ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჟუჟუნა
ჟანრი: პოეზია
28 ივლისი, 2013


გზა

ყველას თავის გზა აქვს გასავლელი,
ზოგს  ეღობება  ბურუსი,  ნისლი,
სიჭაბუკიდან  თეთრ  სიბერემდე
განა სუყველა მზიან გზით მიდის.

ზოგი გაივლის გზას ნარეკლიანს,
ნათელი დღეც კი ბნელია მისთვის,
ზოგი ვარდება დიდ განსაცდელში,
მძიმე ხვედრისგან თავს ვეღარ იხსნის.

ზოგი გაივლის გზას ბურუსიანს
და  ავიწყდება  მაღლა  უფალი,
ყველა მის ირგვლივ მტერი ჰგონია,
დედა სამყარო -  დედინაცვალი.

ზოგი გაივლის გზას ღიმილიანს,
ზოგისთვის ყველა დღეა მზიანი,
მისთვის დედაა - დედასამყარო,
ბევრის  მომცემი,  იმედიანი.

ბოლოს ყველა გზა თავს ერთად იყრის,
ნარეკლიანი, ბურუსიანი, ღიმილიანი,
ამ  სამყაროში  სუყველამ  ვიცით,
რომ უპრობლემო არ არსებობს ადამიანი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები