დღეები, როგორც მახრჩობელები, როგორც გველები, სისინით დიან, გამარჯვებული მიმზერს იუდა, მე წაგებული ქართველი მქვია.
გულში სევდაა ბოღმად გაჩრილი, ყველა ჭრილობა შემომრჩა ღია, წარსულს შლიან და აწყმოს დაღავენ, მე უსამშობლო ქართველი მქვია.
ქვეყანა შერჩათ საძიძგნად ძერებს, ძმები ძმების სისხლს სიცილით ღვრიან, ცხუმიც მომჭრეს და ხელიც მომკვეთეს, მე გაყიდული ქართველი მქვია.
ჩაღამებული თბილისის ქუჩებს ვუმზერ ჩემ თვალწინ აწივლდა ტყვია, ჩემს ცას ხვრეტენ და ჩემს მზეს მპარავენ, მე განწირული ქართველი მქვია.
ცოდვის კალოა ახლა ქვეყანა, ბოღმის და შურის, ტანჯვის და სევდის, და მენანება ისე სამშობლო, თითქოსდა საფლავს დავყურებ დედის... 1989 წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. კარგი ჩემგან!!! კარგი ჩემგან!!!
15. მე წაგებული ქართველი მქვია....
მართლაც... მე წაგებული ქართველი მქვია....
მართლაც...
14. თითქოსდა საფლავს დავყურებ დედის... თითქოსდა საფლავს დავყურებ დედის...
13. 55555555555555 55555555555555
11. გულწრფელი ლექსი- სტანდარტული გულწრფელი ლექსი- სტანდარტული
10. მაგარია ძააან....5555555
იქნებ ჩემთან შემოიარო...? მაგარია ძააან....5555555
იქნებ ჩემთან შემოიარო...?
9. ძალიან კარგია 5 ძალიან კარგია 5
8. საოცრად პოეტურია... საოცრად პოეტურია...
7. ჩემს ცას ხვრეტენ და ჩემს მზეს მპარავენ, მე განწირული ქართველი მქვია.
და რა განსხვავებაა მაშინდელ და დღევანდელ სიტუაციას შორისს ? :( ემოციური ლექსია, ბატონო დავით.. დავეტანხმები ია-იას და რენუარს.. დავიზაფრეე :( ჩემს ცას ხვრეტენ და ჩემს მზეს მპარავენ, მე განწირული ქართველი მქვია.
და რა განსხვავებაა მაშინდელ და დღევანდელ სიტუაციას შორისს ? :( ემოციური ლექსია, ბატონო დავით.. დავეტანხმები ია-იას და რენუარს.. დავიზაფრეე :(
5. 1989 წელი.. 1989 წელი..
4. საშინელი სიმართლეა. საშინელი სიმართლეა.
3. ხო... დამზაფრა...ეს სიტყვა სრულად ასახავს ჩემს მდგომარეობას... ხო... დამზაფრა...ეს სიტყვა სრულად ასახავს ჩემს მდგომარეობას...
2. ბატონო დავით, ყოველი სიტყვა იმდენად მძაფრად შევიგრძენი, მეტკინა, თქვენი ტკივილი მესმის, იქნებ რაღაცით შეგვიძლია ქვეყანა ცოდვის კალოდ არ ვაქციოთ? 5555555555555555555 ბატონო დავით, ყოველი სიტყვა იმდენად მძაფრად შევიგრძენი, მეტკინა, თქვენი ტკივილი მესმის, იქნებ რაღაცით შეგვიძლია ქვეყანა ცოდვის კალოდ არ ვაქციოთ? 5555555555555555555
1. 1989....2008... დამზაფრა! 1989....2008... დამზაფრა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|