ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
30 ივლისი, 2013


იმ მოსახვევამდე...

გრძნობების fast food-ი, სულ გადარბენები,
გზები, ნიშნები და გზაჯვარედინები...
დროსთან მერიდება, მაგრამ არ ვბერდები,
და ალბათ იმიტომ, ჯავრს რომ არ მივნებდი.
მიყვარხარ სულ პირველ მკვეთრ მოსახვევამდე,
მერე? ღმერთმა უწყის, რა როგორ გამოვა...
ამ „გადარბენებით“ სავსე ვარ ყელამდე,
მერე, იმედი მაქვს ცა მოვა,
წვიმების გრძელ-წვრილი მარქაფა ფეხებით,
ჩამოგვბანს ორივეს ყოფისგან ნამტვერალს.
ცხოვრებას მოვწონვარ, თან ერთი შეხედვით,
მეორე შეხედვა - მამტვრევს და...
არ ვიმჩნევ მარცხებს და შიშს აღარ ყოფნისას,
რაც მოსახდენია, მოხდება ისედაც!
წუთმა უკეთ იცის ბებერი სოფლის გზა,
წუთები გარბიან, დრო კი არ იცვლება.
მე მაინც მიყვარხარ იმ მოსახვევამდე,
მერე ღმერთმა უწყის, ვინ რას იგულისხმებს...
რა თავდაღმართია გულიდან წელამდე,
უბრალოდ, მოვბეზრდით უნისონს...
                29.07.13

ქუჩის სტოპკადრი

იდგა კაცი შუქის ბოძთან,
ხეს მოჰგავდა, ნამეხარს.
ვიღაც ტიპი ქუჩის ბოზთან
აგვარებდა - ჰა, ეხლა!
ამ ჯიპიანს სურდა მუქთა,
ნასკამმაღალფეხებას.
ის კაცი კი მთვარის შუქზე
საუბრობდა ელფებთან...
ამას ყველაფერი ჰქონდა,
იმას დარჩა არც ერთი...
ქარი ქუჩას მიაპობდა
გამყინავი ფალცეტით.
ამაგრებდა ქუჩის კუთხეს,
დრო - ყველაფრის მნახველი.
ღამემ ერთი შეიკურთხა,
ბნელი ზრახვის სახელით.
იდგა კაცი შუქის ბოძთან,
ხეს მოჰგავდა, ნამეხარს.
მეორე კი ქუჩის ბოზთან
აგვარებდა: ჰა, ეხლა!..
        20.06.13




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები