 | ავტორი: მაა.საა. ჟანრი: პროზა 11 ივლისი, 2013 |
-ალო ალო შიო ნიკა ვარ,რას შვები,როგორ ხარ? -იქედან გამომდინარე, რომ ღამის 4 საათზე მირეკავ მძინავს,ნუ უკვე აღარ! -უი გაგაღვიძე?ბოდიში... -ახლა რაღა აზრი აქვს -სასწრაფო საქმე რომ არ მქონდეს არ დაგირეკავდი... -ისევ სახლიდან წამოხვედი? -შენ საიდან იცი? -მე ყოველთვის მაშინ გახსენდები, როცა სახლიდან მოდიხარ და წასასვლელი არსად გაქვს -კარგი რა შიო ნუ იცი შენ მასეთები..... -კაი გაატარე,სად ხარ? -შენს სადარბაზოსთან -ამოდი მერე რაღას ელოდები,ცივა გარეთ -ჯიგარი ხარ შიო,შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ - კაი ხო არ გვინდა ახლა ტრაკის თამაში,ამოდი თუ ამოდიხარ.
კარზე კაკუნია. -შემოდი ღიაა, სიბნელეა და ფეხი არაფერს წამოკრა,მოიცა სანთელს ავანთებ,სინათლე ჩამიჭრეს გადაუხდელობის გამო. სადარბაზოდან შემოჭრილმა მკრთალმა შუქმა ოდნავ გაანათა ოთახი,რომელიც ერთდროულად მისაღებიცაა და საძინებელიც.ეს უნივერსალური ოთახი ძალიან სადადაა მოწყობილი.(აშკარად მის პატრონს დიდად არ იზიდავს კომფორტული ცხოვრება)დგას საწოლი,კარადა,მაგიდა და ორი სკამი.კედლებზე შპალერია გაკრული, რომელიც ალაგ-ალაგ ამძვრალია და იქედან ძველი გაზეთების წარწერები ჩანს.(უმრავლესობა რუსულ ენაზეა)სიძველისგან შპალერს ფერი აქვს გადასული და ძალიან დაკვირვებული თვალია საჭირო,რომ მისი პირვანდელი ფერი აღადგინოს.ირგვლივ უამრავი წიგნია,ზოგი საწოლზე,ზოგი მაგიდაზე ზოგი კი იატაკზეა გაბნეული,აქვეა საათიც, რომელიც სულ სამის ნახევარს აჩვენებს,რაში სჭირდება ეს გაჩერებული საათი არავინ იცის.(ისე სიმართლე გითხრათ არც არავინ დაინტერესებულა ამით,ჩემს გარდა)მაგრამ რომ ჰკითხოთ თვითონაც ვერ გიპასუხებთ...უბრალოდ იცის რომ ასე უნდა იყოს და არის კიდეც. -მადლობა რომ შემიფარე,გპირდები არ შეგაწუხებ. -რა შეწუხებაა ხვალ შენი მშობლები დაგადგებიან თავზე და დიდი ზარ-ზეიმით წაგიყვანენ სახლში,სულ ასე ხდება -აუ შენ კიდევ არ იშლი შენსას?არ მოგბეზრდა ეს ირონია? -შენ წარმოიდგინე არა,თან ეს სიმართლეა და არა ირონია -კარგი შენ უკეთ იცი,ბიჭო ეკა როგორაა? -რა ვიცი ჩვეულებრივად,როგორ უნდა იყოს -ვერ გავიგე მაგ გოგოსთან რას აჩალიჩებ.მისმინე გიყვარს? -არა საიდან მოიტანე -რა ვიცი კი ხვდებით ერთმანეთს -ეს უბრალოდ სექსია და მეტი არაფერი -იმას უყვარხარ -ვიცი -რა გინდა სახლს გილაგებს,საჭმელს გიმზადებს,ბარემ ცოლადაც მოიყვანე და ეგაა -ახლა ხუმრობ ხო შენი ჭკუით -ვცდილობ მაინც,მიკვირს რა ნახა შენში -ასეა, კარგ გოგოებს ყოველთვის ნაბიჭვრები უყვარდებათ -ერთ დღეს რომ არ მოვიდეს რას იზამ? -არაფერს -არც მიწერ?არ მოიკითხავ? -არ მაქვს მისი ნომერი -აბა როგორ ეხმიანები? -რად უნდა შეხმიანება,თვითონ მოვა...კვირაში სამჯერ გამოწერილი აქვს ჩემთან ვიზიტი.კაი არ გვინდა ამაზე ლაპარაკი,დავიძინოთ უკვე,გვიანია. შიოს ვარაუდი გამართლდა.მართლაც,დილით მოაკითხეს მის სტუმარს და დიდი ხვეწნა-მუდარის,ცრემლებისა და სკანდალების შემდეგ დაიყოლიეს უძღები შვილი სახლში დაბრუნებაზე. ახლა კი როცა მარტო დავრჩით,შემიძლია შიოს შესახებ გიამბოთ.მოსაყოლი ბევრი არაფერია,არც საინტერესო,მაგრამ მოგიყვებით მაინც სხვა რა საქმე მაქვს.შიო 22 წლისაა,ის ძალიან გამხდარია და ლამაზი ხელის თითები აქვს,თვალებიც ლამაზი აქვს მოლურჯო-მომწვანო ფერის,სევდიანი,შინაარსიანი,უსაზღვრო,აი რომ ამბობენ ჩაიძირებიო ისეთი..შიო სხვანაირია,მას უამრავი ფილმი აქვს ნანახი თან ისეთი სხვანაირები,როგორიც თვითონაა.შიოს ბევრი მეგობარი ყავს,როგორც წარმოსახვითი,ისე რეალურიც.თქვენ წარმოიდგინეთ წარმოსახვითი შეყვარებულიც ყავს,რომეთანაც ყოველ ღამით სექსი აქვს,მაგრამ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი წარმოსახვაში.შიოს არ უყვარს ბევრი ლაპარაკი,მხოლოდ მაშინ ლაპარაკობს როცა საკუთარ თავთან მარტო რჩება,უფრო სწორედ წარმოსახვით მეგობრებთან ერთად.რა საჭიროა სხვებს გადაუშალო გული და ტყუილად დაიღალო ენა,როცა იმ სხვებს შენი პრობლემები,შენი ფიქრები და მთლიანად შენ სულ ფეხებზე კიდიხარ და მხოლოდ იმას ფიქრობენ როგორ გამოგიყენონ და როგორ ნახონ შენგან სარგებელი.ყველაფერი აღებ-მიცემობაზეა დამყარებული და შიო ერთადერთია ვინც არაფერს ითხოვს და ამ მოთხოვნილებათა ჯაჭვს არღვევს.არა არა მაინც იყო ერთი ადამიანი ვინც უანგაროდ,გულისყურით უსმენდა,ვისაც გული შესტკიოდა მასზე-დედა.ძალიან უყვარდა შიოს დედა,განსაკუთრებით მაშინ,როცა თმას გაიშლიდა,შიოს დედის თმა უყვარდა ძალიან,გრძელი და ტალღოვანი თმა....აი ამ დროს ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა რომ ეს დედა კი არა რაღაც არაამქვეყნიური არსება იყო და თუ შეეხებოდა აუცილებლად გაქრებოდა...და გაქრა კიდეც ერთ დღეს.დაიძინა და აღარ გაუღვიძია.შიო მაშინ 19 წლის იყო.ახლობლებმა ყველა მისი ნივთი შეაგროვეს და მათხოვრებს დაურიგეს,მხოლოდ ერთი კაბა ვერ გაიმეტა შიომ გასაცემად.გამოსასვლელ დღეებში დედა სულ ამ კაბას იცვამდა,სხვა არ ჰქონდა და იმიტომ,მამაც არ ყიდულობდა,ყოველთვის იმადლებოდა ორ უსაქმურს ვარჩენო და აბა კაბას ვინღა უყიდდა,დედა არასდროს საყვედურობდა მას,გულსაც არ იტეხდა,ყველასთან თავს იმართლებდა,თითქოს ეს კაბა ძალიან უხდებოდა და,ამიტომაც ეცვა ასე ხშირად,ეჰ დედა,დედა შენ ყოველთვის გიწევდა თავის მართლება არარაობის და არაფრობის წინაშე....სწორედ ეს კაბა ვერ გაიმეტა შიომ გასაჩუქებლად.ყოველთვის როცა დედა მოენატრებოდა,ან მარტოობა შემოაწვებოდა,ან უბრალოდ ცუდ ხასიათზე იყო ამ კაბას გამოღებდა კარადიდან,რომელსაც დედის სუნი ჯერ კიდევ შერჩენოდა,მაგრად ჩაიხუტებდა გულში და გრძნობდა თუ როგორ იფანტებოდა ირგვლივ ცუდი ფიქრები და მოგონებები.... მოიცა,ჩუმად,ეს რა იყო?უცებ ფანჯარაში უცნაურმა შუქმა შემოანათა,წუთიერად გაანათა და ჩაქრა, რაღაც გრუხუნი გაისმა და შემდეგ სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა,არც მანქანების ხმა,არც უპატრონო ცხოველების და არც მთვრალი მეზობლის ბღავილი ისმოდა,რომელიც ყოველ საღამოს ცოლ-შვილს მთელს ჯიშსა და ჯილაგს ულოცავდა და თავისი ყოველდღიური რიტუალის მოხდის შემდეგ, მიეგდებოდა სადმე კუთხეში და ჰარმონიულ ხვრინვას ამოუშვებდა.არა ამ საღამოს მსგავსი არაფერი მომხდარა,სიჩუმე იყო, ღვთაებრივი სიჩუმე და ამ იდილიას მხოლოდ საათის წიკწიკი არღვევდა,შიომ კედელს გახედა და გაუკვირდა საათი ამუშავებულიყო.უცებ კარზე კაკუნი გაისმა. -აუ ეს თუ კიდევ სანდროა არ ვიცი რას ვუზამ,ჩემი ხელით მივახრჩობ.შიომ კარი გააღო და ის დაინახა.ვინ ის თვითონაც არ იცოდა.გოგო იყო ჩვეულებრივი,(ჩვეულებრივი არა ძალიან ლამაზი გოგო,გრძელი ქერა ტალღოვანი თმით,დიდი ცისფერი თვალებით და სავსე მიმზიდველი ტუჩებით),უცხო სხვათა შორის,მაგრამ ამავე დროს ძალიან ნაცნობიც,არაა ეს არ იყო ერთი ნახვით შეყვარება და რაღაც მსგავსი იდიოტობა,ამ გოგოს ის თან იცნობდა და თან არც იცნობდა.შუა იანვრის თვეში თხელი კაბა ეცვა,წვიმისგან სულ გაწუწულიყო და სიცივისგან ძაგძაგებდა.სხვა რა გზა ჰქონდა სახლში შემოიყვანა.არც შუქი,არც გათბობა...დივანზე ჩამოსვა და მაშინვე ღუმელს მიადგა,რამდენიმე შეშის ნაჭერიგადანახული ჰქონდა შავი დღისთვის.დაანთო და გოგოს დახედა. - რა სიცივეები ყოფილა თქვენთან,არ ვიცოდი - ჩვენთან?შენ საიდან მოდიხარ? - შორიდან - მაინც? - როგორ აგიხსნა,თან შორიდან და თან ახლოდან - შენ რა გამოცანებით მელაპარაკები,სახელი არ აქვს შენს ქალაქს? - არა,ვისაც რაც უნდა იმას ეძახის,შეზღუდვები არ გვაქვს - აუ კაი რა რას მეკაიფები,ბიჭებმა გამოგიშვეს არა? სხვა საქმე არ გქონდათ ან შენ ან იმათ? - ვინ ბიჭები? - კაი ახლა ნუ ისულელებ თავს არ გამოგდის. - სიმართლეა ეს და რა ვქნა? მოგატყუო? - აბა?ახლა არ დამიწყო სექტიდან ვარ და ჭეშმარიტი ღმერთი იწამეო. აუ ვერ ვიტან სექტანტებს და საერთოდ ფანატიკოსებს,და საერთოდ იცი რა?უმჯობესია წახვიდე,გიჟი ხარ შენ ვიღაცა ხარ - კარგი რა შიო ნუ იძაბები - ჩემი სახელი საიდან იცი? ასიანი იმათ გამოგიშვეს - ხო კაი ბიჭებმა გამომიშვეს, ასე თქვეს მარტო ცხოვრობს და ღამეს გაგათევინებსო,გპირდები არ შეგაწუხებ,ერთი ღამით დავრჩები და წავალ. - აქ მე უპატრონოთა თავშესაფარი კი არ მაქვს,არც სტუმრები მიყვარს დიდად,განსაკუთრებით დაუპატიჟებელ და მით უმეტეს უცხო ხალხს არ ვუშვებ სახლში ასე ვთქვათ ჩემს ტერიტორიას ვიცავ,ამიტომ უმჯობესია წახვიდე. - კარგი რა გაეწყობა,რადგან შენსას არ იშლი წავალ,მაგრამ შემდეგ სინდისმა არ შეგაწუხოს,ღამით სიცივისგან გათოშილი გოგო რომ სახლიდან გააგდე.მე სულ სხვანაირად დამიხასიათეს შენი თავი. - თავს მაცოდებ? - არა როგორ გეკადრება - რაღაც მომწონხარ ხო იცი.კაი ჯანდაბას დარჩი ოღონდ ხვალ აუცილებლად უნდა წახვიდე - დიდი მადლობა შიო - ისე შენი სახელი რომ გეთქვა ცუდი არ იქნებოდა - შენ რა გინდა რომ მერქვას? - აჰაა ანუ ასარჩევად მაქვს საქმე? - დაახლოებით რაღაც მაგდაგვარი, მე ხომ შენი....( უცებ გაჩერდა) - რა? - აარა არაფერი - ისე რა გქვია? - შოშა - ვაა შოშა?მადამ შოშას პონტში? - არაა უბრალოდ შოშა - კაი მაშინ მე ლოლას დაგიძახებ,უფრო გიხდება - როგორც შენ გინდა - ლოლა - ბატონო - იცი რა მგონია? აი რომ შეგეხო გაქრები - ჯერ აქ ვარ და გაქრობა შემდეგში იყოს - კიდევ გცივა? - უკვე აღარ,მაგრამ ეს სველი კაბა მაინც დისკომფორტს მიქმნის,შეგიძლია რამე ტანსაცმელი მათხოვო?ნუ გეშინია გაგირეცხავ და ისე დაგიტოვებ - რაღაცას გამოვძებნი შიო კარადისკენ შებრუნდა.დიდხანს ეძება და უცებ დედის კაბა მოხვდა თვალში.გამოიღო და ვერ გადაწყვიტა მიეცა თუ არა გოგოსთვის,არ უნდოდა დედის სუნი სხვისით შეეცვალა,მაგრამ ბოლოს მაინც მიაწოდა. ლოლა(შოშა) - რა ლამაზია,მეგობარი გოგონასია? - არა - აბა? - უბრალოდ არის,თუ მოგწონს ჩაიცვი - მისმინე შიო ძალიან ცოტა დრო მაქვს და მინდა ყველაფერი მოგიყვე,მინდა რომ მომისმინო,აი შენ ხო გისმენენ ხოლმე,მეც მინდა რომ ვიღაცამ მომისმინოს - რა უნდა მომიყვე? თუ აღსარების ჩაბარება გინდა ან რამე ამის მსგავსი ადგილი შეგეშალა,თან მე ვინ მისმენს? მე მაშინ ვლაპარაკობ ხოლმე როცა მარტო ვარ. - შენ არასდროს ხარ მარტო. - ეს როგორ? - როგორ და ჩვეულებრივად.როცა ლაპარაკობ ხო გგონია რომ ვიღაც გისმენს,ვერ ხედავ მაგრამ ხო გრძნობ არა? - კი ,ზოგჯერ მაქვს ხოლმე მასეთი შეგრძნება,ზოგჯერ კი არა თითქმის ყოველთვის ასეა - ხოდა ძალიან მინდა მეც განვიცადო ეს გრძნობა,როცა ვიღაც ყურადღებით გისმენს,არ გაწყვეტინებს,თუნდაც შენი აზრები სრული იდიოტობა იყოს - აუუ ეს რა შარში გავყევი თავი,მაგრამ კაი მიდი დაიწყე,სანამ გავქაჩავ მოგისმენ - ოღონდ რა არის იცი? ჩვენთან არავის აცვია ტანსაცმელი და მეც რაღაც ცუდად ვგრძნობ თავს,მოდი ასე მოვიქცეთ, მე გავიხდი და აი აქ სკამზე ჩამოვჯდები,შენ სადაც გინდა იქ მოთავსდი და ისე მომისმინე კარგი? - ვაა თქვენთან რა მაგარი პონტი ყოფილა,ახლა უფრო და უფრო მომწონს.არ გინდა რომ წამიყვანო? - სამწუხაროდ ვერ წაგიყვან,უცხოების მიმართ ცუდი დამოკიდებულება აქვთ ხოლმე,მით უმეტეს ვისაც სხეული გააჩნია - სხეული რა შუაშია? - შუაში კი არა თავშია,მაგაზე შემდეგ ვისაუბროთ მომისმენ თუ არა? - კარგი კარგი დაიწყე უყვებოდა ლოლა თავის ბავშვობაზე,პატარა ბიჭზე,რომელიც მასთან ერთად იზრდებოდა,როგორ თამაშობდნენ ერთად მარტოდმარტო,უყვებოდა მათ პირველ კოცნაზე,პირველ გრძნობაზე,ვნებაზე,განცდებზე,როგორ დაკარგა მასთან ქალწულობა,უყუვებოდა მათ სასიყვარულო თავგადასავლებზე,თუ როგორ მოიპარებოდა ჩუმად სახლიდან და ბიჭს აკითხავდა ოთახში.როგორ შეიცვალა შემდეგ ეს ბიჭი და საერთოდ სხვა გახდა,სრულიად სხვა,გაცივდა,გაუხეშდა,მას უკვე აღარ უყვარდა ის როგორც ადრე,რადგან ამ ბიჭს სულ სხვა პრობლემები აწუხებდა,გარდაცვლილი დედა,პათოლოგი,ეჭვიანი მამა,რომელიც ჯერ კიდევ დედის სიკვდილამდე, სხვა ქალთან წავიდა.გაკვირვებული შიო ყურადღებით უსმენდა,თითქოს ხვდებოდა რაღაცას მაგრამ მაინც ყურებს არ უჯერებდა.გოგოს ხმა ხან ძალიან ახლოდან ისმოდა,ხან შორიდან,ხან ძალიან მკაფიოდ,ხან ბუნდოვნად,შიო ხვდებოდა რომ თანდათან თვალები ეხუჭებოდა,არ უნდოდა დაძინება მაგრამ ძილი თავს არ ანებებდა და ეხლა უფრო და უფრო გაურკვეველი ხდებოდა გოგოს სიტყვები. როდის ჩათვლიმა,ან რამდენ ხანს ეძინა ვერ გაეგო.ბურანიდან მხოლოდ კარზე კაკუნმა გამოაღვიძა.უცებ წამოხტა ლოგინიდან,ლოლას დაუწყო ძებნა,მაგრამ ის არსად ჩანდა.იფიქრა ალბათ მაღაზიაში ჩავიდაო,კარი გააღო და ეკა დაინახა. - ა ეკა შენ ხარ? - აბა ვინ უნდა იყოს...არ შემომიშვებ? - ა? - რაღაც დაბნეული ხარ შიომ ირგვლივ მიმოიხედა,ლოლას კვალი არსად ჩანდა,კარადაში დედის კაბას მოკრა თვალი,მერე საათს ახედა,საათი ისევ სამის ნახევარს აჩვენებდა.(წავიდა? ისევ წარმოსახვა? შიოს გაეღიმა) - შიო რაღაც ვერ გცნობ დღეს,ძალიან დაბნეული ხარ,ვინმეს ხო არ ელოდებოდი? - არა ეკა არა.შენ გელოდებოდი. შემოდი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მოდი ასე ვთქვათ გააზრებული სიზმარი ) მოდი ასე ვთქვათ გააზრებული სიზმარი )
5. :-) მე ბოლოს სიზმარს ველოდი, თუმცა შეიძლება სიზმარიც ყოფილიყო წარმოსახვა :-) მომეწონა ეს მე :-) :-) მე ბოლოს სიზმარს ველოდი, თუმცა შეიძლება სიზმარიც ყოფილიყო წარმოსახვა :-) მომეწონა ეს მე :-)
4. არ ჩამოხსნა ეს საათი იყოს რა იცი რა ხდება )) არ ჩამოხსნა ეს საათი იყოს რა იცი რა ხდება ))
2. ხო და ჩემი კდლის საათიც გაჩერებულია უკვე ორი წელია, ოღონდ თერთმეტის ოც წუთზე. დილის თერთმეტის ოც წუთზე ხო და ჩემი კდლის საათიც გაჩერებულია უკვე ორი წელია, ოღონდ თერთმეტის ოც წუთზე. დილის თერთმეტის ოც წუთზე
1. ძალიან მომეწონა :)) მეც მარტო ვცხოვრობდა ხშირად მქონია მასეთი მომენტები :D
უმაღლესი შეფასება +5 ძალიან მომეწონა :)) მეც მარტო ვცხოვრობდა ხშირად მქონია მასეთი მომენტები :D
უმაღლესი შეფასება +5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|