 | ავტორი: მაია დი. ჟანრი: პოეზია 17 ოქტომბერი, 2013 |
ამ დიდ ტკივილებს ვეღარ იტევს ჩემი სხეული, სულის იარებს თუ მომირჩენს, მხოლოდ იესო, თითქოს ჰაერში გაფანტულა სული ცოდვილი, ნაწილ-ნაწილად მიაწყდება წყეულ ციხესო, საკმევლის სუნით გაჟღენთილი ოთახში ვრჩები, საგალობელი გაისმება, დავითნის, ფრთხილად და წავა ზევით, უფრო ზევით, ვიდრე მგონია, ღმერთი კი, ვიცი, ის სიტყვაა, რომ უნდა ითქვას და ძე კაცისა, ხომ არ არის ალეგორია, ღვთის შვილნი გვქვია და იესოს სახე გვქონია, სინანულს მივცე თავი ჩემი, ლოცვას და მარხვას, სიკვდილის შემდეგ რომ მოვესწრო სამოთხის ნახვას.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ასეთ თემატიკას სიფრთხილე და გემოვნებიანობა, დახვეწილობა სჭირდება. ავტორმა შეძლო +5 ასეთ თემატიკას სიფრთხილე და გემოვნებიანობა, დახვეწილობა სჭირდება. ავტორმა შეძლო +5
3. მოგიკითხეთ :)
აქ შეფაება ზედმეტია, უბრალოდ ადამიანის გულის ნადები უნდა ამოიკითხო.
სიკეთე ყველას! მოგიკითხეთ :)
აქ შეფაება ზედმეტია, უბრალოდ ადამიანის გულის ნადები უნდა ამოიკითხო.
სიკეთე ყველას!
2. მესმის სათქმელი... წარმატებები ავტორო. მესმის სათქმელი... წარმატებები ავტორო.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|