ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: იუმორისტული
19 ოქტომბერი, 2013


სახლობანა :)

მართალია ზრდასრულები ვართ ასაკით მე და შენ,
მაგრამ მგონი არაფერი არის ცუდი ამაში,
რომ ჩვენ ორმა, პირობითად: მამა - მე, და დედა - შენ,
ბავშვებივით წამოვიწყოთ სახლობანას თამაში...

სახლი ერთად ავაშენოთ, რომ ორივეს მოგვწონდეს,
მე მოვაწყობ ეზოს, შენ კი შიგნით გაალამაზე,
იცი, მე ძალიან მინდა საქანელა რომ გვქონდეს,
ან იქნებ ჰამაკი ჯობდეს, შენ რას იტყვი ამაზე?..

ერთად ხშირად ვისეირნოთ, ჩვენი ავტომობილით,
საჭესთან შენ დაგსვამ ხოლმე, მე – გვერდით დაგიჯდები,
თუკი ავად გამიხდები, ისე მაგრად მოგივლი,
ისე მაგრად მოგივლი, რომ თვითონაც გაგიჟდები!..

სამსახურის საათებში, შენ რომ არ მოიწყინო,
დღეში ასჯერ დაგირეკავ, მოგიკითხავ რას შვები...
საღამოობით ვესტუმროთ ხან თეატრს და ხან კინოს,
ღამ-ღამობით კი ვიპოვოთ კომბოსტოში ბავშვები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები