ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
21 ოქტომბერი, 2013


მახსოვრობიდან

/“ისტორიას დარჩება ის, რაც ვიპოვეთ ჩვენ -
მე და შენ, მე და შენ.” - ირაკლი ჩარკვიანი/
________


მწიფე სიმინდებში ქვედატანს მალავდა,
თავშალი ებურა ციხე და სიმაგრე
მე ოფლი მდიოდა – მეკიდა გვალვა და
ვიდექი. თან სისხლიც ყურებში წიოდა..
(როგორ მოდიოდა...)
---------------------------------
მოვიდა,
საგზალი გვაახლა, ნიკაპი,
თოხებზე დაგვეყრდნო ველოდით.
ხელს გვბანდა, იქამდე ვიფშვნიტე მტევნები,
ვიდრე არ დაცალა ის სავსე ხელადა..
(თვალი შევაჩვიე..)
------------------
დაგვირჩა სანამდის ფსკერი არ ვუწიეთ ოჯალეშს,
მჭადები ჩიტების საკენკად ვაქციეთ სანამდის.
თვალები წვივებზე მშიერი გველივით მოვავლე,
გოგოა ისეთი საშველი არსაით არ არის.
(იქნებ შემიყვარდა... )
---------------------
წავიდა. საღამოს თოხები მხარბეჭზე გავიდეთ.
ამაღამ გზა მაქვს-თქო გადაღმა (მიზეზი მოვიდე)
ბიჭები შარაზე წინდაწინ გავუშვი გლახაკმა.
ჭალაში გვირილა კონებად მკლავებში მოვიგდე.
(ვინძლო რამ გავბედო.)…
-------------------------
დაღამდა. სარკმელზე კენჭები ანაზდად მივაგდე.
გვირილა უყვარსო ვარწმუნე თავი და ველოდი.
ველოდი დილამდე, დილამდე ველოდი.. დილამდე.
სიზმრები გავლიე ბაგეზე იმ ქალის გემოთი.
(ეს რა დავიჩემე)
-------------------------
გათენდა და თვალის გახელას მაცლიდა ვიდრე მზე,
ის ქალი ფანჯრიდან გადმოდგა - ღიმილით, მზისერთა.
პერანგი შეხსნოდა ვიდრემდის მკერდია, მივენდე
მის მზერას. ო, როგორ მზესავით
მიმზერდა ...
მიმზერდა...
(თავადაც მზე არის.)
------------------------
და როცა იმდენად შემოდგა დღე, ოქროს ყანებზე,
რომ გოგოს კარები დედილომ სიფრთხილით შეაღო .
დაუხვდა სარკმელი ღია და უსწრაფეს ქარებზე,
მომსდია მდევარმა.
შენ!
ბედო!
ბედივით ვერაგო!
(იქნებ გამიღიმო... )
-----------------------
მე, ახლა ამ ამბებს, როდესაც ვიხსენებ, ვინთები.
ვიყავი ბიჭი და თან მყავდა ცოლი, თან მხედარი.
ის ქალა, ახლა რომ პურებზე ჯვარს უსვამს თითებით,
ეგ არის ის ქალა, ის ჩემი წადილი ეგ არის.
(წლები დამელია)
-----------------------
ჰო, ჩემო კესანე აქ მოდი გაშალე თავშალი.
მომიჯექ, მოგიყვე როდესაც ყანაში გაგიცან,
თუ როგორ გავგიჟდი, ავზვირთდი, ავღელდი, გავშმაგდი.
თუ როგორ მოვიდა ოცნება, ნაბიჯით ქალისა.
(როგორ მოდიოდი...)



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები