი'' ბავშვი ვიყავი. მოპოვებულ სნიკერსებს კვლავ უკანა ეზოში გავაქროლებდი და სილაში, ღრმა ამოთხრის შემდეგ ჩავაწყობდი ხოლმე შავი დღისათვის...
შავი დღე კი, სულ შავად რჩებოდა და ვეღარასოდეს ვეღარ ვპოულობდი, რასაც მეზობელ ბიჭს ვაბრალებდი. ჩვევა მთელი ბავშვობა გამყვა... მთელი ბავშვობა.. გული მწყება რომ ბავშვი აღარ ვარ, და აი, ყავის სმასაც აღარავინ მიკრძალავს....
ახლა, თხუთმეტი წუთის წინაც მოვიდუღე ყავა, გადავიქანცე... ღამითაც სამეცადინო მაქვს...
კიდევ ისეთ ამბავს მახსენებს ყავა და ჩემი სამზარეულო... მაგრამ ის ამბავი მარტო ჩემია!
უკვე 10 წუთია მეგობრები მეძახიან აივნიდან და მე ,,არ მცალია''.
ახლა წავალ.
-აი დღეს ჩემი ცხოვრება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. პოეზიაში უკეთ!!! წინსვლით!!! გაიხარე შენა!!! პოეზიაში უკეთ!!! წინსვლით!!! გაიხარე შენა!!!
13. კაარგი მუუხა :* :* :* მადლობა :* კაარგი მუუხა :* :* :* მადლობა :*
12. რა მოთმინების უნარი გქონია, თანაც მარხავდი, მე ყველაფერს ვსანსლავდი, ახლაც ასე ვარ. ხარაშა, ვერ გავხსენი ლინკი და ვერც მოგწერე, ,გვიანზე მოვსინჯავ, ინტერნეტი სტოპებს აკეთებს. რა მოთმინების უნარი გქონია, თანაც მარხავდი, მე ყველაფერს ვსანსლავდი, ახლაც ასე ვარ. ხარაშა, ვერ გავხსენი ლინკი და ვერც მოგწერე, ,გვიანზე მოვსინჯავ, ინტერნეტი სტოპებს აკეთებს.
11. ყველამ ვქენით რაღაც ბავშვობაში <3 ყველამ ვქენით რაღაც ბავშვობაში <3
10. მასე მე ფული დავმარხე და ვეღარ ვიპოვე, ნაყინისთვის მქონდა მოპარული :) მასე მე ფული დავმარხე და ვეღარ ვიპოვე, ნაყინისთვის მქონდა მოპარული :)
9. ჰაჰაჰაჰ :დ :დ :დ ჰაჰაჰაჰ :დ :დ :დ
8. აბა ახლა ჩადი სოფელში. მიწაში დამარხულ სნიკერზებზე ხე ხომ არ ამოვიდა. გაზაფხულზე გაიფოთლება, შემოდგომით სნიკერსებს მოისხამს. მიხვალ, დაკრეფავ და პირს ჩაიტკბარუნებ აბა ახლა ჩადი სოფელში. მიწაში დამარხულ სნიკერზებზე ხე ხომ არ ამოვიდა. გაზაფხულზე გაიფოთლება, შემოდგომით სნიკერსებს მოისხამს. მიხვალ, დაკრეფავ და პირს ჩაიტკბარუნებ
6. :დ :დ :დ რომ იცოდეთ რამხელა ეზო იყო ის, ჯერ იმაზე უნდა მეფიქრა სად დავმდგარიყავი და საიდან გადამეგდო :დ :დ :დ :დ რომ იცოდეთ რამხელა ეზო იყო ის, ჯერ იმაზე უნდა მეფიქრა სად დავმდგარიყავი და საიდან გადამეგდო :დ
5. კარგო გოგო როგორ ხარ? იცი როგორ უნდა გეპოვა. დამდგარიყავი სადმე. გადაგეგდო სნიკერსი და სადაც დაეცემოდა იქ იქნებოდა ჩამარხული მისი ბიძაშვილი. კარგო გოგო როგორ ხარ? იცი როგორ უნდა გეპოვა. დამდგარიყავი სადმე. გადაგეგდო სნიკერსი და სადაც დაეცემოდა იქ იქნებოდა ჩამარხული მისი ბიძაშვილი.
4. ვერ ვიწონებ მსგავსს ნაწერებს... :( +1 მხოლოდ ერთი მიზეზით ვერ ვიწონებ მსგავსს ნაწერებს... :( +1 მხოლოდ ერთი მიზეზით
3. დიდი მადლობა.... მე აღარ ვეკარები პოეზიას.. დიდი მადლობა.... მე აღარ ვეკარები პოეზიას..
2. ნერვები მომეშალა ჩამარხულ სნიკერსებზე, ჩემთვის მაინც მოგეცა, როგორ მიყვარს...
პოეზია ჯობს ნამდვილად შენი :) ნერვები მომეშალა ჩამარხულ სნიკერსებზე, ჩემთვის მაინც მოგეცა, როგორ მიყვარს...
პოეზია ჯობს ნამდვილად შენი :)
1. ავტორი: ანა.ხარაშა ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
9 ივლისი, 2013
ავტორი: ანა.ხარაშა ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
9 ივლისი, 2013
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|