ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პილი-გრიმი
ჟანრი: იუმორისტული
29 აგვისტო, 2013


მეტისმეტად ალეგორიული ლექსი

უსიტყვოდ,
          უხმოდ
                  და თუმცა ცხარედ
ბუზანკალები ებრძვიან ხარებს
მენახირეს კი ცისკენ აქვს თვალი,
რომ გამოიცნოს ამინდი ხვალის...

სოფლელი ქალი (ყვრიმალზე ხალით
(იმ მწყემსის დედის პირველი რძალი))
მოდის არყით და პურით და ,,სალით”
რომ დააპუროს თავისი ქმარი...

სოფლად კი ქალი ისე ცოტაა,
მისი ,,მოცდენა" მართლაც ცოდვაა...
და სანამ ჭამდა ის მენახირე,
დოსტებმა ქალი გაინაპირეს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები