 | ავტორი: ნუნუ ჟანრი: პროზა 18 ოქტომბერი, 2013 |
დღეს ძალიან მძიმე დღე მაქვს. ნოსტალგიაც მომეძალა. ახლა ჩემს მოხუცს სძინავს. ცუდად იყო და წამლები დავალევინე, მოიკეთა თუ არა დაეძინა, მე კი გასავათებული აივანზე ვზივარ. ოკეანე პირდაპირ ჩანს აქედან. ირგვლივ მშვენიერი ხედია, მაგრამ ვერ აღვიქვამ ამ მშვენიერებას, ფასი აქვს დაკარგული ჩემთვის ყველაფერს. ოკეანე ღელავს. ჩემსავითაა, კალაპოტში ვერ ეტევა, მაგრამ ცდილობს თავის მოთოკვას. იხშობს განცდებს, მას აქვს საზღვარი, მე, მე კი.... არ ვიცი სადამდე გავუძლებ ჩემს ემოციებს. ადამიანის ჭაჭანება არ იგრძნობა აქ. ვხედავ ჩემს მოხუცს და და ხანდხან მეზობელ ვილაში მცხოვრებ მოხუც ქალბატონს, რომელიც ეზოში ზის და წიგნს კითხულობს. მარტოსულად ვგრძნობ თავს. იქ ჩემს სამშობლოში ახლობლებით და მეგობრებით გარემოცულს არ მიგრძვნია ეს, ამიტომ ვერ ვეგუები ამ სიმარტოვეს. მომენატრა ყველა და ყველაფერი. ჩემი ეზოს ხე, ბუჩქი თუ კენჭი, ახლობლებზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია. აქ ჩამოსვლისას, კალენდარზე მივაწერე ჩამოსვლის თარიღი, მას მერე ვფურცლავ და ვოცნებობ როდის დავწერ წასვლის თარიღს, როდის ვიტყვი- მშვიდობით ამერიკავ! მეჩვენება, რომ დრო გაიყინა და აღარ იძვრის ადგილიდან. ახლა ქართულ სიმღერას ვუსმენ, გიოს და ბუკას სიმღერას. მინდა ვიტირო, მაგრამ თავს ვიკავებ. წვიმს და გულშიც მაწვიმს თითქოს, თუმცა მსიამოვნებს მონოტონური წკაპუნი წვიმისა. მოგონებებში ვვარდები, რომელსაც ოკეანის მიღმა 9000 მილის იქეთ ჩემს საქართველოში მივყავარ. ლუკა, ჩემო ბუთარა ბიჭო, როგორ მინდა შენს გვერდით ვიყო. შენ დღეს პირველად მიდიხარ სკოლაში, მე კი ვერ გიყურებ, ჩანთა გიჭირავს პაწაწა ხელებში, მე კი ვერ ვხედავ. ახლა იმ ხასიათზე ვარ, დავისხა ერთი ჭიქა ღვინო და დავლიო, რომ ცოტა ხნით გავითიშო და აღარაფერზე ვიფიქრო. არა! არც ეს არ მინდა, ღვინო ვერ დამავიწყებს ჩემს დარდს და გულის ტკივილს. რა მალე დამღალა ცხოვრებამ, რა სუსტი ვყოფილვარ, მე კი ძლიერი მეგონა ჩემი თავი. ფიზიკურად გავუძლებ ყველაფერს, მაგრამ სული მტკივა. ვგრძნობ როგორ დაბორიალობს იგი გულში და გამოსასვლელ გზას დაეძებს და თუ იპოვა ოდნავ შვებას იგრძნობს. ეს ერთადერთი გზა ცრემლია და მე ვტირი. ღმერთო მაპატიე ამდენი წუწუნი, შემაძლებინე გავუძლო შვილის მონატრებას უკვე რვაასი დღე გავიდა, რვაასი ტკივილიანი დღე. გულიდან ჩემივე ხმა ბრძანების კილოთი ჩამძახის -- ხუთი თვეღა დაგრჩა, 152-153 დღე, გაუძელი, ეს ხომ სავალდებულო მოსახდელია, დაიწყნარე ნერვები, ტვინი გაისქელე, შემოიკარი სქელი გარსი, რომელსაც ერთი ხვეულიც კი არ აქვს, გრძნობები და ემოციები ჩაიკალი, აზროვნების არეალი შეამცირე. ცოტახანიც მოითმინე , გეგმების დაწყობა და ოცნება ხუთი თვით გადადე, თორემ ბევრი ფიქრი და კაეშანი ( სიტყვა ”კაეშანი” რა კარგად ესადაგება ჩემს დაღლილ გრძნობებს) ნეირონებს გაგინადგურებს, მერე რეაბილიტაცია არ გიშველის. დღეების დათვლა აღარ გაბედო! გონება დაგიმძიმდება შეიგნე თეკლა, დ ა მ ი ჯ ე რ ე! გულის შეძახილი მშველის, ვწყნარდები. ზომბივით ვიქცევი. მივყვები დინებას. ვიცი რომ როდესმე დამთავრდება ეს კოშმარი, რამეთუ ყველაფერს აქვს როგორც დასაწყისი, ასევე დასასრული. უფალო შემიწყალე!!! 14 სექტემბერი 2005 წელი. ამონარიდი ნოველიდან.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. როგორ პოულობ თავს თითოეულ ფრაზაში როდესაც საკუთარ კანზე გაქვს გამოცდილი,მტკივნეულია.წარატებები ავტორს! +++++ როგორ პოულობ თავს თითოეულ ფრაზაში როდესაც საკუთარ კანზე გაქვს გამოცდილი,მტკივნეულია.წარატებები ავტორს! +++++
11. მეც მქონდა ნოსტალგიის შემოტევა....:)))))) მეც მქონდა ნოსტალგიის შემოტევა....:))))))
10. ლუტეცია ბევრი ახლობელი მყავს ემიგრანტი, ამიტომაც ავირჩიე ეს თემა. მცირე ხნით მეც ვიმყოფებოდი ემიგრაციაში და კარგად მესმის მათი.
ლუტეცია ბევრი ახლობელი მყავს ემიგრანტი, ამიტომაც ავირჩიე ეს თემა. მცირე ხნით მეც ვიმყოფებოდი ემიგრაციაში და კარგად მესმის მათი.
9. შთამბეჭდავია. წარმატებები ავტორს. შთამბეჭდავია. წარმატებები ავტორს.
7. მარიო დღიურის სახით არაა, ჩართულია რამდენიმე. ამით მინდოდა უკეთ გადმომეცა გმირის სულიერი განწყობილება. გმადლობთ ყველას, ვინც წაიკითხეთ. მარიო დღიურის სახით არაა, ჩართულია რამდენიმე. ამით მინდოდა უკეთ გადმომეცა გმირის სულიერი განწყობილება. გმადლობთ ყველას, ვინც წაიკითხეთ.
6. დამაინტერესა თქვენმა ნოველამ ქალბატონო ნუნუ. მგრძნობიარედ და ხატოვნადაა დაწერილი. დღიურების სახითაა? 5++++ დამაინტერესა თქვენმა ნოველამ ქალბატონო ნუნუ. მგრძნობიარედ და ხატოვნადაა დაწერილი. დღიურების სახითაა? 5++++
5. მგრძნობიარე +5 მგრძნობიარე +5
4. მუხა დამთავრდა კოშმარი, დაბრუნდა ნაწარმოების მთავარი გმირი სამშობლოში და განაგრძობს ცხოვრებას. მუხა დამთავრდა კოშმარი, დაბრუნდა ნაწარმოების მთავარი გმირი სამშობლოში და განაგრძობს ცხოვრებას.
3. მტკივნეული თემაა, რა თქმა უნდა... ისე საინტერესოა, ავტორი თვითონ ბრძანდება ემიგრანტი თუ რას მივაწეროთ ამ თემის სიჭარბე მის ნაწარმოებებში? მტკივნეული თემაა, რა თქმა უნდა... ისე საინტერესოა, ავტორი თვითონ ბრძანდება ემიგრანტი თუ რას მივაწეროთ ამ თემის სიჭარბე მის ნაწარმოებებში?
2. 2005 წელი. ახლა 2013 წელია, დამთავრდა კოშმარი? დაბრუნდა? ღმერთი იყოს ყველა ემიგრანტის მფარველი! 2005 წელი. ახლა 2013 წელია, დამთავრდა კოშმარი? დაბრუნდა? ღმერთი იყოს ყველა ემიგრანტის მფარველი!
1. მეჩვენება, რომ დრო გაიყინა და აღარ იძვრის ადგილიდან. ყველა ემიგრანტის გულში ასეთი ფიიქრებია მეჩვენება, რომ დრო გაიყინა და აღარ იძვრის ადგილიდან. ყველა ემიგრანტის გულში ასეთი ფიიქრებია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|