ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კაკუხე
ჟანრი: პოეზია
23 ოქტომბერი, 2013


უშუქო ფაზისი

...შენ პარიზისაკენ იჩქარი ახლა და...
მე ლამის დავკოცნო ფაზისის ტალახი.
შენ თითქოს ამ დროში გამოჩნდი მიწაზე...
და სულაც არ იმჩნევ,
ათას ცხრაასი შენია..
და ახლა გრცხვენია ამას რომ კითხულობ,
ან არა,
და ასე, სინდისის გარეშე ყოველ დღე,
ყოველ თვე,
ყოველ წელს...
უგულოდ ივიწყებ რა იყო ბავშვობა.
გიტაცებს ფლირტები და ისევ მარტო ხარ,
უტიფრად არ იმჩნევ...
ამაყად გარბიხარ უარს რომ იღებ და...
ასველებ ბალიშებს (ნიანგის) ცრემლებით,
დილას კი იპოვი რაიმე ახალს და...
დოლჩე და გაბანას გაიხდი საფიცრად.
მე კიდევ ჩემს ჭადრებს ვერ ვტოვებ უცრემლოდ..
რომ მოვა მაისი.
და როცა ხის ნავი ბავშვობას მახსენებს
განვიცდი...
ვიღაცის კოცონი ათასში ორ-სამჯერ
გონებას ამიშლის...
არ ვიცი..
რა ვარ, ან ვიქნები ასი წლის.
ვიძულებ ახალს და მიცვდება ხალისი.
ცივდება ცივდება დაისი...
მიძულებს ეს დროც და...
დე ვძულდე, არ მიშლის...
ჩამესმის ნანინა, აკვანში ნარწევი
პატარა ბალღისთვის.
და... და თვალწინ მიდგება დედიკოს ნამღერი
(ამისთვის რომ ღირდა გაჩენა ვხვდები და,
თან ვიცი: მასსავით არავინ, არასდროს განმიცდის)
მე მტკივა დაკარგულ წამების ნაფერფლი...
და უკვე არც ვიცი, ვერც ვხვდები, ვის ვთხოვო პასუხი...
სად გაქრა, რა იქნა,
ის, ჩემი ბავშვობის, უშუქო ფაზისი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები