ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაა.საა.
ჟანრი: პროზა
21 ივლისი, 2013


შემთხვევა ღამით,ანუ არ ენდოთ ფოტოგრაფებს

ქვაფენილიან ქუჩაზე,რომელიც სარეკლამო აფიშების ადგილს უფრო გავს ისევ მოვიდნენ აფიშების გამკვრელები,ოღონდ ამჟამად პოლიციიდან და ყველა გამოსაჩენ ადგილას გააკრეს მამაკაცის გამოსახულებიანი დიიდი პლაკატები წარწერით ქალაქში სერიული მკვლელია. რა თქმა უნდა ჯერ არ იციან ვინ არის ამიტომ პლაკატზე უსახო მამაკაცია.
  ღამეა...ჩაბნელებულ ქუჩას ოდნავ თუ ანათებს ლამპიონი,რომელსაც ცალი ნათურა ჩამტვრეული აქვს და რაღაც გაურკვეველ ხმებს გამოსცემს,თითქოს  აგონიაშია,ცოტაც და სულს განუტევებსო.ირგვილვ სიჩუმეა,სადღაც შორიდან დაჟანგებული კარის ჭრაჭუნი ისმის.ხალხი კანტი-კუნტად დადის,ასე იცის პატარა ქალაქში,მოსაღამოვდება თუ არა დღისით გადაჭედილი ქუჩები მომენტალურად ცარიელდება.ერთმანეთში ირევა საწვავის,ნაგვის, უპატრონო ცხოველების და  ნესტის სუნი,რომელსაც ჩახუთული და თბილი ჰაერი უფრო მეტად ამძაფრებს.
ტროტუარზე დგას დაახლოებით 18-20 წლის გოგო.შავი დახეული წინდები და ღრმად დეკოლტირებული,მოკლე,შავი კაბა აცვია.დაღლილი ბოძს მიყუდებია და ნერვიულად ეწევა სიგარეტს.დიდი ხანია აქ დგას,მაგრამ ჯერ არავინ მისულა მასთან,მხოლოდ სტვენით და ყვირილით შემოიფარგლებიან.რა ხდება ვერ გაუგია, ან ამ ხალხს ფული გამოელია ან  თვითონ ვერ გამოიყურება კარგად,ან დღეს შეუყვარდა ყველას თავიანთი ცოლები.არაა სამივე ვერსია მაშინვე გამორიცხა.სიგარეტის კოლოფს ჩახედა,მხოლოდ ერთი ღერია,უნდა გამოჩნდეს ვინმე სასწრაფოდ,ერთი კაცი მაინც თორემ არც სიგარეტის ფული აქვს.წუწკი ციცინო (კარის მეზობელი) 5 ლარიც არ ასესხა, მოიცა დასჭირდება ზეთი ან შაქარი...ბებერი შინაბერა,ახალგარზდობაში მაგასაც მაგრად უბოზია და როცა აღარავის უნდოდა მერე ინება პენსიაში გასვლა,ახლა პატიოსანი ბებიას როლს თამაშობს,თან მაგრადაც გამოსდის.სიამოვნებით მიახრჩობდა...არაა შეეშვას უნდა მალე ამ საქმეს თორემ მომავალში ციცინოდ გადაქცევის პერსპექტივა არ ასცდება...ჩანთიდან პომადას იღებს,უკვე მერამდენეჯერ იღებება...მაინც არავინ ჩანს...უცებ სარკეში ბიჭი დაინახა,მის ზურგს უკან იდგა,ჯიხურს ამოფარებული და სულელივით მიშტერებოდა,.გოგოს გაეღიმა,კარგა ხანია არ უნახავს მსგავსი რეაქცია ჰქონოდა ვინმეს მის დანახვაზე.ბიჭი მონუსხულივით უყურებდა.ზიზღი,აღფრთოვანება,ვნება ეს ყველაფერი ერთდროულად იგრძნობიდა მის თვალებში.დაბნეული ფოტოაპარატს ჩაფრენოდა და ვერ გადაეწყვიტა მისულიყო თუ არა გოგოსთან,რომელიც გამომწვევად უღიმოდა და თავისკენ  იხმობდა.რამდენიმე წუთი ყოყმანობდა მაგრამ შემდეგ გაუბედავად მიუახლოვდა.
ბიჭი - ბოდიში ცოტა უხერხულად გამომივიდა....
გოგო - არა უშავს,ვის არ მოსვლია
ბიჭი - სხვანაირად არ გამიგო,მე ფოტოგრაფი ვარ,სახლში მივდიოდი და უცებ შენ დაგინახე,ძალიან მომეწონე,ისე დავიბენი არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი
გოგო - ააა...ახლა გასაგებია...თორემ მანიაკი მეგონე,საყვარელი მანიაკი(იცინის) და ახლოს ცხოვრობ ?
ბიჭი -  არც ისე...ხელს ხო არ გიშლი?არ მინდა შეგაწუხო
გოგო - არაა,იყოს,კლიენტები მაინც არ მყავს და ცოტას გავერთობი
ბიჭი - ესე იგი თავისუფალი ხარ არა? თუ გინდა ჩემთან წამოდი სტუდიაში,ერთ-ორ ფოტოს გადაგიღებ,საინტერესო ტიპაჟი ხარ
გოგო - კარგი,ოღონდ იცოდე ფული წინასწარ გადამიხადე,მერე პრობლემები რომ არ შეიქმნას.
ბიჭი - ახლავე(საფულე ამოიღო და ფული მიაწოდა) ეს საკმარისია?
გოგო - სავსებით.წავედით არა?
ბიჭი - მოიცა ტაქსს გავაჩერებ.ისე შენი სახელი მითხარი
გოგო - არ არის საჭირო
ბიჭი - კარგი.წავედით.

                      სტუდიაში
  ტაქსიდან გადმოვიდნენ და ერთ მიყრუებულ სადარბაზოს მიადგნენ.გოგოს ცოტა შიშმა გაჰკრა,მაგრამ არ შეიმჩნია,ისე უნდოდა ფული რომ ყველაფერზე იყო წამსვლელი.კიბეებს აუყვნენ,მესამე სართულზე შეჩერდნენ.ბიჭმა კარი გააღო და ოთახში შეუძღვა.სტუდიას წარმოადგენდა:თეთრი კედლები,ოთხი პროჟექტორი,პატარა საწოლი,მაგიდა,უამრავი ფოტოები და საჭირო თუ ნაკლებად საჭირო ნივთები
გოგო - ეს არის შენი სტუდია?მე სულ სხვა რაღაცას ველოდი
ბიჭი - (იცინის) სხვა რაღაცას ბევრი ფული უნდა რაც ჯერჯერობით არ მაქვს
გოგო - მისმინე სიმღერები რომ ჩავრთოთ არ შეიძლება?მაგ დროს უფრო კარგად ვმუშაობ
ბიჭი - სამწუხაროდ არა სამაგიეროდ ყავა მაქვს,გინდა?
გოგო - არაა დროზე მოვრჩეთ ჯობია.
ბიჭი - კარგი,მე დავლევ,მანამდე შენ ეს ფრთები გაიკეთე(შავი ფრთები მიაწოდა)
გოგო - ამის გარეშე არ შეიძლება?
ბიჭი - არა,მე ასე გხედავ
გოგო - კარგი
გოგომ ფრთები გაიკეთა შემდეგ ტანსაცმლის გახდა დაიწყო და ბიჭს მიუახლოვდა
ბიჭი - რას აკეთებ?
გოგო - რას ვაკეთებ?რისთვისაც მომიყვანე იმას,დავიჯერო მართლა ფოტოების გადაღება გინდა ჩემთვის?
ბიჭი - მე სექსისთვის არ მომიყვანიხარ.რა მარტივი ყოფილხარ,როგორ შევცდი,არადა იქ ისეთი გამომეტყველება გქონდა,ისე იყურებოდი,რომ ჭკუიდან კინაღამ გადავედი.
გოგო - რას წუწუნებ
ბიჭი - ჯობია წახვიდე,არ უნდა მომეყვანე აქ
გოგო - რა,იმედები გაგიცრუე? ბოდიში(იცინის)
მაგიდაზე მინის ჩარჩოში ჩასმული ქალის ფოტო დევს გოგომ აიღო
ბიჭი - მაგას ხელი არ ახლო,დადე თავის ადგილას
გოგო - რა იყო ხო არ შევჭამ,ისე მაგარი ქალია,ვინაა შენი შეყვარებული?ცოლი?
ბიჭი - (ყვირილით)არაა ეს შენი საქმე,ნუ ეხები,დადე თავის ადგილას მეთქი
გოგოს უცებ ხელიდან გაუვარდა სურათი,ჩარჩო დაიფშვნა.ბიჭს სახე გაუფითრდა,იატაკზე დაეცა და ნამსხვრევების აკრეფა დაიწყო
გოგო - არ მინდოდა შემთვევით გამივარდა,ნუ ნერვიულობ რა.რა გახდა ეს იაფასიანი ჩარჩო
ბიჭი არ უსმენდა,რაღაცას მისთვის ბუტბუტებდა,ხელები სულ დაუსისხლიანდა ნამსხვრევების აკრეფისას
გოგო - (შეშფოთებული)კარგი რა,ხვალ უკეთესს მოგიტან დამშვიდდი ახლა.
ბიჭმა სისხლიანი,აკანკალებული ხელები სახეზე მოისვა,სისხლის სუნმა სულ გააგიჟა,თვალები შეშლილივით აენთო და დაიღრიალა - არ უნდა შეხებოდი,ის ჩემი იყო,მხოლოდ ჩემი!@იქვე დაგდებულ დანას ხელი დაავლო და გააფთრებული გოგოს ეცა,გოგომ ერთი დაყვირება მოასწრო მაგრამ ბიჭმა პირზე ხელი ააფარა და დანა ყელში გამოუსვა.
                       
                  20 წუთის შემდეგ
  სისხლში მოსვრილი ბიჭი იატაკზე ზის,გოგოს თავი მუხლებზე უდევს,ხან თმებზე ეფერება,ხან იხუტებს,ტირის და მხოლოდ ამას ჩურჩულებს: “არ უნდა შეხებოდა...არ უნდა შეხებოდა”...
  გინდა მუსიკა ჩაგირთო?

                    რამდენიმე დღის შემდეგ
 
რამდენიმე დღის შემდეგ გოგოს მეზობელმა ციცინომ პოლიციაში განცხადება შეიტანა მის გაუჩინარებასთან დაკავშირებით,ხოლო ცოტა ხანში გოგოს გვამიც იპოვეს პარკში,ყელგამოღადრული და ხელებდაჭრილი.პოლიციამ გამოძიება დაიწყო,მაგრამ ჯერჯერობით ვერავითარ კვალს ვერ მიაგნო,თვითმხილველიც რა თქმა უნდა არ  ჩანს,რადგან პატარა ქალაქში,მოსაღამოვდება თუ არა დღისით ხალხით გადაჭედილი ქუჩები მომენტალურად ცარიელდება და აბა ვინ დაინახავდა ნახევრადგანათებულ ქუჩაში მდგარ მსუბუქი ყოფაქცევის გოგოს და მის მკვლელს.
  პარკებში,სანაპიროებზე თუ სხვა ადგილებში ბოლო პერიოდში აღმოჩენილმა მსუბუქი ყოფაქცევის ქალების გვამებმა შოკში ჩააგდო ადგილობრივი მოსახლეობა.ზოგს ეცოდება მოკლული ქალები,ზოგს კი უხარია და თავის სიხარულს Смерть сукам жить ворам-ის პერიფრაზით გამოხატავს.ქალაქში ადამიანთა მოძრაობა საგრძნობლად შემცირდა და იმატა ე.წ. “ბოზებმა”... რა თქმა უნდა ეს სერიული მკვლელის ხაფანგია, რომლის პლაკატებსაც კვლავ არ აქვს სახე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები