ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტურაშვილი
ჟანრი: პოეზია
8 იანვარი, 2026


41565

დაპატარავდა საქართველო დაპატარავდა,
ყველამ გასტაცა თითო კუთხის თითო ნატეხი,
არ დაკარგავდა საქართველო არ დაკარგავდა,
რწმენას.. რომლისაც არვინ იყო ქვეყნად გამტეხი...

ვერ წაართმევდნენ საქართველოს ვერ წაართმევდნენ,
ვერცერთ გოჯსა და ვერცერთ მისხალს უფლის ნაბოძებს,
ვერ დააქცევდნენ საქართველოს ვერ დააქცევდნენ,
ამ ქვეყნის მართვა რომ არ ჰქონდეთ ხელში ნაბოზრებს...

პატარავდება საქართველო პატარავდება,
აღარც ისეთი მოწყალე და აღარც უხვია,
გადაგვარდება საქართველო გადაგვარდება,
თუ კი ქართველმა უფლის გზიდან გადაუხვია...!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები