 | ავტორი: ნუნუ ჟანრი: პროზა 6 აგვისტო, 2013 |
უუჰ! რა დრო გასულა, გაპარულა თვალდახელშუა. სამოცს გადავაბიჯე. არ მინდა დავიჯერო, რომ უკვე ასაკში შევდივარ, თუმცა ახლა, თანამედროვე პირობებში ასაკი გაახალგაზრდავდა. ( მეც ასე მჯერა და რა ვქნა?!) შემრჩა ახალგაზრდული სული და განწყობა. ადრე ჩემი ასაკის ქალებს წინდის ჩხირები ეკავათ ხელში და შვილიშვილებს უქსოვდნენ ხან რას დ ხან რას. მე კი ეგ საქმე სულ არ მეხერხება. თავისუფალ დროს წიგნი ან კალამი მიჭირავს ხელში ჩხირების ნაცვლად. მწერლობაზე თუ პოეტობაზე ამბიციები არ მაქვს, მაგრამ მიყვარს ჩემი მოკრძალებული აზრის გადმოტანა ფურცელზე. უფროსი შვილიშვილი, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, ხშირად ფეისბუქით ვეკონტაქტები ხოლმე და მესიჯს ყოველთვის ამ სიტყვებით ამთავრებს. ” მენატრები ჩემო რომანტიკული ბებოო! ( ასო ო-ს მრავალჯერ იმეორებს და ამაში ვგრძნობ იმ დიდ მონატრებას, რასაც ბებიას და შვილიშვილის სიყვარული შობს.) მე ჩემი მისია შევასრულე. ( მე ასე ვთვლი) ოთხი შვილის დედა და შვიდი შვილიშვილის ბებია დავდივარ ამ მადლიან ქართულ მიწაზე, მივყვები ცხოვრებას, ვაცილებ დროს. ხან მშვიდათ, ხან ფორიაქით. დრო კი ელვის სისწრაფით მიჰქრის. ახლა რატომღაც მომინდა ფურცელზე გადმომეტანა ის პატარა მონაკვეთი ჩემი ყოველდღიური ცხოვრებიდან, არც განსაკუთრებული, არც რაიმე ღირებული, მაგრამ ამ მომენტში ჩემთვის საინტერესო. (კალამმა ხელის გულზე მომიხაჭუნა) დღეს კვირაა. ვისვენებ. ჩემს ოჯახში. ( ჩემი მყუდრო სავანე) ასე ვუწოდებ ხოლმე. გრილი შუადღეა. ზაფხულში განსაკუთრებით მიყვარს ასეთი გრილი დღეები. ცის კაბადონისკენ გამექცა მზერა. მზე ღრუბლებშია შემძვრალი, ხანდახან თუ გამოანათებს, თითქოს ამოსვლის ეშინია. სამაგიეროდ ნიავი დაჰქრის უშიშრად. აშრიალებს ფოთლებს. ლამის თავზე ჩამომაყაროს სიმწიფეში შესული ტყემალის ნაყოფი. მე და ჩემი პატარა შვილიშვილი ეზოში ვართ. მე ხის ჩრდილში დადგმულ მაგიდასთან ვზივარ, პატარა ლიკა კი რეზინის აბაზანასთან ჩაცუცქულა, გრძელი ქერა თმები კულულებად აყრია მხრებზე, ისეთი საქმიანი იერი ადევს და ისეთი მზრუნველობით აბანავებს თავის თოჯინას, რომ მინდა ავდგე და ჩავკოცნო მალ-მალე. ვეხვეწები სახლში შესვლას, მეშინია არ გამიცივდეს, მაგრამ ისეთი კმაყოფილი სახე აქვს, მენანება მოვწყვიტო თამაშს. თბილისშიც ეყოფა მეშვიდე სართულზე გამოკეტვა. ჩემს ხმაზე კნუტმა გაიღვიძა და ზმორებით მოგვიახლოვდა. სადღაც იყო შემძვრალი და ეძინა. ჩემმა გოგომ მომიყვანა. გზაში დაუნახია, ისე უმწეოდ გამოიყურებოდა თურმე, რომ შესცოდებია და წამოიყვანა ჩემთან. აგერ ერთი თვეა უკვე ჩემთანაა. მოიკეთა, გაფუმფულდა და უკვე ჩემი ეზოს ბინადრად მოაქვს თავი. ახლა ძაღლს არ იკითხავთ? ლულუ, (ასე ვეძახით ძაღლს) რომელიც ნომერ მეოთხე უპატრონო ძაღლია, რომელიც ჩემს ეზოს შემოეხიზნა. აგერ უკვე ოთხი წელიწადია ჩვენთანაა. დაბერდება და მოკვდება თუ არა ძაღლი ჩემს ეზოში, მოდის მეორე უპატრონო. მეც მეცოდება და ვაჭმევ, მერე აღარ მცილდება.. ნეტავ რა დავაშავე?! ისე ეზოში არ კვდება ხოლმე ძაღლი გადის და ქუჩაში კვდება. ალბათ ასეთი ქცევა ძაღლის თვისებაა. ლიკამ დაინახა თუ არა ფისო თავს ანებებს თოჯინას და მისკენ გარბის. ფისოც გაერიდა, გარბის. -ნუნუშკები ( ასე მომმართავს) დამიჭილე ფისუა მინდააა! თან ტუჩებს საოცრად საყვარლად ბრიცავს. მეც ვდგები და ფისოს ვეძახი. ის ჩერდება და მიყურებს, ფიქრობს გაექცეს თუ არა ამ პაწაწინა ადამიანს. . ბოლოს მოდის ჩემთან. ვიყვან ხელში და ბავშვს ვაწოდებ. ლიკა გახარებული მიწვდის ხელს და კნუტს გულში იხუტებს. მე მეშინია ბრჭყალები არ ჩაასოს ბავშვს და მალევე ვართმევ. ფისო კიბის საფეხურზე ჯდება და აქეთ-იქეთ იყურება. ზემოდან ჟივჟივი ესმის. ცდილობს დაინახოს საიდან მოდის ეს ხმები. აივნის ჭერში მერცხლებს ბუდე აქვთ გაკეთებული. ოთხ ბარტყს თავი ამოუყვიათ და მთელი ხმით ჟივჟივებენ. ირგვლივ ყველას თავიანთ არსებობას ამცნობენ. ბუდის ორივე მხარეს, აქედან და იქედან დედა და მამა მერცხლები შემოსკუპებულან და თავიანთ შვილებს უნისკარტებენ, ეფერებიან. (მე ასე ღვიქვამ.) ფისო ხვდება საიდან ისმის ხმები და კისერწაგრძელებული ზემოთ იყურება. იქნებ ფიქრობს ესენი ვინ არიან, ვის დაკარგვიან, აქ რატომ არიანო, მაგრამ არაფერი შეგეშალოს ჩემო კარგო ფისო, ისინი დიდი ხანია ბინადრობენ აქ და რა ვიცი რამდენი ბარტყი დააფრთიანეს აქედან. აგერ ღია ჭიშკრიდან ლულუმ შემოალაჯა. უბნის ძაღლს ეძახიან მეზობლები. ყველას კარს იცავს. ამიტომ ხშირდ იღებს მათგან სასურველ ლუკმას. კატები არ უყვარს და არ აჭაჭანებს ახლო-მახლო, მაგრამ ჩვენს ფისოს არ ერჩის, პირიქით ელოლიავება კიდეც. საჭმელს რომ დავუყრი, აქეთ-იქეთ იყურება, თანამობინადრეს ელოდება. ფისოც მოკუსკუსდება და ერთად მიირთმევენ ხოლმე. ისეთი სასაცილოები არიან ამ დროს, რომ სიამოვნებით ვუყურებ. ნამცეცა ფისო და მოზრდილი ძაღლი როგორ შეხმატკბილებულად ინაწილებენ ლუკმას. თურმე ძაღლისა და კატის მეგობრობაც შეიძლება, ”კოჰაბიტაცია” სუფევს მათ შორის. (როგორ შეგვაძულეს ეს უცხო სიტყვა) ასეა, როცა პატრონი უყვართ ორივეს. როცა ორივენი თანაბრად გრძნობენ ეზოს ბინადრად თავს. ჩვენ რა გვჭირს ცივილიზებულ ადამიანებს?! რატომ ვერ ვთანხმდებით ხოლმე ხშირად?! (კალამი გამექცა პოლიტიკისკენ, ამიტომ აქ დავსვამ წერტილს.)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ძალიან მომეწონა თქვენი ყველა ნაწარმოები და დიდი სიამოვნებით ვკიტხულობ თქვენს ნაწარმოებს ძალიან მომწონს ეს ნაწამოები და ვფიქრობ რომ ძალიან კარგი სულის პატონი ბრზანდებით და გთხოთ ხშირად დადოთ ახალი ნაწარმოებები რადგან მე სიამოვნებით ვკიხულობ მათ თქვენი ერთგული მკითხველი ვარ და მინდა რო ხშირად დადოთ აწარმოებები განსაკუთრებით მომეწონა თქვენი ოქროსთმისთმიანი შვილიშვილი ++++ ძალიან მომეწონა თქვენი ყველა ნაწარმოები და დიდი სიამოვნებით ვკიტხულობ თქვენს ნაწარმოებს ძალიან მომწონს ეს ნაწამოები და ვფიქრობ რომ ძალიან კარგი სულის პატონი ბრზანდებით და გთხოთ ხშირად დადოთ ახალი ნაწარმოებები რადგან მე სიამოვნებით ვკიხულობ მათ თქვენი ერთგული მკითხველი ვარ და მინდა რო ხშირად დადოთ აწარმოებები განსაკუთრებით მომეწონა თქვენი ოქროსთმისთმიანი შვილიშვილი ++++
7. ქალბატონო ნუნუ, სადაც კალამი გაგექცათ პოლიტიკისკენ, იქ დაიწყო ნაწარმოები და დასრულდა კიდეც ღრმააზროვნად. მიიღეთ ჩემგან პატივისცემა და დაფასება... ქალბატონო ნუნუ, სადაც კალამი გაგექცათ პოლიტიკისკენ, იქ დაიწყო ნაწარმოები და დასრულდა კიდეც ღრმააზროვნად. მიიღეთ ჩემგან პატივისცემა და დაფასება...
6. ყველას, ყველას გეფერებით ჩემო კარგებო!! გმადლობთ კომენტარებისათვის. ყველას, ყველას გეფერებით ჩემო კარგებო!! გმადლობთ კომენტარებისათვის.
5. ფენ-შუის ჰარმონიის თეორიას შეშურდებოდა ეს რომ წაეკითხა.... ძალიან თბილი ნაწერია უცებ მომინდა მეც გავმხდარიყავი ამბის ან ასეთი ცხოვრების ნაწილი... გაიხარეთ ქალბატონო ნუნუ სიხარულის ცრემლები მომადგა, ალბათ ამაზე დიდი ბედნიერებას ვერც ინატრებს ადამიანი, რა მციერა საჭირო იმისთვის რომ სული იყოს მშვიდად და რამდენის გაკეთებაა საჭირო იმისთვის რომ ამ ცოტას მიაღწიო ))))
ფენ-შუის ჰარმონიის თეორიას შეშურდებოდა ეს რომ წაეკითხა.... ძალიან თბილი ნაწერია უცებ მომინდა მეც გავმხდარიყავი ამბის ან ასეთი ცხოვრების ნაწილი... გაიხარეთ ქალბატონო ნუნუ სიხარულის ცრემლები მომადგა, ალბათ ამაზე დიდი ბედნიერებას ვერც ინატრებს ადამიანი, რა მციერა საჭირო იმისთვის რომ სული იყოს მშვიდად და რამდენის გაკეთებაა საჭირო იმისთვის რომ ამ ცოტას მიაღწიო ))))
4. სიამოვნებით ვკითხულობ ყველა თქვენს ნაწერს. აზრი დევს და ეს მომწონს. სიამოვნებით ვკითხულობ ყველა თქვენს ნაწერს. აზრი დევს და ეს მომწონს.
3. გმადლობთ რომანტიკულო ბებო! სიამოვნებით ჩავიკითხე.+++++ გმადლობთ რომანტიკულო ბებო! სიამოვნებით ჩავიკითხე.+++++
2. ქალბატონო ნუნუ ბედნიერი ადამიანი ყოფილხართ! ასეთი ლამაზი იყავით სულ! მიხარია რომ თქვენნაირი ადამიანები კიდევ არსებობენ! :) ++++ ქალბატონო ნუნუ ბედნიერი ადამიანი ყოფილხართ! ასეთი ლამაზი იყავით სულ! მიხარია რომ თქვენნაირი ადამიანები კიდევ არსებობენ! :) ++++
1. ძალიან თბილია ძალიან თბილია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|