ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელუჩი
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2013


ზღვა ხარო მითხრეს

ზღვას ჰგავხარ მითხრეს
და გამაკვირვეს,
ვიღაც მიჰყვება ჩემი ცხოვრების
უცხო ნაპირებს,
სევდიან ტალღებს..
ვიღაც შემოდის წყალში უხმოდ
და ფიქრებს ამღვრევს..
ზღვას ჰგავხარ მითხრეს,
ჰორიზონტზე კი მზე გაჩნდა იმ დღეს!
და თუ მე ზღვა ვარ,
მაშინ მთვარე ღამეებს მითევს
და რატომ ვღელავ ვერაფრით იგებს..
მითხრეს ზღვა ხარო..
მე მისთვის ზღვა ვარ,
ის კიდევ ჩემთვის - მთელი სამყარო.
ზღვას რითი ვგავარ ?
ასეთი რა ვარ?
არ შემიძლია თავი დავხარო
და რაც კი გულში სათქმელი მაქვს
სადმე დავღვარო.
მითხრეს ზღვა ხარო..
ზღვა - უცნაური მშვიდი და ვრცელი,
როგორიც შენი თვალებიო -
ყველაფრისმთქმელი..
ის უსმენს ზღვის ხმას,
მე კი მისი დუმილიც მიყვარს
და მისგან მხოლოდ ზღვის ხმაურის
სიყვარულს ველი..
ზღვას ჰგავხარ მითხრეს
და მოემატათ ტალღებს ხმაური.
მე ისევ ზღვა ვარ,
ის კიდევ გახდა დღეს მეზღვაური..
ასეთი რა ვარ,
რომ ღამეებს მთვარესთან ერთად ისიც კი მითევს..
ზღვა ხარო მითხრეს
და ჰორიზონტზე მზე გაჩნდა იმ დღეს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს