...
შენ არასდროს გეშინოდა სიბნელის... მაშინაც კი, როცა შენს სხეულს ბავშვობა შემოახიეს, იმედგადაწურული თითებით ცდილობდი თვალების დამალვას, რათა აღარ დაგენახა საკუთარ ლეშში დამწყვდეული არსებები, რომლებსაც ადამიანებს ეძახდნენ ...
შენ ყოველთვის შეგეძლო ფრთების გაშლა ტკივილგამოცლილი წარსულიდან - ღრუბლებში ჩამარხულ მომავლამდე, მაგრამ არასოდეს გაფრენილხარ... სწორედ ამიტომ , როდესაც სხვები სილურჯის სანახავად მაღლა იხედებოდნენ, შენ, შენს ფეხებ-ქვეშ დაფენილ ზეცას უყურებდი...
შენ არასოდეს გივლია თვალებგახელილს, ალბათ გაცილებით მარტივია ცხოვრება გარდამავალ ზღვართან , როდესაც იცი, რომ ოდესმე აღარაფერი დარჩება შენგან , ძვლებში გამომწყვდეული სულის გარდა ...
და სწორედ მაშინ, როდესაც შენს სხეულში გაჟღენთილ სიბნელეს მიეჩვიე - წახვედი ...
...
მე ყოველთვის მეშინოდა სიბნელის, მაშინაც კი , როდესაც ჩვენს წარსულს ბავშვობა შემოახიეს გაყინული თვალებით ვუყურებდი ლეშისმჭამელ არსებებს, რომლებსაც ადამიანებს ეძახდნენ ...
მე არასოდეს შემეძლო ფრთების გაშლა , რადგან ვიცოდი,რომ რაც უფრო უახლოვდები ზეცას, მით უფრო გეცლება მიწა, რომელიც უკვე აღარ გიყურებს ... მე აუცილებლად გავფრინდებოდი ...
მაგრამ ახლა, როცა სილურჯის სანახავად ქვემოდ ვიყურები, ვხვდები თუ რას გრძნობდი მაშინ...
(მარტივია აირჩიო ორი უკიდურესობიდან ერთ-ერთი, როდესაც იცი, რომ ორივეს ერთი დასასრული აქვს ...)
მე ვერასოდეს შევეჩვევი სიბნელეს, ვერც ჩემს ძვლებში გამომწყდეულ სულს დავტოვებ... მაგრამ წამოვალ... წამოვალ, რომ ერთხელ მაინც ჩაგხედო თვალებში, და გითხრა -
"გვირაბის ბოლოს სინათლეა " ! ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. დაე, სულ სინათლე ჩანდეს გვირაბის ბოლოს. დაე, სულ სინათლე ჩანდეს გვირაბის ბოლოს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|