 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 22 სექტემბერი, 2013 |
ცა იცვლის ფერებს,გაბზარა სარკე, ცის შავი სარკე გაბზარა სხივმა, ჰაერში უცხო საკმეველს აკმევს, სანამ მიწამდე მოაღწევს წვიმა,
დამტვერილ ქუჩებს,უხალხო ქუჩებს, ღამენათევი ლოთივით სერავს, (ამ პლანეტაზე სუყველას უჭირს, მოკვდა ფორტუნაც და ბედისწერაც...)
უბრალოდ დილა ირეცხავს წვიმით, ღამის სიგიჟით შელახულ სახეს, მყრალ მდინარეზე ირწევა ტივი და თითქოს ღმერთიც ახლაღა ახელს
თვალებს,რომელიც დახუჭა გუშინ, რომელსაც ხუჭავს ყოველ საღამოს. რადგან ლოცვებთ,ყალბით და ფუჭით, თვით ყოვლისშემძლე ღმერთიც დავღალეთ...
ვადამიანობთ,ჩვენი რა მიდის?! ნიღბების მწკრივი ამძიმებს თაროს. ვაშენებთ ახალ სემირამიდებს... და ერთმანეთის დაცინვით ვხარობთ.
ცა იცვლის ფერებს,გაბზარა სარკე, ცის შავი სარკე გაბზარა სხივმა, ჰაერში უცხო საკმეველს აკმევს, სანამ მიწამდე მოაღწევს წვიმა...
ღმერთი ლოცულობს... ალიონია...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
5. ვადამიანობთ,ჩვენი რა მიდის?! ნიღბების მწკრივი ამძიმებს თაროს. :(
++ ვადამიანობთ,ჩვენი რა მიდის?! ნიღბების მწკრივი ამძიმებს თაროს. :(
++
2. ღმერთი ლოცულობს... ალიონია...
აქ ყოველთვის მხვდება რაღაც ისეთი.....რაც ხშირად მაბრუნებს შენთან.. საუკეთესო სურვილებით ღმერთი ლოცულობს... ალიონია...
აქ ყოველთვის მხვდება რაღაც ისეთი.....რაც ხშირად მაბრუნებს შენთან.. საუკეთესო სურვილებით
1. კარგი ხარ ლიპო. კარგი ხარ ლიპო.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|