| ავტორი: რომანოზი ჟანრი: პროზა 27 სექტემბერი, 2013 |
* * * კიევში მოუწია ექვსსაათისამა გააჯდომამ, მანამდე სტამბულიდან უკვე ფრენით დაღლილ მარკუსს და პლუს კიდევ ერთი საათით დაიგვიანა ფრენამ, ვილნიუსში არავინ დახვედრია და გაუმართავი მიკროავტობუსით, სადაც დაუნდობლად ჟღერდა რუსული პოპ-კულტურის რიგითი ნაწარმი უკვე ერთ საათში კაუნასის სობოროსთან სიახლოვეში აღმოჩნდა. სობორო რუსული ტაძარი ეგონა მანამდე ნანახი ფოტოებიდან და სახელიდან გამომდინარე, რაც დედის მხრიდან მის წარმომავლობას ცოტა მოეწონა კიდეც, მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნული მსგავსება იყო. ინგლისური საშუალოზე უკეთ იცოდა და ის მხოლოდ ახალგაზრდა ხალხთან ურთიერთობისთვის გამოადგა, ხოლო ისევ დედის მხრიდან მისი წარმომავლობა დაეხმარა ტაქსის მძღოლებთან გზის გასაგებად საურთიერთოდ, რადგან უფროსი თაობა ჟერ კიდევ საბჭოთა კავშირში იყო გაზრდილი და დავიწყებისთვის გამეტებული საბჭოთა წარსულის დანატოვარი რუსული ენა მათთვის გასაგები, თუმცა არასასურველი იყო. მარკუსს დედა ყავდა რუსი და ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ არასდროს ყოფილა ამ ქვეყანაში შინაგანი გარკვეული სოლიდარობა ქონდა მათ მიმართ და ენაც ნორმალურად ესმოდა. მიუხედავად სასაუბროდ ოჯახში გერმანული ენის დომინანტობისა, დედა ყოველთვის ცდილობდა შვილისთვის საკუთარი ენა ესწავლებინა და ამით ერის წინაშე თავს ვალმოხდილად თვლიდა, ან უბრალოდ სურდა თავისთვის მძიმე მომენტებში ყოლოდა ვინმე, ვისთანაც ყველაზე ახლობელ ენაზე თუნდაც ორი სიტყვის თქმას შეძლებდა. მხოლოდ ცამეტი წელი იცხოვრა მშობლიურ ნოვგოროდში და მამის დისიდენტობასა და პატიმრობებს ოჯახი ჯერ საფრანგეთში გაექცა, შემდეგ საცხოვრებლად ვენაში გადავიდა, სადაც მარკუსის მამა გაიცნო და უჩვეულოდ ადრეულ ასაკში დაქონრწინდნენ. პირველ შვილს სლავური ნატალია კი დაარქვეს, მაგრამ სანატრელ ვაჟს უკვე გერმანიაში გავრცელებული მარკუსი. ეს სახელი დიდ დისკომფორტს უქმნიდა მარკუსს ბავშვობიდან, რადგან მის კლასში ოთხი მარკუსი იყო და ამ სახელის ყოველ დაძახებაზე ოთხვივე იხედებოდა, ცხოვრება უფრო იტალიაში ერთწლიანი გადაცხოვრების შემდეგ შეუმსუბუქდა, როდესაც იქ მისი სახელი ადაფტირებული ფორმფით რეფორმირდა და მარკოთი მიმართავდნენ. ეს სახელი როგორც მეტსახელი ისე შერჩა და საკმაოდ კონსერტვარორი მამაც კი გარკვეული დროის შემდეგ მარკოს ეძახდა ამიტომ სწორედ ამ სახელით გაეცნო პატარა ჰოსტელის თანამშრომელ ვიქტორასს, რომელმაც მეტად თავაზიანად უჩვენა მეპატრონის მიერ საკმაოდ მყუდრო ჰოსტელად ამუშავებული სამოთახიანი ბინა რომელიც როგორც წესი ახლაგაზრდებს სტუმრობდა. თან სიხარულს ვერ მალავდა იმ ფაქტის გამო, რომ გერმანიიდან ჩამოსული მხატვარი თუნდაც ერთი ღამით, მაგრამ სწორედ მათთან გაჩერდა და წასვლის წინ სამზარეოლოს კედელზე გერმანიის დროშის დახატვის პირობა ჩამოართვა, რადგან მათი ტრადიციის მიხედვით სამზარეულოს კედელზე ყოველი უცხოელი სტუმარი საკუთარი ქვეყნის დროშას ხატავდა და ეს უკვე მეორე იქნებოდა მხატვრის მიერ დახატული. ეს ის მომენტია, როდესაც შხაპში სამშობლოს გაცვლი და იქედან გამოსული რაღაც ახალი შეგრძნებით სავსე ახალი სტიმულით უყურებ საკუთარ, უკვე სუფთა, შიშველ ფეხებს და ბარგის დაბინავების მერე დაუოკებელი სურვილი, რომ ძლივსდასრულებული მგზავრობით გადაღლილი სხეული გაკრახმალებულ ლოგინში მოგეთავსებინა სადღაც ქრება. და აბსოლუტურად უცხო ქალაქში გადის. პირველი თხუტმეტი წუთი მხოლოდ წინ სვლას კარნახობდა და უკვე უზურგჩანთოდ გარემოც კი ემსუბუქა. ეს არ იყო ზღვისპირა, საკურირტო ქალაქი, თუმცა რაღაცით კი მოგაგონებდა. ჩრდილოეთის, მზესდანატრებული ხალხი ცხელი დღის მანძილზე მოშიშვლებული დადიოდა და არ მალავდა უნატიფეს სხეულის ფორმებს, საღამოს კი ყოველი კაფე და ტერასა სავსე იყო ფეხით სავალ ქუჩაზე. ძველი შენობები, რიგად ჩაწყობილი სკულპტურები, ადგილ-ადგილ ალკოჰოლმორეული ახალგაზრდების ოდნავ ხმაური, ხოლო კაფეების ტერასებიდან გადმოლაგებული სწორი, გრძელი და თეთრი ფეხები. მენიუს გადახედა. უამრავი გერმანული და ჩეხური ლუდი. და მოითხოვა ადგილობრივი, აღმოჩნდა ოდნავ იაფი და გულის სიღრმეში გაეხარდა. გაეხარდა არა თანხის დაზოგვა უბრალოდ რომ გერმანული ლუდი უფრო ძვირი იყო და დაუცადა მიმტანს იმედით, რომ ვერ იქნებოდა აქაური ლუდი „ისეთი“, მაგრამ ლუდი, ეს არავისთვის და არც ერთ დიდ სუპერ მარკეტისთვის ცნობილი დასახელება, რომელიც აუცილებლად „ტას“ ბოლოსართით სრულდებოდა, ბევრად აღემატებოდა საშუალო გერმანულ და ჩეხურ ლუდებსაც, კათხის გამოცლის მერე გამოცდა განაგრძო და ახლა უკვე გაუფილლტრავი მოითხოვა, ამ მოთხოვნის პასუხად იყო კითხვა „მუქი, თუ ღია“ და უფრო გაართულა გამოცდა პასუხით „მუქი !“ გამოცდა ახლა უფრო მაღალ ხარისხზე ჩაბარდა და თან მისი გაოცება კათხის დიზაინმაც გამოიწვია. ორი კათხის მერე, თან მთელი დღე მგზავრობის შემდეგ ტერასებზე გადმოლაგებული თეთრი ქვედა კიდურები უფრო გრძელი და უფრო სწორი ეჩვენა. შემდეგ ნამუსშეწუხებულმა მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა კლარას, რომ ძაან დაღლილია და უკვე იძინებს, მერე ერთი მოყუდებით გამოცალა მუქი, ლიტვური ლუდით უკვე ნახევრამდე დაცლილი კათხა, უსასრულოდ ელოდა ჯერ ანგარიშს, შემდეგ ხურდას და გაუყვა ჰოსტელის გზას. გზაზე ვიქტორასი შეხვდა, რომელსაც სამუშაო დღე დაესრულებინა და უთხრა, რომ ახლა გასართობად მიდის და დილას შეხვდებიან. დაღლილობისა და ლუდის დოზირების მიუხედავად დაძინება მაინც გაუჭირდა. სულ ასეა უცხო გარემოში, მეზობელ საწოლში მყოფი კი გაუთავებლად აწყაპუნებდა კლავიატურას. დილა ცოტა გვიან დადგა, გაღვიძებიდან ადგომამდე დრო ფიქრებმა გაწელა. კარვის დაკეცვას დაელოდა და მერე ადგა. უკვე შუა დღე იყო როდესაც გასვლა და ქალაქში გასეირნება დააპირა, რადგან შეხვედრა უფრო საღამოსკენ ქონდა დანიშნული არსად ჩქარობდა და მიზეზად შეპირებული დროშის დახატვა გაიხსენა, დაუხატა ურუგვაისა და მექსიკის დროშებს შორის დარჩენილ მცირე ზომის სითეთრეზე და პროფესია რომ გამოეჩინა, რაც საკმაოდ რთულია სამი ზოლის მეშვეობით, დროშას სიმუქეებით აფრიალებულის ეფექტი მისცა, თან ცოტა მატრაკვეცულადაც, რადგან თვალის კუთხით დალანდა ვიქტორასის მოხიბლული მზერა. ზურგჩანთა დღეს უფრო მძიმე იყო თითქოს, მთელი ალეია გადაჭრა და ვილნიუსის ქუჩას მიადგა შემოვლითი გზებით, მაგრამ მაინც მივიდა დანიშნულ ადგილას რატუშას მოედანზე, რაც საკმაოდ ახლო უნდა ყოფილიყო, რომ არა კეთილგანწყობილი გამვლელების მოვალეობის გრძნობა, ესწავლებინათ უცხოელი სტუმროსთვის ქაღალდზე დაწერილი ადგილი, მიუხედავად იმისა იცოდნენ ამ ადგილის მდებარეობა, თუ არა. ეს იყო ძველი მონასტრის შენობა. გადაკეთებული სასტუმროდ, მაგრამ მაინც რელიგიური დაწესებულების დაქვემდებარებაში იმყოფებოდა და აქ სულ ახალი დასრულებული იყო კათოლიკე ახალგზრდების თავყრილობა. მარკოს გულზე სალბუნად მოედო, კედელზე უშველებელი ბიზანტიური მოზაიკის ბანერი, რადგან მიუხედავად ეროვნებისა დედამ იზრუნა მის რელიგიურ აღზრდაზე და ორთოდოქსულ ეკლესიაშიც მოინათლა გარკვეულ ასაკს მიღწევის შემდეგ, ეს ბიზანტიური მოზაიკა კი იმ კანონიკითვე იყო შექმნილი რაც მისთვის უკვე თილისმად ქცეული ფსალმუნის წიგნის ყდაზე დაბეჭდილი ხატი. როგორღაც გაწელა დრო თვრამეტ საათამდე, როცა ფესტივალის ორგანიზატორებს უნდა გამოევლოთ, ხან შხაპში შედიოდა, ხანაც გერმანულ ენაზე თარგმნილ ერიკ-ემანუილ შმიტის მორიგი მოთხრობების კრებულს კითხულობდა. ცოტა ადრე სასტუმროს მიმღებში მყოფმა ახალგაზრდობაგადავლილმა ქალმა მოიყვანა ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომელიც რუსულადაც და ინგლისურადაც მშვენივრად საუბრობდა და ისინი საუბრისას ამ ორ ენას ისე ანაცვლებდნენ ერთმანეთს, ვერც ერთი ვერ ხვდებოდა ამას და როგორ აგონებდა ეს ქალი ვიღაცას. უთხრეს, რომ კიდევ სამი მამაკაცი და დანარჩენი ქალბატონები იქნებიან ფესტივალის მონაწილეები, ამ საკითხზე მარკოს ოდნავ თამამ იხუმრობაზე კი ორგანიზატორმა რომლის სახელიც კრისტინა იყო (მარკო კი მთელი ორი კვირის მანძილზე კატრინს ეძახდა) გაწითლებით გამოწვეული უხერხულობის დასამალად გაიცინა. ცოტა ხანში ძილსა და კითხვას შორის პაუზა კიდევ ერთმა შემომსველმა შეავსო, ახლა უკვე ორმოცდახუთ წლამდე ასაკის ზედმეტწონიანი, კეთილი იერის მამაკცს შემოუძღვა სასტუმროს ახაგაზრდობაგადავლილი მოხელე, მასთანაც ლიტვურად საუბრობდა, წარუდგინა მარკო, უჩვენა ოთახი და სააბაზანო, რომელიც თურმე ექვს ადამიანს უნდა გაეყო და დტოვა იქაურობა. აშკარად უკმაყოფილო იყო ახალმოსული, თან როგორც მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი თავს უხერხულადაც გრძნობდა „ამ უცხოელ კაცთან“. დამტვრეული ინგლისურით ეკონტაქტებოდა და უხსნიდა, რომ უკეთეს პირობებს ელოდა და აშკარად უფრო აფრთხობდა ოთახში მესამე საწოლი. შემდეგ მარკოს მოუხდა ახსნა, თუ რატომ ერქვა ამ გერმანელ კაცს უფრო სამხრეთული სახელი, მერე მოუყვა, რომ დედა იმ ქვეყნიდან იყო, რომელმაც ლიტვას უკანასკნელი წლები გაუმწარა და შესთავაზა, თუ ეს უფრო ადვილი იქნებოდა რუსულადაც შეეძლო მასთან საუბარი. ამ უკანასკნელმა ფაქტმა ენდრიუსი (სწორედ ასე ერქვა ოთახში ახლაშემოსულს) გაახარა და აალაპარაკა, რადგან მისი რუსული ბევრად გამართული და მდიდარი ლექსიკური მასალით აღსავსე იყო ვიდრე მისი ინგლისური. თვრამეტ საათამდე მათ უკვე იცოდნენ ერთმანეთის სახელოვნებო გემოვნებების, ოჯახური მდგომარებებისა, თუ აქ მოსვლის ხერხებსა და დეტალებზე. მანამდე გვერგით ოთახში უკვე მოვიდა ერთი შუა ხნის, ფინელი ქალბატონი, რომლის სახის გამომეტყველებაზე აშკარად იკითხებოდა, სასტუმრო პირობებით უკმაყოფილება. ადრე, თუ გვიან მაინც მოვიდა დათქმული თვრამეტი საათი და ქვევით ჩავიდნენ. სასტუმროს შესასვლელთან უკვე რამოდენიმე ადამიანი შეკრებილიყო კრისტინა-კატრინას ირგლივ. აქ უკვე გაცნობილ ხალხს, ერთი იტალიელი, სიმფატიური გოგო და ერთიც ჰოლანდიელი ქალბატონი დაემატა, დანარჩენების გაცნობას უკვე მისასალმებელ სუფრასთან შეპირდნენ. იქვე ახლოს იყო კაფე SKLIAUTAS სადაც ერთმანეთთან მიწყობილ მაგიდებს რამოდენიმე ადამიანი უსხდა, ერთი მთავარი ორგანიზატორი ოლეგასი, მისი მეგობარი(რომელიც ძირითადად სდუმდა), ერთი მოხუცი, ლიტველი მხატვარი იონასი, რომელიც საშინლად გავდა ჰემინგუეის და ერთიც გრძელცხვირიანი კავკასიელი სახელად დავით. უაღრესად უსიმფატიო იყო ეს უკანასკნელი, მიუხედავად იმისა მარკოსთან გერმანული საუბარი სცადა, სასაცილო და გამაღიზიანებელიც იყო უცხოელისგან სამხრეთული კილოს მოსმენა და სლენგით საუბარი, აშკარად ეტყობოდა ენა ურთიერთობით ქონდა ნასწავლი და არა კურსებით, არმოჩნდა ადრე უსწავლია სამხრეთ გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში და ეს მის სასაუბრო ენაზეც ისახებოდა. არ მოეწონა ასევე მისი მცდელობები ღია ხასიათის ჩვენებისა და იუმორის ნაძალევი დემონსტრირების. ამ პირველ შთაბეჭდილების ერთგული იყო მარკო თითქმის მთელი ფესტივალის ხანგრძლივობის მანძილზე და შეეცადა ერთი პოზიტივი მაინც დაენახა და იპოვა კიდეც, ის, რომ დავითი მარკოს ოთახში არ მოხვდა. სიტუაცია უცებ შემოსწრებულმა ესპანური აქცენტითა და ხალისიანი ტემპერამენტით შემოსწრებულმა ახალგაზრდა ქალმა გაახალისა, ასეც აღმოჩნდა ეს იყო ევა სევილიადან, მას ერთ-ერთი ორგანიზატორი დახვედრია აეროპორტში და პირდაპირ კაფეში მოიყვანა, საღამომდე გაგრძელდა საუბარი და გაცნობა, მერე კიდევ რამოდენიმე მონაწილე შემოემატა და საკმაოდ გვიან დაიშალა ხალხი, მეორე დღეს კი უკვე საღევების შეძენა და ტილოების მომზადება დაიგეგმა. აღმოჩნდა, რომ საღებავების ლიმიტი იმდენად შეზღუდული იყო, მარკოს აუცილებლად ვიზა ბარათის ჩართვა მოუწევდა საქმეში და უკვე ისიც შეუერთდა უკმაყოფილო მონაწილეების სიას, რადგან მისთვის ეს წინასარ არ იყო ცნობილი და თითოეულ ნაბიჯს თავისი გერმანული სიზუსტით ჩვეული საკმაოდ შეწუხდა დაუგეგმავი ხარჯით და ეს ხარჯი საკუთარ გონებაში მექანიკურად გადაამრავლა სავარაუდო ლუდის კათხებად და ამ რაოდენობამ დაასევდიანა. მეორე დღეს მოიმარაგეს მასალა და ხატვის დასაწყებად მოემზადნენ, ამდენი წლის შემდეგ ისევ სტუდენტად იგრძნო თავი და საშინლად მობეზრდა იქ ყოფნა. არავითარი დიადი წარმატებებისა და გარემოს ილუზია არ ქონია, უბრალოდ ორკვირიანი გაქცევა ყოველდრიურობიდან - ესეც საქმე იქნებოდა, მაგრამ მწკრივში დგომა და ხატვა, თუნდაც მასზე უფროსებთან და თუნდაც კარგ ხალხთან ერთად... ეს იდეა არ ხიბლავდა, თან ბოლო დრო ფუნჯით ხატვით არ ყოფილა დაკავებული და შიშობდა ხელი არ დამიჩლუნგებოდა, სიმაყე ახრჩობდა, ვინმეზე ნაკლები არ ყოფილიყო მისი ნამუშევარი და ინსპირაციაგამოცლილი ისე უყურებდა გაიმულ ტილოს, როგორც დაჭრილი ხარი ტორიადორის მიერ აფრიალებულ წითელ ქსოვილს. წითელ ქსოვილზე დაჭრილი ნადირის გატეხილი თვალები რაღაც კონტურებს ხაზავდნენ, რომლების მერე ქრებოდნენ და ერტმანეთსი იზილებოდნენ, ფორმებს ქმნიდნენ და ისევ კარგავდნენ. არქიტექტურის ხატვა მისი სტიქია არასდროს ყოფილა ცამ კი პირველი შთაბეჭდილება მოახდინა მარკოზე კაუნასში სეირნობის პირველსავე დღეს მანამდე, სანამ ტერასებზე გადმოფენილი გრძელი, სწორი ფეხები წაიღებდა მის მზერასა და ყურადღებასდა და პირველივე დღეს გადაწყვიტა ცა ეხატა. უამრავი კაბელი იყო ცაში გაჭიმული, მხოლოდ ესლინგენში ახსოვს ტროლეიბუსი და მის კაბელში გამომწყვდეული პატიმარი ცის ფერი. ოხ, ისევ სამხრეთიო თქვა და დავითის კომიკური აქცენტი გაახსენდა და ახლა უკვე უბოროტოდ გაეღიმა. შეატყო მასპინძლებს ცოტა არ ესიამოვნათ მარკოს მსგავსი დამოკიდებულება. ჩამოხვიდე ქალაქში, რომელიც მეთოთხმეტე-მეთექვსმეტე საუკუნეში ნაშენი ულამაზესი შენობებით, უმშვენიერესი მდედრებითა და თეთრ გედად წოდებული რატუშათია ცნობილი და ხატო ცა, თან მის ფონზე მხოლოდ კაბელები, მავთულები და საგზაო ნიშნები, ეს ნამდვილად არ იყო თავზიანი ჟესტი, მაგრამ მარკო მეორეს მხრივ იმშვიდებდა თავს, რომ ის თვითონ მონახეს და დაპატიჟეს, ხოლო თუ დაპატიჟეს ესეიგი მისი ნამუშევრებიც მოეწონათ, აი მანდ კი არსადაა არც ესთეტიკა და არც არქიტექტურა მით უმეტეს ამ ორის ტანდემი. მონაწილეები თითქოს თავიდანვე რაღაც ნიშნებით დაწყვილდნენ, ორი უფროსი ასაკის ქალბატონი ფინეთიდან და ჰოლანდიიდან, ორი ლიტველი მხატვარი, ორიც ახალგაზრდა ქალი ესპანელი და ლიტველი, რომლებიც ერთ ოთახს ინაწილებდნენ და ყველაზე შეუსაბამო დაწყილება იტალიელი, ლამაზთვალებიანი გოგოსი და კავკასიელი დავითის. მერე დაასკვნა, თურმე საერთო მენიუმ, ანუ საკვების რაციონმა გაერთიანა. იტალიელი ვეგა იყო, ხოლო დავითი აღმოჩნდა მარხულობდა და არც ერთი მათგანი ღებულობდა ცხოველურ საკვებს, ამისთვის ერთნაირ საკვებს უკვეთავდნენ SKLIAUTAS-ის გაკვირვებულ მიმტანებს და დილას საუზმეზეც ერთად გადიოდნენ ვეგა-კაფეში. მარკოს კი უამრავი დრო ქონდა, რომ ეფიქრა, იმაზე მეტი ვიდრე ქონდა ამის სურვილი და ქალაქი თხუთმეტჯერ მაინც შემოიარა, მისი ნაბიჯის ტემპი მის ფიქრებს აკომპანიმეტს აძლევდა და რიტმში ყვებოდა, ხან სწრაფი და ნერვიული, ხან კი ნელი და ჰარმონიული. თვითოელი ნაბიჯით ცდილობდა რაღაც ახალი ენახა, ან შეეგრძნო ახალი ქალაქიდან ახალი ინსპირაცია, ახალი თემა, ახალი სიო, მაგრამ მისი შინაგანი სამყარო ისე გახუნებული იყო, როგორც არასდროს და უცებ შემოაწვა რაღაც უსახური და სახელდაურქმეველი ვნება, დაენებებინა ყველაფრისთვის თავი და რაიმე ახალი დაეწყო, მაგრამ თან დაენანა ამდენი წელი ამ საქმისთვის დათმობილი. მისგან ყველა ბავშვობიდან თითქოს რაღაცას ელოდა, ან იქნებ არავინ არაფერსაც არ ელოდა, უბრალოდ ეს მისი აკვიატება, ერთგვარი პარანოიაც კი იყო და ამდენი ხნის მანძილზე პირველად შეაწუხა კითხვამ „არის კი ეს ჩემი საქმე?!“ პლენერები, გამოფენები, დისკუსიები, პროექტების წერა-პრეზენტირება...იქნებ არ მინდა ეს პროფესია... თუ ესენი მისი პროფესიის შემადგენელია. თან საკუთარი დამოკიდებულების გულწრფელობის შენარჩუნებაც იდგა დღის წესრიგში. საქმისადმი გამოყენებითი ტაქტიკით მიდგომა კი ამ უკანასკნელს მიწასთან ასწეორებს. პროფესიის დროებით შეცვლაზე ფიქრიც არაა უადგილო, მაგრამ როდესაც მთელი ინტელექტუალური, ენერგეტიკული, თუ უბრალოდ დროის თითქმის მთელი რესურსები აქაა დაბანდებული, ფიზიკურად აღარაა შესაძლებელი და ხდება ის, რასაც მთელი ცხოვრება აქილიკებდა და აკრიტიკებდა. წარუმატებლობისა და ხელმოცარულობის გააზრებაც კი გზარავს, მაგრამ იქნებ ეს ერთადერთი საშუალებაა ხელოვნების „ერთგული ქმარი“ დარჩე და ეს არ იქცეს გარკვეულ პოზად. პატარა „წარმატების“ მიღწევისთანავე წითლდები და ხვდები გულის სიღრმეში გინატრია ის და ხელოვნება მხოლოდ საფეხურების დამამცირებელ პოზაში რჩება, რომელზე დაბიჯებაც მიზნის მიღწევის საშუალებაა მხოლოდ. თან იხსენებდა მის პირველ ნაბიჯებს, სადაც არ იყო ადგილი „თამაშისა“ და კომპრომისებისთვის და რჩები ამ საქმეში და გავიწყდება პირვანდელი შენი მიდგომა და „თავდადებული“ დამოკიდებულება ხდება რა შენი საქმე -შენი პოზა. ასაკში შესული მექალთანეს მიმსგავსება; როდესაც გინდა და უკვე ჩვევადაც გაქვს მდედრთან თავდავიწყება, მაგრამ ორგანო აღარ იძლევა საშუალებას. ხელოვნებაში გულის გაცივება სწორედ ეს „იმპოტენციაა“, რომლის დაფარვის მცდელობა ისეთივე კომიკური შესახედავია, როდესაც მოხუცი მარაზმატიკის ხელების ფათური ახალგაზრდა გოგოზე. საკუთარ თავთან გულწრფელობის საზომი ციფერბლატი ყოველთვის განმაპირობეელია, ან მინიმუმ ამსახველი ზოგადად ხელოვნებაში გულწრფელი ყოფის. ამ პრობლემებზე ფიქრი იმდენად აუტანელია ხოლმე, რომ ხვდები (თუმცა არ ამართლებ) ხელოვანების ალკოჰოლთან და ნარკოტიკთან დამოკიდებულების სიხშირესა და სუიციდურ მოვლენებს. ეს აღარ გონია უკვე, რომ იყოს მათი პროტესტი „დაუნახავ“ გარემოსთან, ეს უფრო თვალის გასწორების სირთულეა საკუთარ თავთში, საკუთარ შიგანში მიმდინარე პროცესების, პროცესების რეალურ საფრთხეებთან შინაგანი ვაკუუმური მეტასტაზების გაჩენასთან და მთელ სულიერ ორგანებთან მოდებისა. ამ ფიქრებში გართულმა იფიქრა, რომ ზედმეტი მოუვიდა მარტო ყოფნა და იმ მუზეუმისკენ დაიძრა, სადაც ჯგუფის დანარჩენი წევრები ზოგი ეზოში, ზოგიც შენობაში ხატავდნენ. უკვე საღამო იყო და ახალდამეგობრებული ჯგუფის წევრები ლუდს, ზოგიც ვისკის აძლევდა საშუალებას დღის დაღლილობა გაენეიტრალებინა და ერთმანეთთან უკეთესი კომუნიკაციის საშუალებად ქცეულიყო. მარკომაც ორი კათხა ლუდის მერე უმატა ღიმილს და უფრო კომუნიკაბელურიც გახდა, ჩაკეტილობისა და მისთვის ჩვეული უნდობლობის მიუხედავად, რაღაც მომენტში ენდრიუსთან დიალოგში ჩაება, დანარჩენები სანამ ფასებზე, და პირველ შთაბეჭდილებებზე უკვე ხმამაღლა საუბრობდნენ მარკომ დრო იხელთა და კითხა, თუ ახერხებდა ენდრიუსი ყოფილიყო ყოველთვის ერთგული საკუთრი პრინციპებისა და საქმის. ენდრიუსმა ჯერ ვერ გაიგო შეკითხვა, რომელიც მეტად სერიოზულად ჟღერდს მოცემული მხიარული სიტუაციისთვის და როცა მიხვდა მარკო არ ხუმრობდა სივრცეს გახედა, დაფიქრდა თითქოს მედიტირებსო, მისი ზედა კბილი ნელა დაეჭირა ქვედა ტუჩს, მერე უთხრა: - მიუხედავად იმისა რომ მყავს ლამაზი ცოლი და მე ის მიყვარს, უკვე დიდი შვილებიც გვყავს, მე კი მისთვის არასდროს მიღალატია, ეს არ ნიშნავს, რომ მე მისი ერთგული ვარ. აი ახლა რომ მოვიდეს რომელიმე ლამაზე ქერა და კალთაში ჩამიჯდეს, მე არ ვიცი მოვახერხებ, თუ არა ერთგულების შენარჩუნებას, ამიტომ ვერ გეტყვი ვარ თუ არა ხელოვნების ერთგული . ცოტა ხნით ორივე დადუმდა, ლუდს ჩააშტერდა და მერე ენით შეეხო, მერე გაუხსნა გზა საყლაპავისკენ და მისცა უფლება მათ სხეულში სასიამოვნო გრილი ზარხოშიც შეეტანა. მარკო არ ელოდა ამ პასუხს, ის საერთოდ არ ელოდა რაიმე სერიოზულის მოსმენას, ეს ის მომენტი იყო, როცა რაღაც შეკითხვისგან გათავისუფლება უფრო გინდა ვიდრე მასზე პასუხის მოსმენა და მოიხიბლა კიდეც რამოდენიმე ფაქტით: ერთი, რომ ასე სერიოზულად უდგება ენდრიუსი მხატვრობას და მეორე, რომ ის ერთგული ქმარია ჩვენს საუკუნეში. მეორე საღამოს ძილის წინ, როდესაც ენდრიუსი შხაპის მერე საწოლში ჩაესვენა, ცოტათი შეწუხდა თითქოს საწოლი ამხელა წონის ზიდვა რომ მოუწევდა მთელ ღამეს და ამოიოხრა. ენდრიუსმა გვერდი ხმაურიანად იცვალა: -გღვიძავს?- იკითხა -კი. - მაქვს უფლება გკითხო, როგორ ცხოვრობ? მატერიალურს ვგულისხმობ, საიდან გაქვს შემოსავალი? -კი, რა თქმა უნდა. სიმართლე გითხარ, არც ისე კარგად ვახერხებ ნამუშევრების გაყიდვას, უბრალოდ ერთი გალერეაა დაინტერესებული და ის მიხდის ყოველთვიურად, რომ ჩემი წარმომადგენლები იყვნენ სხვადასხვა სახელოვნებო ბაზრობაზე, ან ჯგუფურ გამოფენებში, ზოგჯერ პესონალურებსაც მიწყობენ - დაზეპირებული ტექსტი მიუგო ძილწართმეულმა მარკომ და გონებაში მოავლო თვალი საბანკო წერილებს, რომლებიც ყოველ ჯერზე უფრო მკაცრდებოდნენ და სასამართლოებით ემუქრებოდნენ. - ხო, ეს კაია-ოდნავ სევდიანად უთხრა ენდრიუსმა - და არ გიცდია, კომერციული ნამუშევრების ხატვა? - არა - მე კი - აღსარების ტონით თქვა ენდრიუსმა, თითქოს მარკოს კი არა ჭერს ელაპარაკებოდა და ჭერიც ნელ-ნელა დაეშვა თითქოს და ზედ მის სახესთან გაჩერდა, იქვე იყო მისი თვალის მღვრიე ფოკუსი - მთელი სამი წელი - დაამატა თითქოს უფრო შემსუბუქებულმა. მარკოს მოერიდა ის „არა“ , რადგან არ უნდოდა ისე გამოსულიყო, თითქოს ის იყო ერთგული და თავგადამკვდარი მხატვარი, ხოლო სხვა კონფორმისტი და პაუზა გაიწელა. -ხო, მეც ასე ვფიქრობდი და მერე გადავხედე ჩემს ოჯახს, ვნახე, რომ ისინი უფრო მიყვარს ვიდრე ფუნჯები და საღებავები და დავიწყე რაღაც ჯუჯების ხატვა, რა თქმა უნდა გამოფენებს არ ვაწყობდი, უბრალოდ სალონებში ვაბარებდი და ისინი ყიდდნენ, სამწუხაროა რომ ჩემს გვარს ვაწერდი და ეს არ იწერება რა თქმა უნდა ჩემს აქტივში, მაგრამ ამ სამი წლის შემდეგ ახალი სახლი ვიყიდე, მანქანაც...ჩემი შილი ესპანეთში გავუშვი სასწავლებლად, მგონი ეს უფრო ძვირფასია მათთვის, ვიდრე კაცობრიობაზე განაწყენებული, მაღალი ხელოვნების ერთგული მამა. მარკოს პენსიაზე მყოფი მშობლები გაახსენდა, მათი მწირი შემოსავალი და მოერიდა მათი. პასუხისმგებლობა, რომელიც არავის დაუკისრებია მისთვის გარდა საკუთარი სიამაყისა და ის ამბიციური მოთხოვნილება რაღაც მნიშვნელონის მიღწევისა, რაც წლითი-წლით როგორც მცდარი ილუზია უხუნდებოდა და უფრო შორეული ხდებოდა, უჩიჩინებდა რაღაცას შეუსრულებელ მისიებზე, ჩამოუყალიბებელ პიროვნებაზე, შიგნეულობაგამცლილ ბუტაფორიებზე დაბოლოს უბრალოდ ახსენებდა, რომ ის ერთი ხელმოცარული რიგითი მხატვართაგანია, როგორსაც ყოველწლიურად კონვეერივით უშვებებს მსოფლიოს ათასობით სამხატვრ აკადემია. - იცი, უბრალოდ ეს რომ გავაკეთო ახლა ცუდად გავხდები, განა მაქსიმალიზმის გამო, უბრალოდ ამას ვერ გავუძლებ ამ ეტაპზე - ეცადა თავის მართლებას იმის გამო, რომ თითქოს რაღაც მომენტში თავი უფრო უკომპრომისოდ წარმოადგინ. - ხო, რა თქმა უნდა - და მცირე პაუზის მერე უფრო დამძიმებული ხმით - შენ ხომ შვილები არ გყავს. - არა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩემს მშობლებს არ ჭირდებათ ჩემი დახმარება, მათი პენსია ძაან დაბალია და თან დედას მშობლები ყავს შესანახი რომლებიც ბერლინის კედლის აღების შემდეგ ნოვგოროდში დაბრუნდნენ, თვითონ ვერ ახერხეს იქ ხშირ ჩასვლას და მედდა გვყავს მათთვის დაქირავებული. თან ბოლო დროს ქანდაკებით დავკავდი და ეს უამრავ თანხებთანაა დაკავშირებული, მშობლები არაფერს მაგრძნობინებენ ამ ყველაფრის გამო, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ შეიძლება უფრო მეტი გავაკეთო მათთვის, თან ჩემი დაც ხორვატიაში გათხოვდა იქ საკმაოდ ხელმოკლედ ცხოვრობს მისი ოჯახი და ჩვენ ვეხმარებით ხოლმე თუ რამე გვიხერხდება. - დაიწყო მარკომ, მერე ისევ შეისვენა და დაამატა - მაგრამ მათაც იციან, რომ ეს რომ ასე არ ვაკეთო მოვკვდები, ან თუ არ მოვკვდი, ისე ცუდად ვიქნები, რომ სიკვდილი აჯობებს და არაფერს მეუბნებიან, ღარიბი და მშიერი შვილი ურჩევნიათ მკვდარს.- დაამთავრა ოდნავი ღიმილით მარკომ და თან გაიკვირვა, რომ ასეთ თემებზე საუბრობს ორი დღის გაცნობილთან, რომელსაც შეიძლება აღარასოდეს შეხვდეს. ეს უცნაურობა აქვს მოგზაურობებს. - ხო აბა რა - უთხრა ენდრიუსმა, რომელიც ბოლო ხანი აშკარად ვეღარ უსმენდა მის თანამოსაუბრეს და ისევ მის ცხვირის წვერზე მიბჯენილ ჭერს ხვრეტდა თვალის მორღვეული ფოკუსით, რომელიც წუთში ხმოვანი გახდა და დაუჯერებელი ტემბრის ხვრინვაში გადაიზარდა. ეს უკვე ნამდვილი გარანტი იყო ამ ღამის თეთრად გათენების, რასაც ვერც პლანეტაზე არსებული ცხვრების თვლა და ვერც საყურისებში ჩართული როკ ბალადები უშველიდა. ღამე გაიწელა, ენდრიუსიც არ ინდობდა, თითქოს რაღაცას ეჩხუბებოდა დაუდგენელი ბგერებითა და ინტონაციებით, რომლების უზომოდ დიდი ორგანიზმის სიღრმეებიდან აღწევდნენ გარეთ. ისევ ჩაცმა და არაერთზიდ გატკეპნილი ვილნიუსის გამზირის გადაჭრა და შემდეგ კაუნასის ერთადერთ მიწისქვეშა გადასასვლელიდან უკან მობრუნება, იმედით, რომ დაიღლებოდა და უფრო დაეძინებოდა, მაგრამ ახლა უბრალოდ დაღლილი იწვა ლოგინში და დაღლილს არ ეძინებოდა, ეს იყო სულ მთლი ღამეული სეირნობის შედეგი. გამთენიისას შეძლო ჩაძინება და ზუსტად შუა დღეს უკვე SKLIAUTAS-ში იჯდა და ლანჩთან ერთად ლუდიც მოითხოვა, რამოდენიმე დღე იყო უკვე გასული და ქვედა ყბა ავტომატურად აღარ უვარდებოდა აქაური მდედრების შემხედვარეს და ცოტატი მობეზრდა კიდეც ამდენი ერთანირად მშვენიერი, ფოტოჟურნალის ყდის დამამშვენებელი არსება, აი მიმტანი კი ხმელი და უცნაური გარეგნობის დამაგვირგვინებლი დეტალი არანაკლებ უცნაური, კუთხოვანი ვარცხნილობით და საოცრად თავაზიანი. პირველსა და მეორეს შორის დროის მცირე მონაკვეთში თვალი გააპარა და შეატყო, ან მოეჩვენა, რომ იმანაც, რადგან შეეჯახა თველები ერთმანეთს და ტუჩის კუთხეების მინიმალური დაშორიშორებით დასრულდა ეს წამი, ლუდით გაგრილებული მკერდი რაღაც მოზარდულმა გაათბო. შემდეგ ჯერებზე სადილსა და ვახშამზეც პირველი მოდიოდა ხოლმე ამ შეგრძნების გამეორების სურვილით, ეს შეგრძნება ძაან გავდა ბავშვობაში ჰამაკში ქანაობისას და შემდეგ უკვე ოქტომბერ-ფესტის დროს სახელდახელოდ გაშლილი ატრაქციონების ექსტრემის დროს განცდილ მიკრო ორგაზმებს მკერდის არეში. ეს შეგრნება მის ქვეცნობიერს ახსენებდა, რომ კიდევ არაა ყველაფერი წასული და რომ ისევ არის მასში რაღაც ცოცხალი დარჩენილი და დაენანა, რომ კლარასთან მსგავსი აღარაფერია და თან შერცხვა, რომ მესამე დღეა არც დაურეკავს და არც მიუწერია კლარასთან და უფრო ამის გაკეთების სურვილის არქონა იყო საწყენი, მოვალეობის მოხდის მიზნით ზარის განხორციელებს კი დამამცირებელი იქნებოდა კლარასთვისაც. მზერით ისვ უცნაურ ვარცხნილობიან მიმტანს გაეკიდა და უკვე ტერასიდან კაფის შიდა სივრცეში შემავლს ჩაეჭიდა იმედით, რომ შესვლისას ისევ გამოაპარებდა მზერას, მაგრამ ხელში ცარიელი თეფშების პირამიდა იყო მისი მზერის ორიენტი და მარკოს საკუთარ თავზე გაეღიმა, რომ უნებლიედ თეფშებზე იეჭვიანა. მერე დაიწყეს მოდინება ჯგუის სხვა წევრებმა, თავიდან არ ესიამოვნა, რადგან მარტო ყოფნის განწყობის ყულფში ქონდა თავისი სურვილები გაყრილი, მაგრამ ამას ის უპირატესობა ქონდა რომ მიმტანი მათთანაც მოვიდა და სათითაოდ მოუტანა ჯერ პიველი, მერე მეორე, მერე წყალი, მერე ფინელ ქალბატონს ლუდი და თითო მოსვლაზე ბავშვობის ჰამაკზე თითო გაქნება იყო და მკერდიდან რაღაც ქანდებოდა მუცლის სიღრმისკენ. ცდილობდა ყველას თეფშის მერე მადლობა მას ეთქვა ღიმილი შეეხვედრებინა მისთვის და თვალსაც შეუმჩნევლად აყოლებდა. მერე მოერიდა, ვაი თუ სხვები რამეს მიხვდნენო და ცოტა ხნით ინტერნეტში შესვლა სცადა. მის ყურთან კი დავითი თავისი საშინელი ინგლისურით იტალიელ ლორის ეკეკლუცებოდა და აშკარად ცდილობდა შთაბეჭდიების მოხდენას და ამას ცხველების მიმართ კეთილგანწყობის დამტკიცებით ცდილობდა. ინგლისის რომელიმე წარმომადგენელს რომ გაეგო მისი ინგლისური აუცილებლად აუკრძალავდა მის ქვეყანასი შესვლას, ან რაიმე ჯარიმას დააკისრებდა ენის ესოდენ დიდი შეურაცხყოფისა და გარყვნისთვის, მაგრამ გასაკვირი ის იყო თითქოს ლორელლაც უღიმოდა და ცოტაც ეპრანჭებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ლორი არ იყო მთლად მარკოს გემოვნებაში, მაინც შეშურდა გრძელცხვირა კავკასიელის წარმატება ქალებთან და კლარას მიწერა, რომ აქ კაია და ინტერნეტთან იშვიათად უწევს ყოფნა. შემდეგ დღეებში ცდილობდა პირველი მისულიყო ხოლმე კაფეში, მაგრამ როგორც ჩანს უცნაურვარცხნილობიან მიმტანს შესვენება დაეწყოდ და უკვე ერთი ნაზი მიმიკებისა და ქცევების ბიჭი ემსახურებოდა ჯგუფის მაგიდებს, რომლის თავაზიანობა უკვე მოსაბეზრებელიც კი იყო და განსაკუთრებულად ევას ემეგობრებოდა,. გარეგნობიდან გამომდინარე ყველა და მათ შორის ევაც ფიქრობდა, რომ ის გეია, მაგრამ ევას ისეთი თვალებით უყურებდა ყველა უხერხულობასაც კი გრძნობდა ცოტათი. ევა კი პოზიტიურობისა და კეთილგანწყობის ადამიანურ სხეულში ტრანსფორმაციის შედეგს მოგაგონებდათ, ალბათ არავისში იყო ქვეყნად მსგავსი ნიჭი ეთქვა ყველაზე კარგი და ყველასთვის თანაეგრზნო და ამასთან არ დაეკარგა მუხტი სიცილის და ფლამინგოსეული გრაციის. სასაცილო იყო მასთან საუბარი და მისი საქციელი, მუდმივი თვითირონია იმაზე რომ საკუთარ ბორბლებიან ჩემოდანს მუდამ თან ატარებდა და სადილზეც თან მოჰქონდა, დავითი მას კუს ეძახდა, რომელიც საკუთარი სახლით მოძრაობდა, ევამაც არანაკლებად შერყვნა ინგლისური მისი ახსნა-განმარტების სურვილით, რომ ამას იმიტომ აკეთებდა, რომ ტექნიკა ედო შეგნით, რომელიც მუდმივად ესაჭიროებოდა და სახატავ ოთახში მათი დატოვება არ იყო უსაფრთხო და რომ არ ქონდა ამ ჩემოდნის დაკარგვის უფლება, რადგან საფრენი მარკა იყო მასზე, რითიც უკანვე უნდა გაფრენილიყო, ნუ შეიძლება რაიმე სხვა უნდოდა ეთქვა, მაგრამ ასე გამოუვიდა და სხვებმაც დაიჯერეს, თუნდაც არც ერთი მათგანისთვის არ იყო სააეროპორტო ბიუროკრატია უცხო, თავი დაირწმუნეს, რომ ეს სწორედ ისეა, როგორც ევა ამბობდა. ლორი კი უკვე თავის მაისურზე წარწერას ახმოვანებდა და ხორცის მჭამელებს უკვე შეუფარავად კიცხავდა და იმუქრებოდა, რომ ის ახალ მოძრაობას აპირებს ცხოველების გასათავისუფლებლად და რომ ის მომავალში შევარდება ცხოველების ფერმებში და გაუღებს მათ გალიებს და გამოუშვებს, რადგან იქ მათ ცუდად ექცევიან. აქ პირველად ვერ შეძლო დავითმა მისთვის მხარი აება და წაილუღლუღა რაღაც საზარელი, რომ რა დროს ცხოველებია, როცა მის ქვეყანაში პატიმარ ადამიანებს ხელკეტებით აუპატიურებენ და სიკვდილითაც არაერთი მოუკლავთ. თან შერცხვა ამის თქმა იმ ხალხთან, რომლებმაც მის ქვეყანაზე თითქმის არაფერი იცოდა და მან კი ყველაზე ბინძური დეტალით დაიწყო სამშობლოს წარდგინება. მისი სახის გამომეტყველება პირველად იყო არაპოზიტიური, ან ჩამოშორებული რაღაც მოჩვენებითს, რაც მარკოს ეჩვენა სწორედ ამ დარდის დასაფარად ქონდა დავითს, რაც ასე დაუფიქრებლად და დაუგეგმავად იქნა მისი მხრიდან აფიშირებული. უამრავი კითხვის ნიშანი დაიხატა მაგიდის წევრების სახეებზე, მაგრამ არავის უკითხავს რამე. მცირეხნიან დუმილს დანა-ჩანგლის წკარუნი არღვევდა ჭიქაში წყლის დასხმის ბგრების აკომპანიმენტით. -და რატომ მოაქვთ აქ წყალი ყოველთვის თბილი?- იკითა დავითმა.
* * * ძალიან მოსაწყენი ხდებოდა უკვე ყოველდღიური განრიგის მიხედვით ცხოვრება და მოზარდთა პანსიონატში მყოფივით თორმეტ საათზე ლოგინში ყოფნა და ამის ფონზე იყო შვება ევას თხოვნა, რომ ღამე კლუბებში წასულიყვნენ და ცოტა გართობა არ აწყენდათ, რადგან რაც ბავშვი გაუჩნდა და ეს უკვე ორი წელია ასეა, ვეღარ იცლის გართობისთვის და აქ ყოფნა ცოტა განმუხტვის შანსია მისთვის. მარკო სიამოვნებით გაყვა, რადგან ისევ დედამიწაზე არსებული ცხვრების თითქმის სრული რაოდენობის გადათვლას მოასწრებდა გამთენიამდე და ამას ენდრიუსის გულის ნადების ხვრინვაში განსულიერების სმენის ფონზე გააკეთებდა. - ერთი მეგობარი მყავს სევილიაში, - დაიწყო ევამ, -და როცა ვინმე გოგოს შეკერვა უნდოდა მე მთხოვდა მისი ბიძაშვლი ვყოფილიყავი, ანუ პრიმა, რადგან ამ გოგოს ერიდებოდა ხოლმე მარტო მოსვლა თითქმის უცხო ბიჭთან და ვინმე მოყავდა ხოლმე, მე კი როგორც „ბიძაშვილს“,მისი გართობა მევალებოდა, სანამ გვერდძე ოთახში ეს ჩემი მეგობარი იმ გოგოს ტყნავდა - და იმდენი იცინა თავის მოყოლილზე, რომ მარკოც გამხიარულდა და თან იმის მერე, რაც გაიგო მოყოლის მიზეზს, ახლა ის მარკოს სთავაზობდა ბიძაშვილობას, მაგრამ ლიტველი გოგოები ან ძალიან წესიერეი, ან და უჟმურები აღმოჩდნენ. ხშირ შემთხვევაში ამ ორი კლასიფიკაციის ადამიანების გარჩევა შეუძლებლის რანგშიც გადის, რადგან მათი გარეგნული ქმედება თითქმის ერთნაირია, ხოლო ქმედების განმაპირობებელი მიზეზები სხვადასხვა. რამოდენიმე ლუდი, რამოდენიმე კლუბი, რამოდენიმე ვისკი-კოლა და დაღლილი ფეხები, ევას მოსაწონი მუსიკა არც ერთ კლუბში არ იყო, გარდა ერთისა და იქ კაცი საუნის ნოსტალგიის განქარვების მიზნით თუ შევიდოდა, თორე მსგავსი იღლიის სუნი არსად შეგხვდებოდა ანალოგიური მძაფრი სიმძაღით. ცოტა უკმაყოფილოები, მაგრამ მაინც აბსოლუტური ტონუსით დატვირტთული ხასიათით ბრუნდებოდნენ „მშობლიურ“ გასტჰაუზში და რატუშასთან ერთი სამოცდაათიანებიდან გადმომხტარი ჰიპი, ან უბრალოდ ადამიანი ჰიპურად ჩაცმული მცირე კომპანიასთან და უშველებელ, ორკასეტიან The Doors-ის სიმღერებმოღრიალე მაგნიტოფონთან ერთად. საღამო ნამდვილად მშვენივრად დამთავრდაო შეთანხმდნენ ერთმანეთში და თხოვეს რატუშასთან მსხდომთ მათთან მისვლის და მორისონის მოსმენის ნება დაერთოთ. ხალხი უაღრესად გახსნილი და თავაზიანი არმოჩნდა ისაუბრეს ბევრი საყვარელ ჯგფუფზე, გამოიკითხეს აქ ყოფნის მიზეზი, შთაბეჭდილებები, რაზეც ქალაქის მიმართ დაუნანებელი კომპლიმენტები მიიღეს პასუხად და უცებ ჰიპის ტანსაცმელში გამოწყობილმა ბოდიშის ტონით თქვა, რომ სამწუხაროდ ხალხი არაა აქ კარგიო. ამაზე ევა და მარკო სასტიკად არ დაეთანხმნენ და საუბარის დროს გამჟღავნებულ ერთ-ერთის დაბადების დღის მისალოცად Happy Birthday იმღერეს, მერე მარკომ ჰიპს თავისი სავიზიტო ბარათი მისცა, რადგან ეს უკანასკნელი, თურმე მეგობრებთან ერთად გერმანიაში დიდი ტურის მოწყობას აპირებდა და ამ მხარეს საერთოდ არ იცნობს, მარკო ყველანაირ დახმარებას დაპირდა ამ სიტუაციაში და ნასიამოვნები დაბრუნდნენ შინ, ნასიამოვნები იმით, რომ მშვენიერი ხალხი გაიცნეს და რომ თუნდაც გამთენიისას, მაგრამ მაინც მოისმინეს კარგი მუსიკა, რაც თურმე ორივეს ბავშვობას ახსენებდა და კიბეზე Light my fire-ღიღინით ავიდნენ და თავ-თავიანთ ოთახებში თავშეკავებული ხარხარითა და ოდნავ არეული ფეხის ნაბიჟით შევიდნენ. - ძილი ნეbისა პრიმა-ევა! - გასძახა მარკომ და ცხვრებს დაუწყო გამორჩევა სახერხი ფაბრიკებისთვის დამახასიათებელი ხვრინვის ხმის ტემბრიდან. * * * შემდეგი დღეები ტყუილად მიდიოდა კაფეში პირველი, არა და ეს უკვე მანიაკალურ ჩვევად ექცა. მოზარდებისთვის დამახასიათებელ, რაღაც გაუბედავ ამოჩემებად, ფეტიშიზმის ერთგვარ გამომჟღავნებად, რომ მისულიყო ყოველ დღე ლანჩისთვის პირველი, დღის მანძილზე შორი-ახლოს მიმოსვლა, ინტერნეტის მოხმარების მიზნით არკაში შესვლა სადაც იყო კაფე განთავსებული და დღის ბოლოსაც ვახშმად პირველი მისვლა. მაგრამ ეს დღეები სულ ელეგანტური, გაურკვევლი ორიენტაციის ბიჭზე იყო მინდობილი ხელოვანთა ამ მცირე ჯგუფის მაგიდა. ერთ-ერთი ვოიაჟის დროს ღამის კაუნასში მარკოს და ევას ქალაქშიც შეხვდათ ეს ბიჭი, ახლა ის სხვა კაფის ტერასაზე იჯდა და სუშის მიირთმევდა. ევა და მარკო დიდი ხნის უნახავი მეგობრებივით მიცვივდნენ და მოიკითხეს, ის კი მხოლოდ ევას შესციცინებდა, თან ისე, რომ მარკომ თავი შეურახმყოფელ იგნორშიც კი იგრძნო. მერე მოხერხებულად კითხა, თუ რა გრაფიკებით მუშაობდნენ და გაარკვია, რომ მომავალ კვირას ეს ბიჭი ისვენებს და ამან იმედი გაუჩინა უცნაურვარცხნილობიანი მიმტანის ისევ ხილვის. ასეც აღმოჩნდა და ისევ ქონდა უკვე აზრი მარკოს ადრეულ მისვლებს კაფეში. დაადგინა, რომ მიმტანი ზუსტად თორმეტზე მოდიოდა სამუშაოდ და ოდნავ ასწრებდა ხოლმე კაფეში შესვლას და მის მოსვლას ელოდა, თან აკვირდებოდა შეძლებისდაგვადარ ჩუმად და შეუმჩნევლად მის ხელებს, სვლის მანერას, მიმიკებს, ჩაცმულობას. ხელის მტევნები ოდნავ დიდი ქონდა და მოეჩვენა, რომ დიდ ხანს აქვს ალბათ წყალში დღის მანძილზეო, თითები ბოლოსკენ სიწითლეშეპარული იყო და ამან შრომის დაღის შთაბეჭდილება დატოვა. ხერხემალსი ოდნავ იყო ბიჭურად მოხრილი, სიმაღლის ბრალიაო თქვა, მკერდი ბრტყელი ქონდა და ბიჭურ პერანგზე არც ეტყობოდა, სვლის მანერა მორცხვი და გაუბედავი, სახეზე ნაყვავილრის დანატოვარი ეტყობოდა და ცხვირი სლავურისმაგვარად გრძელი. მისი ჩაცმულობა ყოველთვის სადა. ეს განასხვავებდა ამ ქალაქის ალბათ ყველა მკვიდრისგან, რომლებიც საკუთარ გრძელ და სწორ ფეხებს ვითომ არა შეგნებულად, არამედ უბრალოდ სიცხის გამო ამზეურებდნენ. ყოველი მისი მოსვლა სამუშაოდ მარკოს ღიმილით იწყებოდა, შემდეგ გადამეტებული „გმადლობ-გეთაყვა“, თან ეს სიტყვები ლიტვურ ენაზე ისწავლა ენდრიუსისგან და ისე ეთავაზიანებოდა. დღის მანძილზე ახლა უკვე მეტი ხალისით უვლიდა კაფეს გვერდს. თან საკუთარ თავში მიმტანის სავარაუდო სახელებზე, ცხოვრების წესზე, დღის განრიგზე ფიქრობდა, ცდილობდა დაეხატა უცნობი გოგოს ყოველდრიურობის განრიგი და იმ კვირის მსვლელობის სავარაუდო მომენტები, როდესაც კაფეში „ელეგანტური“ ბიჭი ენაცვლება. ხან წარმოიდგინა სტუდენტად, რომელიც საზაფხულო არდადეგების დროს ცდილობდა მუშაობით ცოტა თანხა დაეგროვებინა, ხან ბოი-ფრენდთან ერთად უკეთესი მომავლის გეგმებით შეპყრობილ გოგოდ მოიაზრებდა, რომელიც შეიძლება თავისუფალ კვირას კიდევ სხვა სამსახურშიც მუშაობს თანხის დასაგროვებლად, რომ მერე სწავლის, ან უბრალოდ ცხოვრება ახალი ისტორიებისა, თუ გამოცდილებების სხვა ქვეყანაშინგაგრძელებისა, თუ განახლების სურილი არ ასვენებს. ხან მისი ცხოვრება ცოტა სევდიანადაც დახატა, რომ მის მოხუც მშობლებს სხვა შემოსავალი არა აქვთ და, რომ მისი მთელი დღეები მუშაობა და სახეზე გაუბედავი სევდა სწორედ ამ მიზეზის შედეგია. სადილის დროს იმიზეზებდა მარილის ნაკლებობას, რომ შესულიყო ტერასიდან კაფის სიღრმეში. თვითონ ფაქტი, რომ მარილი ყოველ ჯერზე თვითონ მოქონდათ და ამას მთელი კაფე ხედავდა, მაგრამ არც ერთხელ თვითონ მაგიდის გაწყობისას არ მიუტანიათ გჯუფის წევრებსი უწყინარ ღიმილსა და გაკვირვებას კი იწვევდა, მაგრამ მარკო ყოველთვის თავად იჩენდა ინიციატივას მარილის მოსატანად. კარებთან კი მაგიდებზე მზერამავალი სახით მდგარ მიმტანს გაუღიმებდა და მისგანაც იგივეს ღებულობდა. აშკარად ეტყობოდა მიმტანსაც, რომ მეტი ხალისით მხატვრების მაგიას ემსახურებოდა, რადგან ალბათ მხოლოდ ამ მაგიდასთან ეკითხებოდნენ „როგორ ხარს“ და უღიმოდნენ ყველაზე მეტს. ერთხელ ვილმამ თქვა, რომ როდესაც ამ გოგოს აქვს სამუშაო დღე, იმ დღეს ბევრად კარგად გრძნობს თავს, რადგენ ის განსაკუთრებულად თავაზიანია. ამის მოსმენისას მარკო რაღაც გაურკვეველი სიამაყით აივსო და შეეცადა ისე დათანხმებოდა, რომ ზედმეტი აღფრთოვანება არ გაემჟღავნებინა და ამსთან ერთად მისი გატაცება, მაგრამ რატომღაც ცოტათი გაწითლდა და თვქა მორიდებული რიმილის თანხლებით სიტყვა „ცხელა“, როგორც ალიბი. ერთი გაფიქრება ისიც გაიფიქრა, იქნებ ლესბოსელია და ამიტომ დადის ბიჭურად ჩაცმული და ზურგში ოდნავ მოხრილიო, მერე გადაწყვიტა, რომ ეს აზრი უკვე მეტისმეტი იყო და შეეშვა ამაზე ფიქრს. თან მის ღიმილშიც იყო რაღაც საპასუხო მინიმუმ ინტერესი და გამალებით ირწმუნებდა თავს, რომ ეს მისი ფანტაზიის და ეგოს მოლაპარაკების შედეგად მიღებული მცდარი წარმოდგენა არ იყო. * * * იმ დღეებში მუსიკალური ფესტივალიც დაემთხვა ღია ცის ქვეშ და მარკომ მარტო გასეირნება მოისურვა ძველი მონასტრის უკან იტალიური ოპერების ჰანგების ფონზე. და როდესაც საღამო ჩამავალი მზის სინათლეს სქელი ღრუბლის ფენასთან ერთად ჰარმონიულად აბლენდერებდა და ცას საერთო მონაცრისფრო მასად აქცევდა, მიუყვებოდა მარკო მდინარის განაპირა პარკს და თავს ახლა უკვე მშვიდობიან პენსიონრად გრძნობდა. ისევ მოვიდნენ ფიქრები მიუღწეველ მიზნებზე, აუხდენელ ოცნებებზე, დაშორებულ შეყვარებულებზე, დაკარგულ მეგობრებზე, გაშვებულ შესაძლებლობებზე ემოგზაურა და რაიმე ახალი ენახა, ან გაეგო, იტაცებდა მომაკვდავი ხელმოცარულის აზრები და ცოტათი გაეხარდა აზრები ხმოვალი რომ არ იყო ადმიანებში და სხვები მის ახალგაზრდა, ერთი შეხედვით ხალისიან თავში მსგავს სკეპტიციზმსა და უსასო, მშიშარა ქალბატონის აზრებს ვერ გაიგონებდა. მერე ფერდობზე დამჯდარი ისმენდა ვერდის არიებს, თან მოსწონდა და თან გაახსენდა, რომ თვითონ ის ჯუზეპე, რომელსაც ასეთი მოკრძალებითა და პატივისცემით იხსენიებდნენ ფესტივალის ორგანიზატორები, თუ შემსრულებლები კრძალავდა ოპერებიდან არიების საკონცერტო შესრულებებს და მიუხედავად მათი სილამაზისა ვერ აპატია ამ დიდი კაცის სურვილის იგნორირება და წარმოიდგინა რაფაელისა და ტიციანის ტილოებიდან ამოჭრილი დეტალები, რომლებიც რომელიღაც ფესტიალის ორგანიზატორს მეტად მოსწონს და ისე გამოფენილი რომელიმე მშვენიერ საგამოფენო სივრცეში. ჩაუყვა ფერდობს და შემთხვევით ლორი და დავითი დალანდა, არ უნდოდა სიმყუდროვე დაერღვია, მაგრამ მარტო ყოფნა ააშკარავებდა მისი მოუდუნებელი ტვინის დაძაბულობას და მათთან მივიდა. მათ ძაან გაუხარდათ და ეს მარკოს გაუკვირდა. შემდეგ გაანდო საკუთარი დამოკიდებულება არიებისადმი და პასუხად სიცილი მიიღო. ჯერ იწყინა ასეთი სისულე რა ვთქვი, რომ დამცინინო, მაგრამ აღმოჩნდა მის მისვლამდე დავით სწორედ ამ სკეპტიციზმით ცდილობდა პატრიოტული სიამაყით აღსავსე ლორის სიხარულის განქარვებას და ამავდროულად ალბათ შთაბეჭდილების მოხდენასაც იტალიელ გოგონაზე მისი სამშობლოს შესახებ ვრცელი ინფორმაციის ქონით და ამას უდავოდ ახერხებდა. ახლა გადავიკითხე მთლიანი ნაწერი და ზედმეტად დღიურის სახე აქვს ამ ყველაფერს რაც ვწერე ალბათ და ეს ისაა რაც მინდოდა, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, ვინმეს ამ დაჩქარებულ და გალაკონურებულ ეპოქაში ეს დეტალები აინტერესებდეს და გადავწყვიტე ამოვაკლო რაღაც დეტალები რაც არაა თემასთან უშუალო კავშირში და რაც თხრობას გაწელავდა, რადგან ეს ყოველივე მიზანს, რომ მოკლე ნოველა დამეწერა შეცვლიდა და ახლა შევეცდები ამ მიზნის მისაღწევად რაღაცეების ამოკლებას და შეკვეცას. გადავახტები ექკურსიის დეტალებს ერთი მხატვრის სასახლეში, რომელიც ერთი შეძლებული საქმოსნის მეუღლეა და ულამაზესი მამულები ჰორიზინტიდან ჰორიზონტამდე მათ ეკუთვნით და არც მათი საბჭოთა პერიოდის ავტო-მოტ-ველო ტექნოლოგიით გატაცების შედეგად შექმნილ კოლექციების შესახებ ვიტყვი რამეს და არც ამ მამულებში ლორისა და დავითის სირბილებზე მასპინძლების გერმანულ ნაგაზთან და არც იმაზე, რომ მარკოს უკვე აღარ აღიზიანებდა კავკასიელის ნიღბები და დამტვრეული ინგლისური და არც მისი სამხრეთული დიალექტი გერმანულად საუბრისას. აღარაფერს მოვყვები მსგავს დეტალებზე, საუბრებზე მხატვარ-მონაწილეების შემდგომი გეგმების განხილვასა და დასახვაზე და ერთ მოზრდილ ნახტომს გავაკეთებ ბოლოსწინა დღეზე, როდესაც ნამუშევრები უკვე დამთავრებული იყო და დავითის ინიციატივით თვითოეულმა საკუთარი ნამუშევრების პრეზენტირება მოაწყო ჯგუფის სხვა წევრებისა და ორგანიზატორების წინაშე და ამ ფაქტმა ისინი უფრო დაახლოვა, რაღაც თითქოს ჰაერის ფერი სიმები შემოეხვა მათ ირგვლივ და ერთმანეთთან გაშიშვლებულები და გახსნილები მეტი ხალისით გავიდნენ ერთმანეთისთვის თუნდაც სულ ცოტათი, მაგრამ მაინც უფრო ძვირფასები და ახლობლები. სუფრასთან ყველანი ერთად ისხდნენ და მომავალ დღეს დაგეგმილ გამოფენის გახსნაზე საუბრობდნენ, თან საკუთარ ვარაუდებს ამბობდნენ ხალხის რაოდენობასა და მოსალოდნელი ამინდის გაუარესების შესახებ. ამ საუბარში თითქმის შეუმჩნევლად მოეპარა უცნაურვარცხნილობიანი მიმტანი მაგიდას და სანამ შეკვეთას მოისმენდა, მარკომ დაუფიქრებლად და მოწყვეტილად კითხა „ხვალ საღამოს რას აკეთებ“, მაგრამ არა ამ ფრაზის მოცვეთილი მნიშვნელობით. უცაურ ვარცხნილობაში მხოლოდ მოზრდილი კითხვის ნიშანი გაჩნდა და მარკომ მისი დაბნეულობა ახსნა-განმარტებით გაფანტა, რომ ხვალ გამოფენა აქვთ და ყველანი მოხარულნი იქნებიან მისი იქ ხილვით, რაზეც გოგო ისე გაწითლდა სხვების სახეები თბილმა და ალერსიანმა ღიმილმა შემოირბინა. „კი, მოვალ“ ბედნიერი სახით უპასუხა მიმტანმა და ვერ შეამჩნია, ამ დროს მარკომ როგორ გადაიღო მისი პროფილი ტელეფონით. ერთი სული ქონდა მარტო დარჩენილიყო და ვახშმიდან სასტუმროს ოთახში გაიქცა მოქექა ჩანთაში ფანქარი და ერთი ამოსუნთქვით გადაიტანა ნახატზე მიმტანის პროფილი, მიუხედავად ფოტოს საშინელი ხარისხისა საქმეში მარკოს მხედველობითი მეხსიერება და ათი დღის მანძილზე მიმტანის კანის ზედაპირებზე მცოცავი ფიქრები ჩართო. სახე, რომელიც იხატებოდა ამ დღეებში მარკოს გონებაში და ცარიელი დღეების შევსებაში ეხმარებოდა და სახე, რომელიც დამნაშავედ აგრძნობინებდა თავს კლარას წინაშე და სახე, რომლის წამოდგენაც ოდნავ ღიმილს იწვევდა მის სახეზე და თან აკვირვებდა ამდენ ფოტომოდელივით გარეგნობის მდედრში რტომ გაიტაცა ასე ამ უბრალო სახემ თავისი ორიგინალური ვარცხნილობით. ჩანახატი მოეწონა ალბომიდან ამოხია და შეინახა. ათასნაირი ვერსია გადაათამაშა საკუთარ გონებაში ნამუშევრის საჩუქრად გადასაცემად და გადაწყვიტა საუზმის მერე მაგიდაზე დაეტოვებინა და ეს მეგობრების უჩუმრად გაეკეთბინა, მაგრამ ეს ვერსია ჩაიფუშა რიგი მიზეზების გამო. წარმოიდგინა, რომ მათი წასვლის მერე სხვა მიმტანი აალაგებდა მაგიდას და ამ ქაღალდის ნაგლეჯს ყურადღებას არ მიაქცევდა, ისიც წარმოიდგინა, რომ აიღებდა ამ ნახატს უცნაურვარცხნილობიანი მიმტანი და უფრო გაწითლდებოდა და მერე გახსნაზე ვეღარ მივიდოდა. შერცხვებოდა, რადგან ამას გარკვეულ ჟესტად მიიღებდა მარკოსგან. მოკლედ ბევრი აღარ იფიქრა და ისევ ალბომში, ალბომი კი ჩანტაში ჩადო და მუზეუმის ეზოში გავიდა ბარში, სადაც ამ საღამოსაც მორიგი ბენდი უკრავდა და მისი მეგობრები უკვე აქ დამსხდარიყვნენ, მარკოს მიეგებნენ და ლუდზე დაპატიჟეს. ამ დღეს ყველა განსაკუთრებულად კეთილი და პოზიტიური იყო, ალბათ მოახლოვებული განშორების გამო და იმის გამო, რომ ერთმანეთი შეიძლება ვეღარსდროს ნახონ ამ მოკლე ხანში ასე დამეგობრებულმა სხვადასხვა სოციუმის, ქვეყნის, რელიგისაა, თუ თაობის ადამიანებმა, რომლებიც ერთმანეთისთვის რაღაცამ ასე ახლობელი გახადა და ეს რაღაცა მხატვრობა იყო. შემდეგი დღე ბოლო იყო. თან ასევდიანებდათ განშორება და თან ახარებდათ ოჯახებთან და სამშობლოში დატოვებულ მეგობრებთან შეხვედრა. ამინდმაც თითქოს ხმა აუწყო მათ ცვალებად განწყობას და მზესა და წვიმას ერთმანეთს დროის სიმეტრიული ინტერვალებიტ ანაცვლებდა. მარკომ ამოხეული ფურცელი ჯინსის ქურთუკის შიდა ჯიბეში მოათავსა და საკუთარ თავს აღუთქვა, არ დაეკუჭა. ლანჩის დროს ვერა და ვერ გაბედა და ვერ მოახერხა საჩუქრის გადაცემა და გამოფენის გახსნას დაელოდა. გახსნაზე გასაკვირად ბევრი ხალხი იყო და ამაყი ორგანიზატორები ერთმანეთსა და მონაწილეებს ულოცავდნენ. შემდეგ მთელი რიგი სასიამოვნო სასმენი სიტყვები წარმოქვეს ლიტვურ ენაზე, რომელთა მნიშვნელობა ბოლომდე გამოცანა დარჩა ამ მიზეზის გამო არალიტვიელი მხატვრებისათვის. ისევ დავზოგავ თქვენს დროს და არ დავწვრილმანდები დეტალებით, თუ როგორ მოდიოდნენ და ბუკლეტებზე ავტოგრაფებს თხოვდნენ მონაწილეებს დამთვალიერებლები და თუ რა უხერხულობას ანიჭებდა ეს თითოეულ მათგანს, არც იმას, თუ როგორ ეპატიჟებოდა ერთი გალერისტი სხვადასხვა მხატვრებს ერთი და იგივე ტექტსებით თავის გალერეაში გამოფენის მოსაწყობად, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მარკო უცნაურად აღგზნებული აცეცებდა თვალებს მიმტანის დასანახად და რაღაც თინნეიჯერისთვის დამახასიათებელი უხერხულობა, თუ რიდი პირველი პაემნის, ან პივრლი სექსის წინ, რაღაც უცემდა ოგანიზმში და არ ასვენებდა, ამ ბაყაყების დასამშვიდებლად მაგიდაზე ჩამომწკრივებულ ბრენდის ჭიქებს მიადგა და მორიგეობით გამოცალა რამოდენიმე. უკვე საათზე მეტი იყო გასული გახსნიდან და როდესაც მარკოს უკვე ეგონა, მიმტანი აღარ მოვიდოდა და ჯიბეში უკვე დაკუჭული ნახატი მოისინჯა და თავში დააწყო გეგმები დილაადრიან აეროპორტში გასვილს წინ როგორ დაეტოვებინა კაფეში ეს საჩუქარი, მაგრამ თვალის კუთხემ მოხაზა „მისი“ კონტური და ბავშვობის ჰამაკის შეგრძნება ისევ მოვიდა და ისევ რაღაც მოწყდა მის საყლაპავს და სადღაც ჭიპამდე ჩააქანა შიგნეულობა, ლაპარაკიც არ გაუწყვიტავს მორიგ ცნობისმოყვარე დამთვალიერებელთან და შორიდან აცადა მის ნამუშევრამდე მისულიყო. აღმოჩნდა, რომ მიმტრანი მარტო არ იყო და ორ სხვა ადამიანთან ერთად ათვალიერებდა, ამან ცოტა შეაფერხა და დააბნია, რადგან საჩუქრის გადასაცემად არ სჭირდებოდა დამსწრე თვალები და შესაბამის დროს ჩაუსაფრდა. და ისიც მოინახა გარეთ მოსაწევად გასულ მიმტანთან მიიჭრა და ისეთი სითამამით მიესალმა, თვითონაც გაუკვირდა „როგორ ხარ“ მიაძახა და პასუხად მიიღო „მშვენივრად, როგორც ყოველთვის“ და ღიმილი სიცილში გადაზრდილი. იმდენად თამამი იყო პასუხიც, ცოტა ვერ დააკავშირა იმ მორიდებულ მიმტანთან, როემლიც დაპატიჟებაზე გაწითლდა და რეზერვში არსებული მთელი სითამამე მოიკრიბა შემდეგი საუბრისთვის: - ყოველთვის კარგად ხარ? - კითხა და გოგომ უფრო გაიცინა _ ნამდვილად სიგარეტია რასაც ეწევი?- დაამატა კითხა გოგონას სიცილს. - კი, კი სიგარეტია. ისე არც ვიცი შენი სახელი - უთხრა მოშვებულად და ძალიან უბრალოდ და ამან გააცამტვერა მარკო, რომელმაც ვერც კი მოიფიქრა, ჯერ სახელი ეკითხა და ისე გაება საუბარი. - მარკო - უთხრა მან და მიმიკაზე, რომელიც ასახავდა იმას, რომ მიმტანმა ვერ გაიგო ისევ დაუმატა პასუხად - მარკო და შენ? - მე იუსტინა - უთხრა ისეთი ტონით, თითქოს ბოდიშს იხდიდა. - დაათვალიერე? - კითხა საუბრის გაგრძელების მიზნით, -კი -და მეორე დარბაზიც? აქ სადაც იყავი უბრალოდ ერთდღიანი ექსპოზიციია იმ ნამუშევრების, რმლების არ რჩება და მიგვაქვს, ძირითადი ექსპოზიცია მუზეუმის მთავარ შენობაშია - ძლივს მოუყარა თავი სიტყვებს მარკომ. - უი არა, აი მოვწევ და ვნახავ - სიგარეტის ნამწვი ჩააქრო, ურნაში გადააგდო და წამოდგა. მარკო წინ გაუძღვა ტერასად გაშლილ მაგიდებს შორის და მოუნდა ხელიც ჩაეჭიდა, მაგრამ ვერ გაბედა, თან საიდან უნდა ცოდნოდა იუსტინას, რომ მარკო იმდენად იყო ახლობელი მისთვის მარკოს ფიქრებში, რომ ამის უფლება კი ნამდვილად ქონდა ხელჩაკიდებულს ევლო მასთან ერთად. მარკომ მოიხედა და იუსტინა ამ ბარის მომუშავე გოგოს შეხვდა და მასთან გააბა საუბარი, ისე, რომ მარკოს არც კი დაუძახა და უთხრა, თუ შეიძლება მოიცადეო, ან ბოდიში ცოტა ხანში მოვალო, ან ამ დროს გამოსადეგარი ნებისმიერი სხვა, ბანალური ფრაზა, ის უბრალოდ მობრუნდა და აღარ გაყვა უბრალოდ გააბა საუბარი ძველ მეგობართან და შემდეგ კიდევ ერთი მიმტანი გამოჩნდა ამავე ბარის და იუსტინას გადაეხვია. ალბათ ადრე აქ მუშაობდაო იფიქრა მარკომ თავისი სულელური მდგომარეობიდან. შევიდა მარტო საგამოფენოში, შემოიარა და ბუკლეტი აიღო, იმ გვერდზე სადაც მისი ნამუშევრის ფოტო და მოკლე ბიოგრაფია ეწერა ჩადო იუსტინას პორტრეტი და ცოტა გაუკვირდა, რომ ზომა ზუსტად დაემთხვა. გამოვიდა დარბაზიდან და ტერასაზე მეგობრებს მიუჯდა, მათი საუბარი რაღაც თითქოს დაგუბებული ჰაერის ბლანტი სისქის მიღმა ესმოდა, თვალები კი უკვე მოურიდებლად აშტერდებოდა მეგობრებთან სულ სხვანაირ უცნაურვარცხნილობიან იუსტინას. ასე ნახევარი საათის მერე მისი მეგობრები მიუბრუნდნენ სამუშაოს, იუსტინას გაახსენდა, ძირითადი საგამოფენო დარბაზი რომ არ ენახა და ორ წამში შემოირბინა, შემდეგ ველოსიპედთან მივიდა და სანამ დაჯდებოდა მოჩვენებითი კაი განწყობით მიუახლოვდა მარკო და კითხა „მიდიხარ?“ საპასუხოდ თანხმობის ჟესტის მიღებაზე მარკომ გააყოლა თვალი მის დაქნეული თავის მოძრაობას ინერციით აყოლილ თმების გრადაციას, რომლის ტიტო ღერი თავის ადგილს დაუბრუნდა და იუსტინას თავზე ქუდივით მოთავსდა და ბუკლეტი გაუწოდა, „აი ეს შენ“ სიტყვბით და დაემშვიდობა. რაღაც მოსცილდა მხრებიდან და ოდნავ გამხიარულებული, რომ ნახატის ნახვა იუსტინას გაახარებდა და რაღაცაზე მაინც დააფიქრებდა, ან იქნებ სოციალურ ქსელში მონახადვდა მარკოს და მადლობას მიწერდა სიტყვებით, რომ „ ეს პირველად მოხდა მის ცხოვრებასი, რომ ვინმემ დახატა“ და რომ „ ეს ისეთი სასიამოვნო ჟესტი იყო მარკოს მხრიდან“, ან რომ მინიმუმ „კაუნასში თუ მოხვდი გამიხარდება SKLIAUTAS-ში შენი ნახვა“ და ვერსიების ნაირფეროვნება აფერადებდა მარკოს ფანტაზიას და თან ბრენდის ჭიქას ლუდის კათხით ანაცვლებდა და მთელი გულით იცინოდა ევას მოყოლილ ამბებს მის პატარა გოგონაზე. * * * წვიმა ისევ დროგამოშვებით ნემსავდა უქოლგო გამვლელებს, რომელთა დიდი ნაწილი ტერასებზე გადმოფარებულ ტენტებს აფარებდა თავს. ქალაქის მეორე ბოლოში მცხოვრები იუსტინას მიმიკაც კი არ ეცვლებოდა წვიმის გამო, ეს მისი ცხოვრების ერთგვარი ატრიბუტიც კი იყო, რომელიც ბოლო ათი დღეა ცოტათი მონატრებოდა კიდეც. როცა მისი პედლების ტრიალი ბევრად მარტივი და თავისუფალი გახდა და მიხვდა, რომ ველოსიპედს ჯაჭვი გაუწყდა, გაჩერდა და ერთ-ერთი კაფის ტერასას შეეფარა მუქი შინდისფერი ტენტის ქვეშ, ბოდიში მოუხადა მაგიდასთან მჯდარ წყვილს და მათი მაგიდიდან ცარიელი სკამი აიღო ნივთების დასალაგებლად. ველოსიპედს უჩხიკინა და ვერაფერი მოუხერხა, მაგიდიდან თავაზიანი მამაკაციც მიეხმარა, მგრამ მისი თავზიანობა ქანჩების გარეშე უძლური გამოდგა და მაგიდას მიუბრუნდა. იუსტინას მიმიკა არც ეხლა შეცვლია და რატომღაც ინგლისურად შეიგინა, მოწევა სცადა, მაგრამ თუთუნის გასახვევი ქაღალდი დასველებოდა და კიდევ ერთხელ შეიგინა. აღარ დაუცადა წვიმის გადაღებას და ველოსიპედი ხელით წაიყვანა ვილნიუსის გამძირის ბოლოსკენ. - ოხ, ეს ალბატ იმ გოგოს დარჩა. - ხო, ალბათ. აიღო და ოდნავ გაკეცილ გვერდებს ცერი ნელ-ნელა აუშვა და საერთო მზერა მოავლო. - მგონი რაღაც საინტერესოა, წავიღოთ და სახლში ვნახოთ - თქვა და გვერდებს შორის გაჩხერილი ოდნავ დაკუჭული ქაღალდი ხელში ერთ გუნდად მოკუჭა და მაგიდაზე დატოვა.
იუსტინა სახლში მისული უკვე მთლიანად სველი იყო და ველოსიპედი უხალისოდ მიაბა სადარბაზოსთან ახლოს რკინის ბოძზე, შევიდა სახლში წყალი გადაივლო და ტელევიზორი ჩართო.
პროლოგი ბოლო ღამეს ყველანი ერთად გავიდნენ ღამის კაუნასის დასაპყრობად, თვით მოხუცი ჰემინგუეიც კი და ყველა შემხვედრ კაფესა, თუ ღამის კლუბში მინიმუმ თითო რაღაც მაინც დალიეს, მერე ჰემინგუეიმ და ენდრიუსმა თქვეს, რომ დასაძინებლად წავიდოდნენ. ენდრიუსს რაღაც აწუხებდა და ბიჭებს სთხოვა, იქნებ ისინიც დაშლილიყვნენ, რადგან ამ ქალაქში ღამე გარეთ ყონა ბოლომდე უსაფრთხო არ არის, ამაზე დავითს უკვე გულით გაეცინა და უთხრა „ისეთ გარემოში ვარ გაზრდილი, დამიჯერე მსგავს მშვიდობიან სივრცეზე ვერც იოცნებებდა კაციო“ და ენდრიუსი მშვიდად გაუშვა სასტუმროში. ამ ბოლო საღამოს თითქოს დამეგობრდნენ კიდეც მარკო და დავითი და კლუბიდან კლუბში პრიმა-ევასთან ერთად გადანაცვლებით მთელი ქალაქი შემოათენეს. მერე იმ ხალხს ვისაც დილის ადრიანი რეისი ქონდა ცრემლმორეულები გამოესალმნენ და იყო ეს შეკავებული სენტიმენტი მათ შორის გულწრფელი. დილას კიდევ ქონდა მცირე რდო ჯგუფის ზოგ წევრს. დავითმა ლორის მიწერა მხოლოდ „გაიღვიძე“, მარკო ჰემინგუეის მანქანაში ჩაუჯდა და ვილნიუსის აეროპორტში გაყვა. დავითს კიდევ ქონდა ნახევარი საათი აეროპორტში წასვლამდე და უპასუხო მეილი დაივიწყა და კარებზე მიუბრახუნა ლორის, ლორი ნამძინარევი გამოვიდა უმაკიაჟო და დავითი ჩაეხუტა, ლორიც ჩაეხუტა და იყო ორივეს თავში ამ დარჩენილი ოცი წუტის უფრო მიზნობრივ გამოყენებაზე ფიქრები, დავითი შეაწუხა ნამუსმა ლარელლას ბერლინში მომლოდინე ბოი-ფრენდის წინაშე, ლორის მხოლოდ იმან, რომ ამ ჩახუტებას გაგრძელება ალბათ ვერც მოყვებოდა და ჯობდა ასე დარჩენილიყო. დავითი გრზნობდა მის სხეულზე საწოლიდან ახალწამომდგარი ლორის სიმხურვალეს და ახალგაღვიძებული ბავშვის ჩახურებული სხეულის სუნს და სინესტეს და მხოლოდ ლოყებზე აკოცა და მერე ისევ ჩაეხუტნენ ერთმანეთს, თვალები ორივეს წყლიანი ქონდა და უძილობა მოიმიზეზეს. შემდეგ აეროპორტიდან კიდევ მიწეარა დავითმა, რომ თითქმის მოეწონა ლორი, პასუხი მოულოდნელად პოზიტიური იყო, მერე სად იყავიო უსაყვედურა კიდეც, დავითმა ზედა ეშვი ქვედა თუჩს სისხლის გამოჟონვამდე დააჭირა და გამოცხადებული ფრენისთვის ბარგის ჩასაბაებლად რიგში ჩადგა. საშინლად მოუწესრიგებელი იყო აეროპორტში ის ადგილი საიდანაც ფრენები მესამე ქვეყნებსი ხორციელდებოდა და ამან თითქოს შეახსენა რატო ვერ ჩააკითხავდა ლორის ვერც ბერლინში და ვერც ერთი თვის მერე ნიუ-იორკში. მარკო მთელი გზა ჰემინგუეისთან საუბრობდა ლიტვაში არსებულ სახელონებო სცენასა და ზოგადად სიტუაციაზე, პასუხობდა მოხუცი მეგობრის კითხვებს მის მშობლებსა და საცხოვრებელ ადგილზე. ის ბევრად კეთილი ეჩვენა და მადლიერების გამოხატვას რომ შეუდგა გაუკვირდა კიდეც იონასს (ასე ერქვა მოხუც ლიტველ მხატვარს, რომელიც საშინლად მოგაგონებდათ ჰემინგუეის ფოტოებს). თბილი დამშვიდობების შემდეგ აიღო ბარგი და აეროპორტში შევიდა, მოძებნა ჯიბეში ტელეფონი, რომელშიც იუსტინას ფოტო უნდა ქონოდა და ვერ ნახა, მანქანაში ამოვარდნოდა და მოიწყინა. თითქოს გაქურდესო, რადგან იქ ქონდა ფოტოები, რის მიხედვითაც უნდოდა მომავალი ნამუშევრების შექმნა და იქ ქონდა ტელეფონის ნომრები ყველა ახალშეძენილი მეგორის. გასაკვირიც კი აღმოჩნდა, როგორ შეიძლებოდა ადამიანი ასე ყოფილიყო ერთ მცირე ნივთზე დამოკიდებული და მოეჩვენა ეს ერთადერთი მაკავშირებელი ატრიბუტიც კი იყო თითქოს ამ ბოლო დღეებთან. დარჩენილი ლიტები კოკა-კოლებსა და სენდვიჩებში დახარჯა და უკვე გადაუარა კიდეც სასწაულის იმედმა, რომ იონასს დროზე შეემჩნია ტელეფონი და მობრუნებულიყო. როგორც იქნა ჩასხდომაც გამოაცხადეს, ამ ჯერზე არ ქონდა გადაჯდომა, პირდაპირი რეისი იყო ფრანკფურტამდე იქიდან კი აეროპორტიდანვე მატარებლით დაბრუნდებოდა მშობლიურ ჩრდილოეთში, მშვენიერამინდნაპროგნოზირებ ჰამბურგში. და ეს შეგიძლიათ არც დაიჯეროთ და ნოველის ჰოლივუდურ სიუჟეტადაც მიიღოთ, მაგრამ მართლა შემოვიდა აეროპორტის იმ კარში, საიდანაც მარკო ერთი საათის წინ შემოვიდა კეთილი ჰემინგუეი და თვალებით დაუწყო მარკოს ძებნა.
* * * - ჰა როგორ ხარ? -იკითხა ბერნდმა და ზურგჩანთის გამორთმევა შესთავაზა. - რა ვიცი, კარგად. ცოტა კი დავიღალე. აქ რა ხდება? - გუშინ სერიოზული ფარტი იყო ბენისთან და ბოლოს მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს, სულ გაგიჟდნენ შაბათ საღამოს მაინც შეგეძლო კაცს ადრე გართობა. მუქი ლურჯი ფერის გოლფ ორში ჩასხდნენ და აეროპორტიდან ქალაქისკენ დაიძრნენ. მარკომ კლარას დაურეკა და უთხრა, რომ ჩამოვიდა და ძაან დაღლილია და როგორც კი შეძლებს ნახავს. მერე რაც არ უნდა გასაკვირი იყოს დავითს მიწერა ტექსტური შეტყობინება, რომ გაუხარდა მისი სახით ახალი მეგობრის შეძენა და, რომ აუცილებლად ესტუმრებოდა კავკასიის ზღვისპირა ქვეყანაში, შემდეგ გადაათვალიერა სურათები ოცკილომეტრგავლილი და შემდეგ მობრუნებული კეთილი ჰემინგუეის მიერ დაბრუნებულ მობილურ ტელეფონში და დიდ ხანს შეჩერდა უცნაურვარცხნილობიანი მიმტანი გოგოს ფოტოსთან და გულში რაღაცამ გაუთბო სისხლის მიმოსვლა, ცოტა ხნით მოწყვიტა თვალი მცირე ზომის ეკრანს და ფანჯარაში საღამოსმიერ ახლა უკვე თავისი ქალაქის თავზე არსებული ღრუბლეის დაბლენდერებას შეაცლო თვალი ჩამავალი მზის ირიბ სხივებთან. ტუჩის კუთხეების ოდნავი დაშორიშორებით ისევ დააშტერდა ფოტოს და ზუსტად იცოდა, თუ რა იქნებოდა მისი მომდევნო ტილოს მთავარი ფიგურა. იუსტინამ ამ დროს მწვანე ჩაი დაისხა, კომპიუტერში ფოსტა შეამოწმა, კატას საჭმელი დაუყარა და ისევ ტეევიზორს მიუბრუნდა. რაღაცას ფიქრობდა იმ ბოლო წიგნზე რაც წაიკითხა და სურვილის კი გაუჩნდა თვითონაც დაეწერა რამე, მერე ამ აზრზე გაეღიმა და ჩართულ ტელევიზორთან ჩაეძინა. ხალათი ოდნავ გადავარდნილი ქონდა მხარზე და მხარს თითქოს რუჯი ეტყობოდა, ალბათ წინა კვირის თავისუფალი დღეების ზღვაზე დასვენების შედეგად. სამ საათზე ტელეარხი 7:30 - მდე დაემშვიდობა მაყურებლებს და აშიშინდა. იუსტინას ხელი ჩამოარდნოდა და პულტი იატაკზე ეგდო, დივანზე კატა თვლემდა და იუსტინას სიზმარიც კი არ ესიზმრებოდა. უბრალოდ ეძინა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ვეუხვარ კარტრიჯი, დრო და ქაღალდი რომ ამაოდ დაგახარჯინეთ. ნუ იქნებით ძაან მკაცრი ეს საიტი არაა მარტო პროფესიონალების ) არც მეგონა ვინმე რომ წაიკითხავდა, სიდიდი გამო ვეუხვარ კარტრიჯი, დრო და ქაღალდი რომ ამაოდ დაგახარჯინეთ. ნუ იქნებით ძაან მკაცრი ეს საიტი არაა მარტო პროფესიონალების ) არც მეგონა ვინმე რომ წაიკითხავდა, სიდიდი გამო
2. ეს ამოვბეჭდე და ისე წავიკითხე, ამაოდ დავშვრი :)
ვერ გავიგე, როგორც ჩანს, რადგან ჩემი აზრით, ეს არის მოთხრობა არაფერზე.
მეტისმეტად გაუმართავი ნაწერია, რატომღაც მგონია, რომ ავტორი ქართულად ხშირად არ (ვერ) საუბრობს.
მე, როგორც წესი, არ ვარ აქ, შეფასებებში, ასეთი რადიკალური, მაგრამ ავიღე ეს მოთხრობა, მოვკალათდი მყუდროდ და თბილად სავარძელში, ვიფიქრე, წავიკითხავ და ვისიამოვნებ მეთქი და ასე რომ არ გამოვიდა, გაბრაზებული ვწერ ახლა ამას ;)
წარმატებებს გისურვებთ!
ეს ამოვბეჭდე და ისე წავიკითხე, ამაოდ დავშვრი :)
ვერ გავიგე, როგორც ჩანს, რადგან ჩემი აზრით, ეს არის მოთხრობა არაფერზე.
მეტისმეტად გაუმართავი ნაწერია, რატომღაც მგონია, რომ ავტორი ქართულად ხშირად არ (ვერ) საუბრობს.
მე, როგორც წესი, არ ვარ აქ, შეფასებებში, ასეთი რადიკალური, მაგრამ ავიღე ეს მოთხრობა, მოვკალათდი მყუდროდ და თბილად სავარძელში, ვიფიქრე, წავიკითხავ და ვისიამოვნებ მეთქი და ასე რომ არ გამოვიდა, გაბრაზებული ვწერ ახლა ამას ;)
წარმატებებს გისურვებთ!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|