 | ავტორი: ლევან63 ჟანრი: პროზა 28 ივლისი, 2013 |
• ჩემი გოგო სამის არის, მაგრამ ისე არ იზრდება, როგორც საჭიროა. • მე, მისი თავის ქალას სურთებს განახებთ, ნახეთ რა სჭირს მას. მივხვდი ისედაც, ის ავად არის. • არა მე მინდა, რომ კარგად ნახოთ სურათები და მისი ჯანმრთელობა გამოასწოროთ. • მაგრამ მე, არაფრის გამოსწორება არ შემიძლია. • არა, თქვენ ეს შეგიძლიათ. ვიცი, რომ ამისთვის თქვენთან რაღაც გარიგება უნდა დავდო, ხომ ასეა?! • ბევრი რამე გცოდნიათ. კარგით შევეცდები დაგეხმაროთ, მაგრამ გარიგების პირობა მეტად რთული იქნება და ის, შემდეგში მდგომარეობს: თუ თქვენი შვილის ფეხზე დაყენება გსურთ, ერთი უთვისტომო, უნათესაო ქალი უნდა იპოვოთ და საშინლად აწამოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი შვილი არ გამოჯანმრთელდება. • ესეიგი ვიღაც, მარტოხელა და უპატრონი ადამიანი უნდა ვაწამო? • დიახ, მაგრამ ეს ქალი უნდა იყოს! • რატომ? • არ ვიცი. • რაღაც სისულელეა. • მერე რა? • და როგორ უნდა გავაკეთო ეს? • თავად მოიფიქრეთ. • მერე, როგორ უნდა მივხვდე დავალებას როგორ ვართმევ თავს? • მიხვდებით. • რაღაც ეჭვი მეპარება. • თქვენ პირველი არ ბრძანდებით, ვისაც ადამიანის წამებისთვის მიზეზი გააჩნია. • მხოლოდ არა ჩემი გოგონა. • აი, თქვენ უკვე რაღაცას ხვდებით • ის ხომ, უბრალოდ არ ლაპარაკობს. • მოკლედ, გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ. • არ ვიცი საიდან დავიწყო. • წარმოიდგინეთ ყველაფერი, რასაც არავისთან არ გააკეთებდით, ან არავის გაუკეთებდით. ეს დაგეხმარებათ. • (გრძელი პაუზა) • რას აკეთებთ, რაზე ჩაფიქრდით? • იმის წარმოდგენაში ვარ, რასაც არასდროს არავის გავუკეთებდი. ვაიმე! • რა ვაიმე?! • არა. • რა? • არა. წარმოდგენაც კი, მზარავს. როგორ შეიძლება ამის გაკეთება?
• (ორი კვირის შემდეგ)
• მიგდებულ რაიონში, ერთი ქალი ვიპოვე სამსახურიდან რამდენიმე კილომეტრში. ის, სახლის ზღურბლთან ცხოვრობს, საძილე ტომრის, ადიალის და ზურგჩანთის გარდა არაფერი გააჩნია. • მერე აკმაყოფილებს ის მოთხოვნებს? • მე, მას ვუთვალთვალებდი. • და რა დაინახეთYმასში? • სისუსტე. • ყურადღებით გისმენთ, გააგრძელებთ? • მეგონა, რომ შვილის გულისთვის, ყოველივე ამის გამკეთებლი ვიყავი, მაგრამ ვერ შევძელი, ან საერთოდ საიდან მომივიდა თავში, რომ ადამიანისთვის მსგავსი ტკივილის მიყენება შემეძლო? • ესეიგი უარს ამბობთ გარიგების პირობაზე? • არც მეგობრები, არც ნათესავები. და აქედან გამომდინარე ადამიანს გეჩვენება, რომ ყოველივე სინამდვილეში არც ხდება, და ვერც ვერავინ გაიგებდა და აღნიშნული ჩვენს შორის დარჩებოდა. ამის შესახებ ვერავის მოვუყვებოდი და თავად უნდა დავტანჯულიყავი. • რა ჰქვია თქვენს გოგონას? • თქვენ ხომ ყველაფერს იწერთ? • სახელი არ გიხსენებიათ. • არა, გითხარით. • არა, არ გითქვიათ. თქვენ რენტგენს მაჩვენებდით, თუ ტომოგრამას, ზუსად არ მახსოვს, მაგრამ მხოლოდ მის ავადმყოფობაზე მიამბეთ. • მინდა გკითხოთ, სხვა დავალების და სურვილის შეცვლა თუა შესაძლებელი? • შესაძლებელია. • ესეიგი სხვა დავალება მექნება და სურვილიც საკუთარი შეხედულებით შემიძლია შევცვალო? • დიახ. • მაშინ, ჩემი სურვილი იქნება, შვილი ისეთად მივიღო, როგორიც ის არის, ანუ მხოლოდ კი არ ვუმკურნალო, არამედ მიყვარდეს კიდეც?! • კარგით, მაშინ ეს თქვენს არჩევნად ჩავთვალოთ. • ძალიან კარგი. აბა, რა დავალება მექნება? • წინასწარ გაუფრთხილებლად, სამი კვირით სახლიდან უნდა წახვიდეთ. • და, არავის წამება არ არის საჭირო? • თქვენი კითხვა თანხმობად ჩავთვალო? • დიახ, და ძალიან გთხოვთ ჩემგან ადამიანის წამება არ მოითხოვოთ, ვინაიდან მე, ამას უბრალოდ არ გავაკეთებ.
• (ერთი კვირის შემდეგ)
• არ შეიძლება ჩემი გაუჩინარების კვალის დატოვება, ქმრისთვის რაიმეს თქმა გამორიცხულია, არავითარი საკრედიტო ბარათები. • მართალი ბრძანდებით. • მე, გასესხებული ფულის აღება შემიძლია, რაც სამი კვირა მაინც უნდა მეყოს. ძებნას დამიწყებენ, ჩემი მეუღლე პანიკაში ჩავარდება. სხვადასხვა აზრები დაებადება. • მაგალითად? • ვთქვათ, რომ მე, ის მივატოვე და რაც მთავარია, რომ შვილიც მივატოვე. • მან, ბევრი რამ შეიძლება იფიქროს. • მაგრამ რატომ მაინცდამაინც ეს? • ჩემს სიტუაციაში მყოფი ქალი….ზოგმა ქალმა შეიძლება პირდაპირ დაადოს თავი და ავადმყოფი შვილი მიატოვოს და აღარ დაბრუნდეს. • მართალი ხართ, შეუძლიათ. • მე, არავითარ შემთხვევაში არ წავიდოდი, მაგრამ მან, შესაძლოა ასე იფიქროს. • ნამდვილად. • მე, თუ იმას გავაკეთებ, რაც თქვენ მთხოვეთ და სამი კვირით გავუჩინარდები მე, მას დავიბრუნებ, შვილს ვგულისხმობ? • დიახ. • ჩემი გაუჩინარების რაიმე ახსნა უნდა მოვძებნო აუცილებლად. • ვისთვის, ახლობლებისთვის, თუ საკუთარი თავისთვის? • მე, ცუდი ადამიანი არ ვარ. • საქმე ამაში არ გახლავთ. • თქვენ იცით როგორია, როდესაც ვინმეზე ხარ მიჯაჭვული და მასზე ზრუნვით გჯერა რომ ის, ოდესღაც გამოჯანმრთელდება, თუმცა იცი, რომ ეს, არასდროს არ მოხდება. • სხვათა გამოცდილების შეცნობა შეუძლებელია. • თქვენს ცხოვრებაში რაიმე ცუდი არსებობს, თუ ყველაფერ ამაზე მაღლა დგეხართ? თქვენთვის ტკივილი არ არსებობს? • არსებობს. • არ მჯერა. • ნინო, მე არ მსურს უბედურებებში შეჯიბრი, მაინც ვერ მოვიგებ. თქვენ კარგი გული გაქვთ, თქვენ ამ გრძნობაში, აბსოლუტურ სიყვარულში წვდომა მოისურვეთ, რაც ძალზედ მშვენიერი, მაგრამ იმავდროულად მძიმე ტვირთია. • თქვენ თავად რა გაქვთ? • ყოველ შემთხვევაში ეგ არა.
• (სამი დღის შემდეგ)
• თქვენ, მართლა ვერავინ გიპოვით? • ძალიან შორსაც, რომ წავიდე და ოტელში დავსახლდე, დაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში, ჩემს ფოტოსურათს, მთელი ტელევიზიები და გაზეთები გამოამზეურებენ და მაშინ ნებისმიერ სასტუმროს დამლაგებელს, ან გამვლელს შეეძლება ჩემი ამოცნობა. ამიტომ, რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანებთან უნდა მქონდეს კონტქატი. • ამას როგორ მოახერხებთ? • პიველ ყოვლისა, მანქანას სადგომზე დავტოვებ, რაც დაბნეულობას გამოიწვევს. • შემდეგ? • ისინი იფიქრებენ, რომ რაღაც შემემთხვა. • ეს, მართლა დაგეხმარებათ მათ, მცდარ გზაზე დაყენებაში. • მაგრამ ისინი ხომ იღელვებენ. • ეს, თქვენი პრობლემები არ არის. კარგით, და მერე? გადიხართ კარიდან და შემდეგ რა ხდება? • იმ სახლში წავალ, სადაც ის, უპატრონო ქალი ცხოვრობს, ადგილიც უკაცრიელია. • შიგნით ნამყოფი თუ ხართ? • არა, შორიდან ვაკვირდებოდი. რას ფიქრობთ, არ გამომივა? • საიდან მოიტანეთ? • თქვენ იწერთ. • მე, ყოველთვის ვიწერ, ასეთია ჩემი სამსახური. • ეს, ნერვებს მიშლის. • ნუ ნერვიულობთ. კვების საკითხი როგორ გადაწყვიტეთ? მანქანა არ გეყოლებათ, რა უახლოეს მაღაზიაში აპირებთ სიარულს? • არ ვიცი. • მე, შემიძლია დაგეხმაროთ. • როგორ? • მე, რაღაცეების მოტანა შემიძლია. თქვენ, თუ სახლიდან გაუჩინარდებით მე, შემიძლია შენობაში აუცილებელი ნივთებით და საკვებით მოგამარაგოთ. • და თქვენ ეს რაში გჭირდებათ? • რატომაც არა? • მე, კი ვფიქრობდი, რომ თქვენ საერთოდ არაფერში დამეხმარებოდით. • დაგეხმაროთ? • დიახ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|