ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: იუმორისტული
25 ივლისი, 2013


მგელი და კრავი (სერ გიზო და ამეთვისტო)

ერთხელ პატარა ბეკეკას
დასცხა და "პეპსი" მოსწყურდა...
"პოპულის" პირას შეტეხა
წყურვილის მოკვლა რომ სურდა.
თურმე იმავ დროს ძეგლს უკან,
საჭირბოროტოდ ბეკეკის,
დაძუნძულებდა მგელუკა,
მკვიდრი ქარცივი კვებეკის.
უეცრად სუნი რომ ეცა,
რადგან ჩიჩია უნდოდა...
ეჰ, ამეთვისტო მოგეცა,
რატომ ხარ ასე უნდო და
დაუნდობელი, შე ბრიყვო!
აქ რატომა სვამ "პეპსისო"?
რა ცერა თითი შეიყო,
ფიქრობდა მგელი - სერ გიზო.
ჩაგიდგამს წინა ფეხები,
მოგიცვამს რაღაც ტყაპუჭი...
"პოპულის" სტენდს რომ ეხები
და უკითხავად აფუჭებ.
რა ბრძანებაა, სერ გიზო,
რას მერჩით მე საწყალსაო?
"პეპსის' შესმა არ მეღირსოს,
ვსვამდე "ბონაქვას" წყალსაო.
მაშ მე ვსტყუიო? "ზამალჩი",
ნუ წაგიგდია "იაზიკი"...
გახსოვს შარშანწინ ზამთარში,
რომ მომადექით პაზიკით?
შარშანწინ სროკზე ვიყავი,
"სვიდანიაზე" მნახეო ?
მაშ "პადძელინიკი" ყოფილა,
მიტომ: "მიგიგავს სახეო"!
მე "პადძელნიკი" არა მყავს,
ტყვილად რომ მტენი "ნახალკას"...
-ის გადაურჩა გარტყმას და
შენ არ აგცდება გალახვა!
მომწყინდა შენთან "ბაზარი",
"ზამალჩი" მეთქი "და სროჩნა"...
სწრაფი ვარ, როგორც ჰაზარი
30 წამში "გაგსკოჩავ".
უთხრა და ზურგზე მოიდო,
არც "პეპსი" შესვა, არც წყალი...
გაჰყვა "პოპულის" კორიდორს,
"აბაროტს" უცდის საწყალი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები