ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაა.საა.
ჟანრი: პროზა
15 ივლისი, 2013


  ჩამოტვირთვა

წერილი სიკვდილის შემდეგ

გუშინ საკუთარი თავი დავასაფლავე და შავები ჩავიცვი...საერთოდ არ მიყვარს ეს შავი ფერი,მაგრამ შემჭამეს ახლობლებმა,სირცხვილია,ხალხი რას იტყვისო და მეც ჩავიცვი,სხვა რა გზა მქონდა.სიმართლე გითხრათ მომეწონა.იყო ჩემში რაღაც ამოუცნობი და მისტიური.ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა,არ მოველოდი ნამდვილად,თურმე რამდენს ვყვარებივარ.ქალი თუ კაცი,დიდი თუ პატარა ყველა შეწუხებული სახით იცქირებოდა და სულ იმას გაიძახოდა რა ახალგაზრდა იყო,ლამაზი და ნიჭიერი,რამდენს მიაღწევდა ცხოვრებაშიო(ოჰ ეს გაცვეთილი,ბანალური ფრაზები)ნეტა მართლა განიცდიდნენ და სწუხდნენ თუ ახლაც თამაშობდნენ.....არ ვიცი არ ვიცი...მაგრამ გამიხარდა,მართლა გამიხარდა,თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა სასიამოვნოა როცა ყურადგების ცენტრში ექცევი, ყველა შენზე საუბრობს და შენთან ერთად განიცდის,იქნება ეს მოჩვენებითი თუ რეალური... და მე ვტიროდი... პარადოქსულია მაგრამ ვტიროდი სიხარულისგან და არა მწუხარებისგან....როგორც იქნა,ცხოვრებაში ერთხელ(მაპატიეთ უკვე ცხოვრების შემდგომ)მაინც მომაქციეს ყურადღება და დამაფასეს....გასახარია ნამდვილად...მალე ჩემი ორმოციც მოვა...ყველას გეპატიჟებით! ყველას!!მობრძანდით, გაერთეთ,ცრემლი და მოწყენა არ დამანახოთ,ვერ ვიტან ამ სენტიმენტალობებს.იცეკვეთ,იცინეთ,ჭამეთ,სვით,შეირგეთ ცხოვრება...მე ხომ სხვა არაფერი მინდა გარდა თქვენი ბედნიერებისა და კარგად ყოფნისა....
                            მუდამ თქვენი .......

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები