| ავტორი: თემური57 ჟანრი: პოეზია 10 ოქტომბერი, 2013 |
იმერეთი კაია
მაინძელო! დაიძახებ იმერელის ბაკეში, წაუყრუებს იმერელი ჩაიხედავს სარკეში, ულვაშს გვერდზე გადაიგრეხს, შეისწორებს ღილ-კილოს, არ გაგიღებს ოდის კარებს, თუნდაც შურთხმა იკივლოს. როცა შენი გადაგივა, ხმას სიბრაზით მოგუდავ, გამოგხედავს ფანჯარაში: ,,ბოშო, ეს ვინ მოსულა" ! - ხელებს გაშლის, ჩამოირბენს ხის კიბეებს ჭრაჭუნით და კარებში გამოყვება ცოლი გულისფაჩუნით. მოგეხვევა, გადაგკოცნის, სიტყვას გეტყვის გულიანს, რიხიანად შეუძახებს ქარაქუცა მურიას, ,,შემობრძანდით აქეთ ხესთან" (მიგითითებს ჩეროზე), ცოლს უბრძანებს- გაგვიშალე შენებურად მდელოზე კაი სუფრა მადლიანი, ხემსითა და თუნგულით - - ახლავეო! - იტყვის ცოლი, შებრუნდება კუნკულით. გამოცხვება ხაჭაპური, ,,ჩაცივდება" დედალი, დაიკვლება ინდაური და თიკანი ცვედანი; - აუჰ! ამას რას ჩადიხარ - შეიცხადებ სტუმარი, მაგრამ უცებ მიგახვედრებს საკუთარი გუმანი, რომ იმერელს შეურაცხყოფ, ცუდ დროს იჩენ მარიფათს და ბღარივით დარცხვენილი, მიუჯდები მაგიდას. მოგისვამენ იქეთ-აქეთ, ერთ-რო კაი მეზობელს, ,,ტოლუმბაშად" შეარჩევენ ქეიფობის მეხოტბეს, ამღერდება ორშიმო და ხმას შეუწყობს ჭინჭილას, მასპინძელის შეძახილზე მოგართმევენ წიწილას კეცებს შუა დაბრაწულს და ნიორ-წყალით ნაპკურებს, არომატი შეგაფხიზლებს კულით ღვინის ნასმურევს, - აგაშენათ ძმაო ღმერთმა! სუფრა უნდა ამგვარი - შემოსძახებ ,,საპოვნელას" შეირყევა ცარგვალი .. იმერელი რატომ არის იმერელი, ბიძია? არ ეშლება ქიცმაცური, არ ეშლება ქიცია. - მაინძელო! - არ შესძახო იმერელის ბაკეში, დამიჯერე, ნაღდად ვიცი, გაებმები მახეში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. უF კაი იყო მთელი იმერეთია ლექსში გადმოტანილი +++++ უF კაი იყო მთელი იმერეთია ლექსში გადმოტანილი +++++
18. რა იმერული ხასიათი მოიტანეთ. გაიხარეთ თქვენ. რა იმერული ხასიათი მოიტანეთ. გაიხარეთ თქვენ.
17. მიყვარს იმერეთი და იმერლები..იხარეთ...+++ მიყვარს იმერეთი და იმერლები..იხარეთ...+++
16. სასიამოვნო ლექსია,გამაღიმა.იხარეთ ავტორო!იმერეთი კაია,იმერლებიც კარგები არიან და ეს ლექსიც კარგია.:))))სამწუხაროა,რომ 2 ქულაზე მეტს ვერ ვწერ. სასიამოვნო ლექსია,გამაღიმა.იხარეთ ავტორო!იმერეთი კაია,იმერლებიც კარგები არიან და ეს ლექსიც კარგია.:))))სამწუხაროა,რომ 2 ქულაზე მეტს ვერ ვწერ.
15. ძალიან კარგია :))) ძალიან კარგია :)))
13. ყველას მადლობა. ხომ გაქეიფეთ იმერულ პურ-მარილზე, ახლა თქვენც მაქეიფეთ ხინკალზე ან მწვადზე. არც სხვას დავიწუნებ. ყველას მადლობა. ხომ გაქეიფეთ იმერულ პურ-მარილზე, ახლა თქვენც მაქეიფეთ ხინკალზე ან მწვადზე. არც სხვას დავიწუნებ.
12. საღოლლ ძალიააან მომეწონააა. აი ძმაოო ლექსიიი საღოლლ ძალიააან მომეწონააა. აი ძმაოო ლექსიიი
11. კაი სუფრა გამოგივიდა და კაი , ლამაზი, რითმიანი, იუმორი.
-ხაჭაპური გინდა? -მინდაა, -ეჰ, სად არი, -საცივი გინდა? -მინდააა, -ეჰ, სად არი. -ღვინო გიდაა? -მინდაააა, -ეეჰ, სად არი.
იმერული სუფრა გინდა? -მინააა, მინდააა ეეეჰ, სად არი!
კაი სუფრა გამოგივიდა და კაი , ლამაზი, რითმიანი, იუმორი.
-ხაჭაპური გინდა? -მინდაა, -ეჰ, სად არი, -საცივი გინდა? -მინდააა, -ეჰ, სად არი. -ღვინო გიდაა? -მინდაააა, -ეეჰ, სად არი.
იმერული სუფრა გინდა? -მინააა, მინდააა ეეეჰ, სად არი!
10. რაი აქ დასაწუნი ამას ბიძია .თან ჩემი ქუთაისი გამახსენდა. რაც კაია,კაია. ++ რაი აქ დასაწუნი ამას ბიძია .თან ჩემი ქუთაისი გამახსენდა. რაც კაია,კაია. ++
9. ლექსიც კარგია, ++ ლექსიც კარგია, ++
8. იმერეთში ქეიფი არ მოგიშალოთ ღმერთმა....
ახლა კაი იმერული სუფრა... იფ იფ იმერეთში ქეიფი არ მოგიშალოთ ღმერთმა....
ახლა კაი იმერული სუფრა... იფ იფ
7. აუ, მომინდა ქეიფი. :)
მიყვარს იმერეთი, ჩემი დედულეთია. აუ, მომინდა ქეიფი. :)
მიყვარს იმერეთი, ჩემი დედულეთია.
6. კაია, კაი :)
ეჰ, რამდენი გაბმულა მაგ მახეში :)
კაია, კაი :)
ეჰ, რამდენი გაბმულა მაგ მახეში :)
5. იიიიიიიიიიფ, კაი სუფრაზე ვარ დღეს დაპატიჟებული, იმერელ ყიფიანებთან და ზედ გულზე დამეხატა ეს ლექსი, შენ გაიხარე თამურ ბატონო! :) :) :) იიიიიიიიიიფ, კაი სუფრაზე ვარ დღეს დაპატიჟებული, იმერელ ყიფიანებთან და ზედ გულზე დამეხატა ეს ლექსი, შენ გაიხარე თამურ ბატონო! :) :) :)
4. მშვენიერია :) 5 მშვენიერია :) 5
3. მშვენიერია :) 5 მშვენიერია :) 5
2. ნამდვილად. ერთი ბანტიანი გიტარა აკლია, მხოლოდ.:) ნამდვილად. ერთი ბანტიანი გიტარა აკლია, მხოლოდ.:)
1. მგონი კაი ,,სუფრა" გამომივიდა. მგონი კაი ,,სუფრა" გამომივიდა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|