ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: იუმორისტული
14 ოქტომბერი, 2013


ჩემს თავს :)

შენ ახლა ისე ხარ, როგორც იცის ხოლმე სიზმარში –
მდევარი გეწევა, შენ კი ვერ მიადგამ ნაბიჯებს,
ან ლექსის წერის დროს, შინაარსს რომ ვერ სვამ რითმაში,
თქმა გინდა რამის და რაღაც შინაგანი არ გიშვებს...

შენ ახლა ისე ხარ, კაცი რომ მარტოა სახლში და
სტუმარი – ჭურჭელის დარეცხვის შიშით არ ახარებს.
და თუ არ გინდა, რომ ასეთი ლექსები გახშირდეს,
დროა აღიარო – დამხმარე გჭირდება, დამხმარე!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები