ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მოცეკვავე პერაშკი
ჟანრი: პროზა
14 ოქტომბერი, 2013


ის.

უყურებდა მზეს თავისი დიდრონი თვალებით და დაფშვნილ-დანაწევრებული ზღვა უბრწყინავდა გუგებში..არ არიდებდა მზერას, არც ერთი წამით არ აშორებდა თვალს..ყველა გამვლელს უკვირდა, თვითონაც ცდილობდნენ, შეეხედათ მზისთვის, თუმცა სულდამძიმებულებს და ცოდვიანებს არ ინდობდა მნათობი, თავისი სიკაშკაშით უბნელებდა ისედაც ჩახშულ გონებას...
  ის კი აგრძელებდა მზესთან ერთად სიცოცხლეს.... მისით ტკბობას.. გათელილი ოცნებების ნაქალაქარზე დაედო ბინა....იქ იყო მისი თავშესაფარი... მხოლოდ შემოდგომის სისასტიკით განდევნილი ფოთლები უზიარებდნენ ფიქრებს... ისიც მათთან ერთად ყოველ მტანჯველ დღეს ფეხით სრესდა...
    ხანდახან ქარიც ეხმიანებოდა...ცივი თითებით ურხევდა ოქროსფერ თმას, მარმარილოსავით თეთრ, ნაზ, უსიცოცხლო კანზე ეალერსებოდა,  კლავებს შემოაჭდობდა..... ეფერებოდა..... ისიც გრძნობდა მის სიყვარულს, ეღიმებოდა, რომ ვიღაცას მაინც ახსოვდა ყველასგან მივიწყებული....
        ღამე ხელის ფათურით მიაგნებდა ხოლმე რაღაც ნანგრევებს, შეიყუჟებოდა....
  ისევ ტუჩთან უტოვებდა გრილ სუნთქვას საამო ქარი........ ისევ გავიდოდა ზლაზვნით მიძინებული დრო...
ისევ გადმოხედავდა მზე თავის სასუფეველს... თავისი 9-ვე თვალით მოძებნიდა მას... გაიღიმებდა და ყველა სხივს მოხვევდა, გულში იკრავდა.. ათბობდა....
  გამვლელები კი უკმაყოფილო მზერით ესალმებოდნენ ერთმანეთს, თბილ მოსასხამებში ყოფდნენ აბზუებულ ცხვირებს, სადღაც მიიჩქაროდნენ გაბოროტებული მზერით და ვერც ამჩნევდნენ, რომ სადღაც, მათ გვერდით, ვიღაც შემოდგომით თბებოდა, უყურებდა მზეს და თვალს არ აშორებდა.... თუმცა ვერ ხედავდა, მაინც მათზე მეტად უყვარდა მზეც, ქარიც, ეული ფოთლებიც, ის ხავსმოდებული ცივი ქვაც, მისი სამყოფელი რომ იყო...
    მიეჩქარებოდათ და ვერც ხვდებოდნენ, რომ მათ გვერდით ვიღაც სიცოცხლეს ეთხოვებოდა. იმ სიცოცხლეს, რომელიც მათ უკვე მობეზრებული და მოძულებული ჰქონდათ...
        აცივდა................
............................წვეთ-წვეთობით...................
..ნაბიჯ-ნაბიჯ......
        სიცივემ შეატანა მის აბურძგლულ კანშიც... უყურებდა მზეს და გრძნობდა, რომ იქ აღარ იყო.... გრძნობდა, რომ აშლილ ზღვა თვალებში აღარ ჩაცურდებოდა საღამოობით მისი უკანასკნელი მეგობარი..........
... აცივდა, ისე აცივდა, რომ ბეღურებმაც ვეღარ გაუძლეს ყინვას და რომ არასდროს დაუტოვებიათ, ახლა დატოვეს საზღვრები და თან ქაიყოლეს სიცოცხლის უკანასკნელი ამოკვნესებაც..........
  მის თვალებშიც ჩადგა ზღვა, ყინული გადაეკრა ზედაპირს, აღარ ღელავდა.......... ჩაქრა, მიილია.....
დაცარიელდა ყველაფერი..........თოვლის სუდარა გადაეკრა არემარეს.... გაუკვალავი თოვლის უდაბნოები......... უსასრულობა....
  არა-რაობა..........
...........დროც თვლემდა..........ზმორვით მიიფოფხებოდა.. პეიზაჟიც იცვლებოდა,... ისევ ჩამორეცხა მზის წვიმამ სითეთრე... ისევ გამეფდა მწვანე... ისევ გახშირდა ქუჩებში ხალხი.... ისევ იბზუებდნენ ცხვირს, თუმცა ვერ ამჩნევდნენ ცარიელ ქვებს, სადაც ერთ დროს, ვიღაც მზეს ეკვროდა მთელი სხეულით.....
  მხოლოდ ქარი იყო შეშფოთებული, ამღვრეული.. ყველა კუნჭულში ეძებდა მის ოქროსფერ კულულებს... თანდათან ემატებოდა რისხვა და სასოწარკვეთა....... ძლიერდებოდა, ბოლოს მზესაც მისწვდა... თბილი სხივები გაუყინა, აუწეწა....იქნებ მას მაინც სცოდნოდა რამე მის შესახებ...
ვერც იქ მიიღო პასუხი.. ბოლოს უნუგეშოდ.. უიმისოთ დარჩენილმა მიატოვა ყველაფერი...
................უბრალოდ...................
.... ასე უბრალოდ.... მიატოვა ყველაფერი.... ახლაც ქრის, დაძრწის..... სულს უყინავს სხვებს, როცა ერთ დროს თავისი თბილი თითებით უთბობდა მას გულს.....
და ასე, უბრალოდ...........
აღარავის ახსოვს ის, ვინც არასდროს აშორებდა თავის ზღვიან თვალებს მზეს.... ვერ ხედავდა, მაგრამ მაინც უყვარდა... ცოცხლობდა... გრძნობდა....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები