ბავშვს არ უნდა სახლში ასვლა, მიუხედავად დედის დაჟინებული ბრძანებისა... ბავშვმა იკითხა, დაბრუნდა თუ არა მამა, რადგან სიურპრიზი აქვს მამისთვის - - შემოდგომის ფოთლები უნდა, რომ დააყაროს მამის მანქანას... მამა ჯერ არ დაბრუნებულა... დედა ისევ მიმართავს დაჟინებით. ბავშვი ტირილს იწყებს, აღარ გამოუვა სიურპრიზი, გეგმა ჩაეშალა...
შენ, ამასობაში მშვიდად ზიხარ აივანზე, ემალები ატირებულ ბავშვს, არ გინდა მისი დანახვა და არც მისი განსაცდელის გაზიარება... თუმცა კარგად გესმის ბავშვის ცრემლების და უბრუნდები იმ დროს, როცა პირველ კლასში იყავი, როცა გაკვეთილების შემდეგ მიდიოდი ბაგა-ბაღში, სადაც ელოდებოდი დედას... ბრუნდები იმ დროში, როცა ეთხოვე შენზე ერთი წლით უფროს მეზობელს „დენდის კასეტა“, რომელიც არ მუშაობდა თურმე, რომელიც უკან დაუბრუნე მეორე დღეს... შენ მიდიხარ იმ დროში, როცა ბაგა-ბაღში ელოდებოდი დედას... როცა უეცრად დაინახე შენი უფროსი მეზობელი დედასთან ერთად... რა გემრიელად მიირთმევდნენ ნაყინს...
შენ, კარგად გესმის ამ ბაშვის ცრემლების, სწორედ ამიტომ ემალები...
რა საოცარი განცდა იყო, როცა დაგიძახეს, როცა უახლოვდებოდი და როცა ხედავდი შენზე ერთი წლით უფროსის გაღიმებულ სახეს, როცა სიურპრიზის მოლოდინში იყავი, სიურპრიზის, რომელსაც ნაყინი ერქვა...
და რა საოცრად შეიცვალა მოლოდინი, როცა მიუახლოვდი და მეზობელი ქალის გაყინული მზერა დაინახე, შემდეგ - ცივი სიტყვები, რომლებიც უპასუხისმგებლობას გაბრალებდნენ, იმის გამო, რომ შვილს „კასეტა“გაუფუჭე..
შენ აღარ გესმოდა დამამცირებელი სიტყვების მნშივნელობა, უბრალოდ უყურებდი შვილის მოთხუპნულ ტუჩებსა და ცინიზმს და მალავდი ცრემლს, რომელსაც ძალიან უნდოდა, რომ ედინა...
დედა კმაყოფილი იყო, შვილი - უფრო მეტად...
შენ შეტრიალდი და დაიმალე ბაგა-ბაღის, რომელიღაც კუთხეში და ჩუმად ატირდი...
დედისთვის არ გაგიმხელია ეს ამბავი, ან კი რა საჭირო იყო?! როცა დამნაშავედ გრძნობდი თავს, იმის გამო, რომ ითხოვე ის, რაც შენი არ იყო...
შენ ატირდი, იმიტომ რომ გაგიცრუვდა იმედი სიურპიზის მოლოდინში...
შენ ემალები ატირებულ ბავშვს, რადგან კარგად გესმის მისი ცრემლის, მისი გულისტკივილის...
რა აზრი აქვს, რანაირად ცრუვდება იმედი და მოლოდინი, ბოლო მაინც ერთია...
ბავშვმა ვერ მოუწყო მამას სიურპიზი, ვერ დააყარა მამის მანქანას შემოდგომის ფოთლები...
შენ და იმ ბავშვს გაქვთ საერთო, ორივეს გაგიცრუვდათ იმედი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. წარმატებები ++ წარმატებები ++
7. არასდროსა გაგცრუებოდეს იმედები. მოგიწონე და წარმატებები მინდა გისურვო++ არასდროსა გაგცრუებოდეს იმედები. მოგიწონე და წარმატებები მინდა გისურვო++
6. ვაახ ბერო გამოჩნდი ძველოოო??:) მოგიკითხე ძმა, ლექს დავუტოვე ჩემი მოწონება ვაახ ბერო გამოჩნდი ძველოოო??:) მოგიკითხე ძმა, ლექს დავუტოვე ჩემი მოწონება
5. კარგად წერ 5+ კარგად წერ 5+
4. როგორ არ უხდება სიტყვა "იმედს" სიტყვა "დეფორმირება", მგონი, არც ამ ნაწერს მოუხდა.
გაწბილებული იმედის ამბავი იყო ეს.
როგორ არ უხდება სიტყვა "იმედს" სიტყვა "დეფორმირება", მგონი, არც ამ ნაწერს მოუხდა.
გაწბილებული იმედის ამბავი იყო ეს.
2. საინტერესოდ დაწერილია. ++ საინტერესოდ დაწერილია. ++
1. რა სევდიანად ჩამეკითხა და თვალწინ დამიდგა ყველა ჩემი გაცრუებული იმედი:((( წარმატებები ავტორო რა სევდიანად ჩამეკითხა და თვალწინ დამიდგა ყველა ჩემი გაცრუებული იმედი:((( წარმატებები ავტორო
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|