 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 7 ოქტომბერი, 2013 |
დუმილი მოაქვთ სივრციდან ტალღებს, ჰაერში ბორგავს სიცარიელე, ცა ღრუბლით დახშულ დარაბებს აღებს, სულ ცოტა ხანში უნდა იელვოს... მე ამ დროს ვზივარ ხავსიან ქვაზე, ქვაზე,რომელიც კუნძულს წააგავს , ჰორიზონტზე კი ციმციმა ხაზებს უნდათ,რომ ღამე ქსელში გააბან, და მზე ამოდის ფრთხილად,ჩვეულად, თავს სიცოცხლეს და ღიმილს ვაძალებ, შავი ცა თითქოს ძირს დაწეულა, ალბატროსებიც ყვავებს ბაძავენ და დასჩხავიან ფერწასულ პალმებს... შორს აჩრდილივით გამოჩნდა გემი, ჩემს და გემს შორის პარალელს ვავლებ, ჩვენ ხომ ორივე ჩაძირვას ველით, ყოვე წუთს ველით მოვარდნილ ტალღას, ტალღას,რომელიც სახსრებში დაგვშლის, დაბადებიდან ვატარებთ დამღას სიკვდილმისჯილის(აქ ლოცვაც არ ღირს) მავანს კი უკვირს ჩემი ფიქრები, უკვირს,სამყაროს რატომ ვართულებ, თავისუფალი როგორ ვიქნები, თუ ფიქრიც არ მაქვს ნებადართული?! განდეგილივით ვხვდები ალიონს, ალბატროსების დამჩხავის გუნდი. მთელი სამყარო არის გალია, სადაც ჩიტობა არავის უნდა, მე კი ვოცნებობ... უნდა ვიფრინო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. აბა რა არიას? :) მადლობა ოთარ აბა რა არიას? :) მადლობა ოთარ
1. ეს ის არ არის რაც შენ გგონია :D ეს ის არ არის რაც შენ გგონია :D
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|