ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
25 ნოემბერი, 2013


დასასრული დასაწყისში

თოვლიანი გორაკის თავზე,
თბილ გარინდებაში
ვდგავართ
მე და ჩემი ძაღლი,
გავყურებ ყინვისგან გალურჯებულ გარემოს
თითქოს,
მოჩვენებასავით ქრება
და ჩნდება
მშობლიური ბუხრის მოხაზულობა,
საიდანაც ნატვრასავით ამოდის
წინაპართა სუნთქვა,
გზა
და ყოველდღიურობის სითბო.

მე და ჩემი ძაღლი
ჩამოვდივართ გორაკიდან
წინ კი,
ხელფარნიან ნაცნობად
დედაჩემის
ლოცვა
მიგვიძღვება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები