 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 11 აგვისტო, 2013 |
მშვიდი ღამეა,გარეთ მხოლოდ სიჩუმე ისმის, მთვარე,ოთახის სარკმელშია თითქოს გაჩრილი, ოკეანიდან-მთებისაკენ მიიწევს ნისლი, ამ ნისლს მიჰყვება ჩემი ფიქრიც-ჩემი აჩრდილი,
მიჰყვება მაღლა, უდარდელად-ღრუბლებისაკენ, იცის,რომ ზევით ცადაწვდილი მწვერვალებია, გზადაგზა დაკრეფს თეთრ გვირილებს,იებს,მიხაკებს, (მთებში ხომ მინდვრის ყვავილებიც ლაღად კვდებიან)
ეს ჩემი ფიქრიც,ლანდთან ერთად იქ იკარგება, მე კი ქალაქში მრჩება ზღვა და ტალღის ხმაური, სულ ცოტა ხანში მთვარე ციდან ჩამოვარდება, და ამ სუნიან,ვიწრო ქუჩებს ქარი დაუვლის, ეს ქარიც ალბათ იმ მთებიდან მონაბერია, ჩემნაირია,სულელი და ჩამოთრეული, ქარი ჩადგება,მერე ვიცი ჩემი ჯერია... (ერთ დროს ცოცხალი ვიყავი და ლეშად ვქცეულვარ.) ქარი გაქრება,მერე-ვიცი ჩემი ჯერია...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ცოტა პესიმისტურია ..
თუმცა, მომეწონა )) ცოტა პესიმისტურია ..
თუმცა, მომეწონა ))
3. სუსტი რითმებია,შინაარსობრივად ნორმალურია:) სუსტი რითმებია,შინაარსობრივად ნორმალურია:)
2. იმედი, იმედით ცოცხლობს კაცი! იმედი, იმედით ცოცხლობს კაცი!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|