ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დამიანი
ჟანრი: პოეზია
19 ივლისი, 2013


* * *


რა მადლიერი თვალებით უყურებდა,
იმ მასწავლებელს, რომელმაც
დაფასთან მხოლოდ ის არ გაიძახა.
შეუმჩნევლად ვერ დაუმალავს მერხის ქვეშ,
დახეული ფეხსაცმელი და სველი ფეხები.


სიცოცხლე

როგორ შევშინდი, როცა მოხუცს
ხიდან ასხლეტილი ცული მოხვდა...
არ შეურისხვას, არც კი გამწყრალა,
რადგან იცოდა,  ტკივილი, 
მის ამქვეყნიურობას ჯერ კიდევ ადასტურებდა...


სოფელი

როცა ძველ სახლს ვუბრუნდები,
ბებიაჩემის გახარებულ  და
საყვედურით სავსვე თვალებს ვაწყდები.
თავისმართლებისას, ერთმანეთს ვეფარებით
მე და  ჩემი ჩრდილი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები