 | ავტორი: ბენ-ჰური ჟანრი: პოეზია 19 აგვისტო, 2013 |
სახელს ვეძებდი, მსურდა დიდება, ბევრს მივაღწიე, მწვერვალზეც მოვხვდი, მაგრამ წამიღო ჟამთა დინებამ და როგორც ყველა, ერთ დღეს - მეც მოვკვდი.
დიდების გზაზე რაც ჩავიდინე, მისთვის პასუხი იმ ქვეყნად ვაგე, უგნურს ომი რომ ჩემი მეგონა, თურმე მთავარი ბრძოლა წავაგე.
ძალაუფლება ამქვეყნიური სულის საცდური მახე ყოფილა, ამპარტავნებამ დაუსრულებელ ტანჯვაში თავი გამაყოფინა.
ვნახე მართალთა სამკვიდრებელი, სანამ ქვესკნელში გამამწესებდნენ, ვიხილე ღმერთის მადიდებელნი - ქრისტესათვის რომ სიკვდილს ეძებდნენ.
დავწყევლე თავი– დაუდევარი, ნებსით რომ გავხდი ეშმაკის კერძი, სულს ვეღარ ვშველი, მაგრამ ნუგეშად აჰა მომავალს ჩემი ანდერძი:
"იდექით მტკიცედ და შეურყევლად, მარად იცავდეთ რწმენას კბილებით, ვერ შეგაცდინოთ ბოროტმა სულმა ვერც ძალადობით, ვერც ტყუილებით.
უხვად გასცემდეთ ღვთისგან ნაბოძებს, გაცემა გგვრიდეთ სიამოვნებას, არ დაგავიწყდეთ, გახსოვდეთ, უფალს მსხვერპლი კი არა, წყალობა ნებავს!
გძულდეთ ამ ქვეყნის შვება-სიამე არ გიზიდავდეთ სხვისი სიმდიდრე, რათა არ გახდეთ ვნებების მონა და არ დაჰკარგოთ სულის სიმშვიდე.
მცველად გემოსოთ მადლის ჯავშანი, სცადეთ ცოდვილი ფერი იცვალოთ, გიყვარდეთ ღმერთი და ერთმანეთი, რომ კი არ მოკვდეთ, გარდაიცვალოთ".
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. საინტერესო ანდერძია, მაგრამ ჯერ ადრეა. ;) საინტერესო ანდერძია, მაგრამ ჯერ ადრეა. ;)
4. კარგად გაქვს გადმოცემული. აზრიანად და გამართულად.
მთავარია, თუ მოგისმენს ვინმე :))
კარგად გაქვს გადმოცემული. აზრიანად და გამართულად.
მთავარია, თუ მოგისმენს ვინმე :))
3. სათაურმა აღმაფრთოვანა:) სულ სხვანაირ შინაარს ველოდი :)) კარგია <33 ღმერთი შენსკენ :))უფალი გფარავდეს ..................... თ.ბაკურიძე სათაურმა აღმაფრთოვანა:) სულ სხვანაირ შინაარს ველოდი :)) კარგია <33 ღმერთი შენსკენ :))უფალი გფარავდეს ..................... თ.ბაკურიძე
2. მცველად გემოსოთ მადლის ჯავშანი, სცადეთ ცოდვილი ფერი იცვალოთ, გიყვარდეთ ღმერთი და ერთმანეთი, რომ კი არ მოკვდეთ, გარდაიცვალოთ".++
ასევე გილოცავთ! მცველად გემოსოთ მადლის ჯავშანი, სცადეთ ცოდვილი ფერი იცვალოთ, გიყვარდეთ ღმერთი და ერთმანეთი, რომ კი არ მოკვდეთ, გარდაიცვალოთ".++
ასევე გილოცავთ!
1. ფერისცვალებას გილოცავთ! :) ფერისცვალებას გილოცავთ! :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|