ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
22 ოქტომბერი, 2013


ფიქრები "თქვენზე"

აზრები მრუში, ამინდი - მრეში,
სასმელზე ფიქრი უკვე დილიდან.
გაგრძელდა ჩემი ყოფნა ამ დღეში,
ეს ყოფაც ყელში ამომივიდა!
დროს არასოდეს სცალია ჩემთვის,
დღე ფოთოლივით სცვივა კალენდარს.
ამ ცას ცხვირპირზე ჩამოსდის ზეთი,
და რა უჟმური მოჩანს გარედან.
კედელზე ბზარმა დააღო პირი,
ჭერსაც თოვლივით ცვივა ბათქაში.
ყველა "შემდგარის" დედაც ვატირე,
გამოვუცხადე ჩემს ბედს "შაბაში"!
ზევიდან მიცქერს ვიღაცა ნეხვი,
რომ არ ვიკადრე თავზე საცხის სმა,
ის - ესკორტით და მე კიდე -ფეხით,
რა მოხდა მერე, თუკი აცივდა...
ევოლუციამ წაგვაძრო კუდი,
თუმცა, რეფლექსი დარჩა ქიცინის.
-როგორ ხრავს ჩრჩილი ღირსების მუნდირს,-
თქვა სიმთვრალემ და მოკვდა სიცილით...
                22.10.13





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები