 | ავტორი: ცარიელი ჟანრი: პოეზია 1 აგვისტო, 2013 |
სულ პაწაწინა ნაპერწკალი სიცოცხლის სხივის, მწვანე თვალებად აგინთო ქარმა, გაასწორა სიავკარგის საზომი პინა, ჰოდა ფართოდ გახელილ შენს თვალებში გაზაფხულმა დაიდო ბინა, შენ იღიმები, გსიამოვნებს ქარის ღიღინი. გაზაფხული გყვარებია, უფრო აპრილი, სწორედ აპრილთან გაგიბამს პირველი ფლირტი და ისიც შეგეგება ფართო ღიმილით, გაგიშალა ათასობით ფაქიზი კვირტი. შენ იღიმები...
გახსოვს? ზაფხულის ხვატში მოვარდნილს, ქარს მაცოცხლებელს, შეყვარებულს, სიყვარულითვე მოუხუჭე მწვანე თვალები, პირველდ სწორედ მაშინ ინანე, რომ არ გაქვს ფრთები, ხელებგაშლილი შეეგებე პირველ სიყვარულს, მიხვდი, გაზრდილხარ და უეცრად შეკრთი. ის გიშრის თმაში გიცურებს თითებს და სუნთქვა მისი სულ ახლოს ისმის, პაწაწინა საგულე კი გულს ვეღარ იტევს. იბნევი, მაგრამ კვლავ იღიმები...
შენ იღიმები, როცა შემოდგომა (მერამდენედ) გაიხდის კაბას, მორეკავს ღრუბლებს, როცა ვენახებს ჩამოურბენს ქარი ღიღინით და მწიფე მტევნებს საბოლოოდ ჩამოკრავს თითებს. როცა ღრუბელიც კი ატირდება, შენ მაინც ითმენ, იმედი გაქვს, რომ ბედნიერი ისევ იქნები...
ღიმილი გიჭირს, როცა ქარი ზამთარში გიტევს, სუსხით შემკული გამუდმებით გიკოცნის ტუჩებს, თითქოს ზამთრისთვის დაედოს უგუნურს ფიცი, რომ დახეთქვამდე დაგიკოცნოს სველი ტუჩები და შენც მორჩილად სიცხისგან იწვი, ამბობ: ეგ არაფერი, მაგრამ უკვე ღიმილი გიჭირს...
და აი ისიც, აპრილის თვე და რიცხვი თხუთმეტი, ახლა პირველად შენს ცხოვრებაში, ქარს გრძნობ საწოლში, მუზებისგან მიტოვებულ ჭაღარა თმაში. ქარს, რომელიც ზამთარივით არ გიწვავს ლოყებს, არ გსუსხავს ხელებს და ამიტომაც უფრო ენდობი, მაგრამ შენ იცი, ქარი მოტანილს უკან წაიღებს და გახსენდება გაზაფხულზე ანთებული მწვანე თვალები, მზის პაწაწინა ნამცეცი სხივის...
აპრილია, რიცხვი თხუმეტი, შენ ხუჭავ თვალებს ქარიკი უკან გიბრუნებს ღიმილს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. როცა ღრუბელიც კი ატირდება, შენ მაინც ითმენ, იმედი გაქვს, რომ ბედნიერი ისევ იქნები...
რა კარგია! როცა ღრუბელიც კი ატირდება, შენ მაინც ითმენ, იმედი გაქვს, რომ ბედნიერი ისევ იქნები...
რა კარგია!
3. ღიმილიანია :)
"პირველდ სწორედ მაშინ ინანე, რომ არ გაქვს ფრთები, ხელებგაშლილი შეეგებე პირველ სიყვარულს, მიხვდი, გაზრდილხარ და უეცრად შეკრთი." - მომეწონა ++
გაიხარე .. ღიმილიანია :)
"პირველდ სწორედ მაშინ ინანე, რომ არ გაქვს ფრთები, ხელებგაშლილი შეეგებე პირველ სიყვარულს, მიხვდი, გაზრდილხარ და უეცრად შეკრთი." - მომეწონა ++
გაიხარე ..
2. საინტერესო ავტორი... სხვებსაც გადავხედე...:-* საინტერესო ავტორი... სხვებსაც გადავხედე...:-*
1. ყოველ მომდევნონაწერში განიცდი პროგრესს და მიხარია საოცრად, სულ სხვანაირად დაიწყე მახსოვს, სუსტად...უინტერესოდ... ახლა გაცილებით სხვა ხარ, უკვე კარგი მიგნებები და აღწერილობა აქვთ შენს ლექსებს... +2 :) ყოველ მომდევნონაწერში განიცდი პროგრესს და მიხარია საოცრად, სულ სხვანაირად დაიწყე მახსოვს, სუსტად...უინტერესოდ... ახლა გაცილებით სხვა ხარ, უკვე კარგი მიგნებები და აღწერილობა აქვთ შენს ლექსებს... +2 :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|