 | ავტორი: ტიტე ჟანრი: პოეზია 17 აგვისტო, 2013 |
"Open your eyes, open your mind proud like a god don't pretend to be blind"
Guano Apes
როცა გაახელ, ფართოდ დახუჭულ თვალებს მზეო, მოისმინე ის, რაც აღარ უნდა მეთქვა, მაგრამ გადავიფიქრე. უსაფრთხოების ღვედებშეკრული, მკაცრი, სხეული რადიაქტიულ ნივთიერების, იცოდე, მე ვარ; სადაც ავების, ვარსკვლავების ირგვლივ ტრიალებს, მილიონობით დედამიწა. თვალს ნუ მარიდებ... გავიგონე ის, ხმა უტკბილესი, ხმა უსწრაფესი, და უდიდესი, ჩვენი უეცრად და ყველასათვის მოულოდნელი გამოღვიძების.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
27. ოო ამ ლექსში დიდი აზრი დევს) ოო ამ ლექსში დიდი აზრი დევს)
26.
სიკეთე შენ.. გმადლობ :)
სიკეთე შენ.. გმადლობ :)
25. საინტერესოა. კომენტარებიანად... ამის შესაფასებლად შემოვირბინე. სიკეთე ავტორს. საინტერესოა. კომენტარებიანად... ამის შესაფასებლად შემოვირბინე. სიკეთე ავტორს.
24. მუხა, "უსაფრთხოების ღვედებს" კი არ ვერჩი, პირიქით, დადებით კონტექსტში მოვიხსენიებ, რადიაქტიული ნივთიერების სხეულად რა წარმოგიდგენიათ? "ტედი" დათუნიას ფუმფულა სხეული? რათქმაუნდა არა. ეს არის ან გამდიდრებული ურანი, ან მისი ნაწარმი: ატომური ბომბი. და კიდევ კარგი, რომ ეს ატომური ბომბის სხეული ღვედებშეკრულია, რადგან ის თვით მზესაც ემუქრება თუკი აიშვა. (თუ დედამიწაზე არსებული ატომური ბომბდების არსენალი ის კი დაახლოებით 100 000_სამდე უნდა იყოს, ზუსტად არ ვიცი, "აიშვებს" ან მისი მეასედიც კი, დედამიწა მოწყდება დღეს არსებული ორბიტიდან და დაეჯახება ვენერას ან მარსს, ეს გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას და ცოტა ხანში მზეც არარ იარსებებს, ართუ მზე, არამედ მზის სისტემა მთლიანად).
კიდევ არის სხვა კითხვები? რაღაც ბუნდოვნად წერს ზოგ-ზოგიერთი, დაკონკრეტდით ადამიანებო, დაკონკრეტდით.
მუხა, "უსაფრთხოების ღვედებს" კი არ ვერჩი, პირიქით, დადებით კონტექსტში მოვიხსენიებ, რადიაქტიული ნივთიერების სხეულად რა წარმოგიდგენიათ? "ტედი" დათუნიას ფუმფულა სხეული? რათქმაუნდა არა. ეს არის ან გამდიდრებული ურანი, ან მისი ნაწარმი: ატომური ბომბი. და კიდევ კარგი, რომ ეს ატომური ბომბის სხეული ღვედებშეკრულია, რადგან ის თვით მზესაც ემუქრება თუკი აიშვა. (თუ დედამიწაზე არსებული ატომური ბომბდების არსენალი ის კი დაახლოებით 100 000_სამდე უნდა იყოს, ზუსტად არ ვიცი, "აიშვებს" ან მისი მეასედიც კი, დედამიწა მოწყდება დღეს არსებული ორბიტიდან და დაეჯახება ვენერას ან მარსს, ეს გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას და ცოტა ხანში მზეც არარ იარსებებს, ართუ მზე, არამედ მზის სისტემა მთლიანად).
კიდევ არის სხვა კითხვები? რაღაც ბუნდოვნად წერს ზოგ-ზოგიერთი, დაკონკრეტდით ადამიანებო, დაკონკრეტდით.
23. საქარტველო, რომ გამოიღვიძებს ამის იმედი გაქვს ჩვენც გვაიმედებ გასაგებია, მაგრამ ვერ გავიგე "უსაფრთხოების ღვედს" რას უწუნებ.
ილუსტრაციაში -ქალი ფეხმძიმე სიმბოლოა საქართველოსი.
" ბაზალეთისა ტბის ძირას ოქროს აკვანი არისიო" ამდაგვარი ლექსი იყო მგონი , ამ ილუსტრაციამ გამახსენა. საქარტველო, რომ გამოიღვიძებს ამის იმედი გაქვს ჩვენც გვაიმედებ გასაგებია, მაგრამ ვერ გავიგე "უსაფრთხოების ღვედს" რას უწუნებ.
ილუსტრაციაში -ქალი ფეხმძიმე სიმბოლოა საქართველოსი.
" ბაზალეთისა ტბის ძირას ოქროს აკვანი არისიო" ამდაგვარი ლექსი იყო მგონი , ამ ილუსტრაციამ გამახსენა.
22. ილუსტრაციებზე გამახსენდა.. იმდენ ჩანახატ–ილუსტრაციას უკეთებდა თავის ლექსებს გალაკტიონი... :) ილუსტრაციებზე გამახსენდა.. იმდენ ჩანახატ–ილუსტრაციას უკეთებდა თავის ლექსებს გალაკტიონი... :)
21. პილიგრიმ, დამასწრო ნეფერტარმა :)) გმადლობ დედოფალო, ზუსტად ის ავტორია მე რომ უნდა მომეყვანა მაგალითად, თუმცა ლექსი უფრო "ბედნიერი ერი" მინდოდა ყოფილიყო, მაგრამ "ჩემო კალამო"-ც არ არის ურიგო....
როდესაც ერს აკრიტიკებ, ამის მორალური უფლება უნდა გქონდეს.(ჩემი აზრით) ილიას ჰქონდა, ტყუილად არ შეურაცხავთ წმინდანად...
პილიგრიმ, დამასწრო ნეფერტარმა :)) გმადლობ დედოფალო, ზუსტად ის ავტორია მე რომ უნდა მომეყვანა მაგალითად, თუმცა ლექსი უფრო "ბედნიერი ერი" მინდოდა ყოფილიყო, მაგრამ "ჩემო კალამო"-ც არ არის ურიგო....
როდესაც ერს აკრიტიკებ, ამის მორალური უფლება უნდა გქონდეს.(ჩემი აზრით) ილიას ჰქონდა, ტყუილად არ შეურაცხავთ წმინდანად...
20. 18.--> https://encrypted-tbn2.gstatic.com/images?q=tbn:ANd9GcTGy0ntrUQP7Xb8SB4PEN57ckJolLfTE5MuBcVqBTrWaGgZMwu69w
ნეფერტარ აგყევი უბრალოდ, არავის დავსდევ. 18.--> https://encrypted-tbn2.gstatic.com/images?q=tbn:ANd9GcTGy0ntrUQP7Xb8SB4PEN57ckJolLfTE5MuBcVqBTrWaGgZMwu69w
ნეფერტარ აგყევი უბრალოდ, არავის დავსდევ.
19. პილიგრიმ, რა თქმა უნდა: "ჩემზე ამბობენ, ის სიავეს ქართვლისას ამბობს, ჩვენ ცუდს არ მალავს, ეს ხომ ცხადი სიძულვილია, ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს, ამ სიძულვილში რაოდენი სიყვარულია" . - ამის ავტორთან სამშობლოს სიყვარულში შეჯიბრება არ იქნება ადვილი საქმე. პილიგრიმ, რა თქმა უნდა: "ჩემზე ამბობენ, ის სიავეს ქართვლისას ამბობს, ჩვენ ცუდს არ მალავს, ეს ხომ ცხადი სიძულვილია, ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს, ამ სიძულვილში რაოდენი სიყვარულია" . - ამის ავტორთან სამშობლოს სიყვარულში შეჯიბრება არ იქნება ადვილი საქმე.
18. ასეთ ლექსებს როცა ვკითხულობ კითხვა მებადება, ვისთვის იწერება დღეს ლექსები? "უბრალო" მკითხველისთვის, თუ თავად პოეტებისთვის. დღეს ლექსში დაუსრულებელი სათქმელი ფასობს, რომ შემდეგ მკითხველმა შეავსოს საკუთარი ფანტაზიით? სურათებით და მუსიკით ლექსების შეფუთვას აქვს რაღაც ეფექტი, თუმცა მთავარია პროდუქტი და არა ბრჭყვიალა შესაფუთი მასალა. ასეთ ლექსებს როცა ვკითხულობ კითხვა მებადება, ვისთვის იწერება დღეს ლექსები? "უბრალო" მკითხველისთვის, თუ თავად პოეტებისთვის. დღეს ლექსში დაუსრულებელი სათქმელი ფასობს, რომ შემდეგ მკითხველმა შეავსოს საკუთარი ფანტაზიით? სურათებით და მუსიკით ლექსების შეფუთვას აქვს რაღაც ეფექტი, თუმცა მთავარია პროდუქტი და არა ბრჭყვიალა შესაფუთი მასალა.
17. ანუ ქართველი მოჩვენება - ბელგრადისთვის ან ბელგრადის ბელგრადელი - მოჩვენება საქართველოში? :)
"ყვარლის მოჩვენება", "ზესტაფონის მოჩვენება" - ეს ხომაა ევფონიურად გამართული ? - ეს ხუმრობით. თანაც ხომ მივაწერე რომ ვიორიგინალე და მაპატიეთ თქო, აუცილებალდ უნდა გამომკიდებოდი? :)
სხვის განცდილის განცდა და დანახვაა მოყვასის სიყვარული. ანუ ქართველი მოჩვენება - ბელგრადისთვის ან ბელგრადის ბელგრადელი - მოჩვენება საქართველოში? :)
"ყვარლის მოჩვენება", "ზესტაფონის მოჩვენება" - ეს ხომაა ევფონიურად გამართული ? - ეს ხუმრობით. თანაც ხომ მივაწერე რომ ვიორიგინალე და მაპატიეთ თქო, აუცილებალდ უნდა გამომკიდებოდი? :)
სხვის განცდილის განცდა და დანახვაა მოყვასის სიყვარული.
16. ,,ამ ლექსს რომ ერქვას "სამყარო" - ათელი იქნებოდა ჩემთვის. "
მაგაში 100%-ით გეთანხმები ნეფერტარ. უბრალოდ ის ვერ გავიგე რა შუაში იყო საქართველო ლექსის შინაარსთან და დავიბენი...
დავით, შენი განცდებიც გასაგებია, მაგრამ კრიტიკულ ნაწერში არ იგრძნობა ხოლმე სამშობლოს სიყვარული ისე? ,,ამ ლექსს რომ ერქვას "სამყარო" - ათელი იქნებოდა ჩემთვის. "
მაგაში 100%-ით გეთანხმები ნეფერტარ. უბრალოდ ის ვერ გავიგე რა შუაში იყო საქართველო ლექსის შინაარსთან და დავიბენი...
დავით, შენი განცდებიც გასაგებია, მაგრამ კრიტიკულ ნაწერში არ იგრძნობა ხოლმე სამშობლოს სიყვარული ისე?
15. ჰო თან წამძღვარებაც საკაიფო აქვს, გასაგებს ხდის, კაროჩე მე ორი თემა დავინახე ერთ ლექსში და მევასება დალშე არ ვიცი ჰო თან წამძღვარებაც საკაიფო აქვს, გასაგებს ხდის, კაროჩე მე ორი თემა დავინახე ერთ ლექსში და მევასება დალშე არ ვიცი
14. მე და ტიტეს გვიყვარს კოსმოსიიიიიი. ასეა ეს და არა სხვანაირად. მე და ტიტეს გვიყვარს კოსმოსიიიიიი. ასეა ეს და არა სხვანაირად.
13. რა ჯობია ჩემო დავით მაგას და ის რომ სხვისი განცდილი კი არ განიცადო შენით გახვიდე და დაინახო ყველაფერი, შენი თვალით, ისეთივე რეალურად როგორიც შენ ხარ.
ხელოვნება გონიერი საზრდოს წყარო უნდა იყოს, სულიერი საზრდო კიდევ ყველაფრისგან უნდა მიიღოს ადამიანმა, მაგრამ არათემატურია ახლა ეს და არ გვინდა ან არ მინდა ან როგორც შენ იტყვი
ნეფერტარ "ზესტაფონელი მოჩვენება" და "ყვარლელი მოჩვენება" არ არის ევფონიურად ისე გამართული როგორც "ბელგრადის მოჩვენება" რა ჯობია ჩემო დავით მაგას და ის რომ სხვისი განცდილი კი არ განიცადო შენით გახვიდე და დაინახო ყველაფერი, შენი თვალით, ისეთივე რეალურად როგორიც შენ ხარ.
ხელოვნება გონიერი საზრდოს წყარო უნდა იყოს, სულიერი საზრდო კიდევ ყველაფრისგან უნდა მიიღოს ადამიანმა, მაგრამ არათემატურია ახლა ეს და არ გვინდა ან არ მინდა ან როგორც შენ იტყვი
ნეფერტარ "ზესტაფონელი მოჩვენება" და "ყვარლელი მოჩვენება" არ არის ევფონიურად ისე გამართული როგორც "ბელგრადის მოჩვენება"
12. ამ ლექსს რომ ერქვას "სამყარო" - ათელი იქნებოდა ჩემთვის. ვერც ორსულ ქალს ვხედავ ლექსში. ჩვეულებრივი გონიერი ადამიანი ვარ IQ ტესტით. ორიგინალური ხედვაა შეიძლება, - მაგრამ ბელგრადის მოჩვენებამ ხომ გაიგო კარგად. რას იზამ , მხოლოდ ერთი მოჩვენება გვყავს და ისიც ბელგრადელი. ქართველი მოჩვენება მინდა! ზესტაფონელი ან ყვარლელი!
ახლა მეც ვიორიგინალე და მაპატიეთ თუ შეიძლება...:) ამ ლექსს რომ ერქვას "სამყარო" - ათელი იქნებოდა ჩემთვის. ვერც ორსულ ქალს ვხედავ ლექსში. ჩვეულებრივი გონიერი ადამიანი ვარ IQ ტესტით. ორიგინალური ხედვაა შეიძლება, - მაგრამ ბელგრადის მოჩვენებამ ხომ გაიგო კარგად. რას იზამ , მხოლოდ ერთი მოჩვენება გვყავს და ისიც ბელგრადელი. ქართველი მოჩვენება მინდა! ზესტაფონელი ან ყვარლელი!
ახლა მეც ვიორიგინალე და მაპატიეთ თუ შეიძლება...:)
11. რაც შეეხება "მჯიღს" :))
ტიციანის "მაშ გამარჯვება" ეს ის ლექსია, რომელიც, ყოველი კითხვისას, უფრო მეტად მაყვარებს საქართველოს, ვიდრე მიყვარს :)) ასეთი განცდა მეუფლება, ლადოს ლექსებზეც... ვაჟას "ბაკური" "ბახტრიონი" .... და სხვა მრავალი ლექსი თუ პოემა, რომლებიც პატრიოტულ თემატიკაზეა და ჟრუანტელი მივლის მათი კითხვისას.
მე ვფიქრობ, ხელოვნება სულიერი საზრდოს წყარო უნდა იყოს, განსაკუთრებით პოეზია და რა სჯობს ლექსს, რომლის კითხვისას ცრემლები გაწვიმდებიან, სამშობლოს სიყვარული გაგიასკეცდება და გულზე დაგებეჭდება ყოველი ბწკარი. რაც შეეხება "მჯიღს" :))
ტიციანის "მაშ გამარჯვება" ეს ის ლექსია, რომელიც, ყოველი კითხვისას, უფრო მეტად მაყვარებს საქართველოს, ვიდრე მიყვარს :)) ასეთი განცდა მეუფლება, ლადოს ლექსებზეც... ვაჟას "ბაკური" "ბახტრიონი" .... და სხვა მრავალი ლექსი თუ პოემა, რომლებიც პატრიოტულ თემატიკაზეა და ჟრუანტელი მივლის მათი კითხვისას.
მე ვფიქრობ, ხელოვნება სულიერი საზრდოს წყარო უნდა იყოს, განსაკუთრებით პოეზია და რა სჯობს ლექსს, რომლის კითხვისას ცრემლები გაწვიმდებიან, სამშობლოს სიყვარული გაგიასკეცდება და გულზე დაგებეჭდება ყოველი ბწკარი.
10. ვისაც უნდა დავენაძლევები, რომ ვაჩვენოთ ეს ლექსი ათ უჭკვიანეს ადამიანს და თუ ერთი მაინც ახსენებს ფეხმძიმე ქალს, ან რაღაც მსგავსს, წაკითხვის შემდეგ, ვაღიარებ რომ მე ვყოფილვარ ამქვეყნად ყველაზე ცუდი მკითხველი...:) ვისაც უნდა დავენაძლევები, რომ ვაჩვენოთ ეს ლექსი ათ უჭკვიანეს ადამიანს და თუ ერთი მაინც ახსენებს ფეხმძიმე ქალს, ან რაღაც მსგავსს, წაკითხვის შემდეგ, ვაღიარებ რომ მე ვყოფილვარ ამქვეყნად ყველაზე ცუდი მკითხველი...:)
9. :D არა, არ გამჩენია ეჭვი :)))
რა ხდება იცი, მე ილუსტრაციებს არ ვუყურებ, არც დადებულ სიმღერას ან ავტორის ხმას არ ვუსმენ. ვკითხულბ ისე, თითქოს წიგნში... ასე უკეთესად აღვიქვამ ნაწერს.
რაც შეეხება ილუსტრაციას, უფრო გასაგებს ხდის ლექს, გეთანხმები ამაში. მაგრამ, მაინც ვერ მოვიწონე ეს "უსაფრთხოების ღვედებშეკრული" და "რადიოაქტიური" ნათქვამი, .... "რაც აღარ უნდა მეთქვა, მაგრამ გადავიფიქრე." ეს ჩემი შეხედულებაა მხოლოდ. :D არა, არ გამჩენია ეჭვი :)))
რა ხდება იცი, მე ილუსტრაციებს არ ვუყურებ, არც დადებულ სიმღერას ან ავტორის ხმას არ ვუსმენ. ვკითხულბ ისე, თითქოს წიგნში... ასე უკეთესად აღვიქვამ ნაწერს.
რაც შეეხება ილუსტრაციას, უფრო გასაგებს ხდის ლექს, გეთანხმები ამაში. მაგრამ, მაინც ვერ მოვიწონე ეს "უსაფრთხოების ღვედებშეკრული" და "რადიოაქტიური" ნათქვამი, .... "რაც აღარ უნდა მეთქვა, მაგრამ გადავიფიქრე." ეს ჩემი შეხედულებაა მხოლოდ.
8. ილუსტრაცია ამ ლექსს იმიტომ აქვს რომ გაგიადვილოთ დასკვნების გამოტანა, თუ საერთოდ ფიქრობთ ხოლმე ლექსის წაკითხვის შემდეგ და ცუდი ამაში არაფერია, ჩემი აზრით რაღა თქმა უნდა! ილუსტრაცია ამ ლექსს იმიტომ აქვს რომ გაგიადვილოთ დასკვნების გამოტანა, თუ საერთოდ ფიქრობთ ხოლმე ლექსის წაკითხვის შემდეგ და ცუდი ამაში არაფერია, ჩემი აზრით რაღა თქმა უნდა!
7. ბელგრადის მოჩვენებავ, გეთანხმები იმაში რომ არაა სავალდებულო, მჯიღის რტყმა და აღმატებით ხარისხში ისაუბრო სამშობლოზე, მაგრამ ლექსს მისი იდეის აღსაქმელად ილუსტრაციების დართვაც არ უნდა სჭირდებოდეს... ჩემის აზრით რაღა თქმა უნდა! ბელგრადის მოჩვენებავ, გეთანხმები იმაში რომ არაა სავალდებულო, მჯიღის რტყმა და აღმატებით ხარისხში ისაუბრო სამშობლოზე, მაგრამ ლექსს მისი იდეის აღსაქმელად ილუსტრაციების დართვაც არ უნდა სჭირდებოდეს... ჩემის აზრით რაღა თქმა უნდა!
6. მისტიციზმის ზე გამოვლინება ხარ შენ ..
რა ვერ გაიგეთ ?
ან მე ვარ ამ ტიპივით დარტყმული ? :)) მისტიციზმის ზე გამოვლინება ხარ შენ ..
რა ვერ გაიგეთ ?
ან მე ვარ ამ ტიპივით დარტყმული ? :))
5. დავით საფუძვლიანი ეჭვი გაგიჩნდება რომ დაგსდევ :დ მაგრამ ეგრე არ არის, ვფიცავ უბრალოდ ილუსტრაციას რომ ნახავ იქიდან ჩანს რომელი ხმაზეა საუბარი, ჩემი აზრით. მომავალი ადამიანები, ახალი ტალღაა გამოღვიძების, საქართველოსაც ეგ ჭირდება, მემგონი ახლოს ვარ იდეასთან. რახან საქართველო ქვია აუცილებელია ზეპატრიოტული და აღმატებით ხარისხში მჯიღის რტყმა ერიოს შიგნით? ისეთი ლექსია რა, სულით რომ იგრძნობ და გამოძიება არ გინდება, ჩემთვის რათქმაუნდა დავით საფუძვლიანი ეჭვი გაგიჩნდება რომ დაგსდევ :დ მაგრამ ეგრე არ არის, ვფიცავ უბრალოდ ილუსტრაციას რომ ნახავ იქიდან ჩანს რომელი ხმაზეა საუბარი, ჩემი აზრით. მომავალი ადამიანები, ახალი ტალღაა გამოღვიძების, საქართველოსაც ეგ ჭირდება, მემგონი ახლოს ვარ იდეასთან. რახან საქართველო ქვია აუცილებელია ზეპატრიოტული და აღმატებით ხარისხში მჯიღის რტყმა ერიოს შიგნით? ისეთი ლექსია რა, სულით რომ იგრძნობ და გამოძიება არ გინდება, ჩემთვის რათქმაუნდა
4. "მხოლოდ სათაურს და ბოლო ოთხ სტრიქონს ვაკავშირებ ერთმანეთს...." მეტად "სომხურად" გამომივიდა :/
my fault :)) "მხოლოდ სათაურს და ბოლო ოთხ სტრიქონს ვაკავშირებ ერთმანეთს...." მეტად "სომხურად" გამომივიდა :/
my fault :))
3. არ ვიცი რა, ვერ გავიგე და მეძახეთ ახლა გაუნათლებელი, თანამედროვე პოეზიას ჩამორჩენილი მკითხველი.
მხოლოდ სათაურს და ბოლო ოთხ სტრიქონს ვაკავშირებ ერთმანეთს....
ზოგადად ასე მწამს, სამშობლოზე ლექსი უნდა აღაფრთოვანებდეს, პატრიოტიზმის მუხტით უნა აღავსებდეს მკითხველს, როგორც ტიციანის, "მაშ გამარჯვება" ან ლადოს "სალაღობო" აქ კი, ტვინს ვიჭყლეტ, იქნებ რაიმე აზრი გამოვიტანო მეთქი, იმის მაგივრად, რომ აღმაფრენას ვეზიარო.
სიკეთე ავტორო და ნუ მიწყენთ კომენტარს. არ ვიცი რა, ვერ გავიგე და მეძახეთ ახლა გაუნათლებელი, თანამედროვე პოეზიას ჩამორჩენილი მკითხველი.
მხოლოდ სათაურს და ბოლო ოთხ სტრიქონს ვაკავშირებ ერთმანეთს....
ზოგადად ასე მწამს, სამშობლოზე ლექსი უნდა აღაფრთოვანებდეს, პატრიოტიზმის მუხტით უნა აღავსებდეს მკითხველს, როგორც ტიციანის, "მაშ გამარჯვება" ან ლადოს "სალაღობო" აქ კი, ტვინს ვიჭყლეტ, იქნებ რაიმე აზრი გამოვიტანო მეთქი, იმის მაგივრად, რომ აღმაფრენას ვეზიარო.
სიკეთე ავტორო და ნუ მიწყენთ კომენტარს.
2. მე ვერ გავიგე მთლად კარგად, მაგრამ ოპტიმისტური ფინალი რომაა, ამას კი მივხვდი ;)
უდიდესი გამოღვიძების მოლოდინში... :)
"ავი ვარსკვლავებიც" არ იყო ურიგო. მე ვერ გავიგე მთლად კარგად, მაგრამ ოპტიმისტური ფინალი რომაა, ამას კი მივხვდი ;)
უდიდესი გამოღვიძების მოლოდინში... :)
"ავი ვარსკვლავებიც" არ იყო ურიგო.
1. გავიგე და მომეწონა, რაც კაი იდება ამ საიტზე, კომენტარები არ აქვს, სამაგიეროდ უამრავი კომენტარი აქვთ იმათ, ვისაც წერა ყველაზე ნაკლებად გამოდის... :D + გავიგე და მომეწონა, რაც კაი იდება ამ საიტზე, კომენტარები არ აქვს, სამაგიეროდ უამრავი კომენტარი აქვთ იმათ, ვისაც წერა ყველაზე ნაკლებად გამოდის... :D +
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|