ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
1 სექტემბერი, 2013


სამძიმარი


ბაღის ენაზე "შემოდგომა" არის სახადი,
რომელსაც უკვე - ვეღარ შველის
წვიმის გადასხმა.
წევს თვალყვითელა ოქტომბერი - მონეს ნახატი,
რომელსაც მალე
ხმელ ჩარჩოში ჩაასვენებენ...
მე კი ვიჯდები ხის ქვეშ, მერხზე
და დახრილ მხრებზე,
თანაგრძნობით შემეხება ბოლო ფოთოლი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები