ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2013


რამდენი იდეა...

რამდენი ლექსისთვის რამდენი იდეა
განხორციელდა და რამდენი კიდეა -
ვინ დათვლის?!.
სარითმო წყვილების მეჯლისი,
როგორც ორი მხარე იმ ერთი მედლისა,

რომელიც დაჰკიდეს უთავო კისერზე
იმ კაცის, რომელიც ფიქრობდა მის ერზე,
ფიქრობდა გუშინ და ფიქრობდა ხვალისას,
მაგრამ დღეს ჯალათმა ნაჯახი ალესა...

დასახუჭ თვალებზე შერჩენილ სათქმელში
სჩანს გამოუცდელი, ჯერ, ფიქრი საქმეში.
არადა ლექსისთვის რამდენი იდეა
განხორციელდა და რამდენი კიდეა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები