მე დავიკარგე ვით ურჩი კაკალი, ვით კენჭი, ნასროლი ნეპტუნის ქოჩორზე, როდესაც ამიტანს წერა და კანკალი, და ქრისტე შეჯდება ეგვიპტურ ჩოჩორზე
მივდივარ, ვაბიჯებ პალმებს და სამოსელს ჟივიან ბავშვები და ისმის "ოსანა!" მახსოვს ფარაონი, გამოსვლა და მოსე თუმცა რაებს ვამბობ, ვირი და მგოსანად?!
ეს, მე ვარ რაბინი ხუჭუჭა კულულით არ მიყვარს შფოთი და რჯულის გამტეხი, ვიყიდი ყველას, ამ ფულის ბულულით, მომწონს ქაშერი და ნისანის დამდეგი,
საერთო ფესახი და ყველა მაცათი, გვიჭირავს ხმიადი და მწარე მწვანილი, ვიხსენებთ ყველაფერს რაც ჩვენ გვაქვს ნაცადი რაც კი დაგვმართნია, გვაქვს გადატანილი
ჯერ იყო მონობა მიწებზე ნილოსის, მერე ხეტიალი უდაბნოს ქვიშაში, გვქონდა მანანა და კვართი ტილოსი მივყავდით მოსეს იქ აღთქმულ ნიშაში,
რომ მივაღწიეთ ჩვენ აღთქმულ ქვეყანას ზღვის ხალხი დაგვხვდა იქ უცხოტომელი, და ვეღარ გავბედეთ მუნ ხალხის შეყვანა, გული გაგვიტყდა, დავკარგეთ რომელიც
კვლავ იყო ბრძოლა ურწყულ მიწებზე, თითქოს დაგვებედა უსრული წანწალი გაქრა ოცნება ლიბანურ წიწვებზე უდაბნოს სამუმის გავხდით ჩვენ წაწალი,
მაინც მივაღწიეთ მას, რასაც დაგვპირდა უფალი მაღალი და ყოვლის მძლეველი ავიღეთ ქალაქნი და როცა დაგვჭირდა, ვიყავით ხალხებზე მახვილის მწეველი,
ვაშენეთ ქალაქი, და იყო ძლიერი გვყავდა დავითი და სოლომონი ყველგანაც გვასახლეს, ვრჩებოდით მშიერიც იმედი ხდებოდა მთავარი ბომონი,
მერე მრავალჯერ დავბრუნდით მიწაზე, რომელსაც ჰქვია მებრძოლი ბატონთან დაგვიპყრო რომმაც, გვაჭედა ფიცარზე და გაგვახსენა მონობა ატონთან,
სწორედ იმ წლებში ველოდით მესიას და მართლაც ვიღაც გამოჩნდა ნაზარეთს, ერქვა იეშუა და ხალხი ესია ნიშნებს გვაჩვენებდა, აცოცხლა ლაზარეც
მაგრამ რჯულს არღვევდა და თან ჩვენ გვამხელდა ყელამდე ცოდვებში ვყოფილვართ ჩაფლული და ბოლოს სწორედ ის ხალხი აღელდა თავისი სიტყვებით რომ ჰყავდა გაბმული,
თავად მისივე მოწაფემ გასცა ოცდაათ ვერცხლად, შეიყრეს მალაქი მგონია შიშის თავზარი დასცა, რომ აუჯანყდა მას მთელი ქალაქი
სწრაფად შეიპყრეს, დაჰკითხეს, ცემეს და წარუდგინეს ქალაქის პრეფექტს, თითქოს იელვა დღეებმა კემეს: ის იყო ჩუმად და ახდენდა ეფექტს,
მსაჯული რბილობდა– უნდოდა გაეშვა მაგრამ მრისხანებდა რაბ–სინედრიონი, არ ვიცი ამ დროს რა კერპი აეშვა და ხალხსაც ბოლომდე შეუჩნდა მიონი
და ბრბო აზვირთდა მრისხანე ტალღად ყვიროდა:\"ჯვარს აცვი ეგ რჯულის მგმობელი\" მერე ის რისხვა თხემის მთას წალღვა, ჯვარზე დააკრეს სამყაროს მშობელი,
ფერდიდან სისხლი და თვალთაგან ცრემლი სდიოდა, იდგა უტყვი გოდებით ჯვარზე კვდებოდა სამყაროს გრდემლი და ლოცულობდა ის აბოდებით:
\"ღმერთო, ღმერთო რატომ მიმატოვე სიბნელემ დაფარა ორთავ სულისკარი მხოლოდ შენ იცი ჩემი სიმარტოვე უგულო ხეზე გულად გავეკარი
მამავ ჩემს სულს ვაბარებ შენს მტევანს\" ეს თქვა და სულიც თან ამოატანა გაფრინდა, გაჰყვა ჩრდილების რხევას და როგორც ყველა ჩაყლაპა სატანამ...
მაგრამ გამოჩნდა უცხო ნიშანი ცხედარი გაქრა ვით კენჭი ზღვაში, გახდა არსება მუდამ ნისანი, მტერი დაიბა თავის რისხვაში
კარი გაიღო მუდმივ ქორწილის, მაგრამ ეს ყველამ არ იცის დღემდე, ძველი წესების ვართ კვლავ მორჩილი მაინც მივიწევთ სიცოცხლის ხემდე,
ველით მაშიახს ზეცით მომავალს, რომელიც მოგვცემს ფლობას ყოველის და ბოლოს მაინც გავივლით ტრამალს ჩვენ ვართ რჩეული მიწის მპოველი...
როცა მოკვდება მკითხველი თორის და ასვენია მისი ცხედარი რაბინი მიდის, ჩურჩულებს, შორი ჭეშმარიტების ეს ცრუ მხედარი
და ეუბნება უკვე გარდაცვლილს, რომ სხვა მესია არასდროს მოვა, ის უკვე იყო, ვნებათგან დაცლილ აინ სოფიში ადგილი ჰპოვა,
ყოველი არის მისი სახელი, ფრთებით დაფრინავს თუ დადის მიწაზე და როცა ხედავს კარებს გახელილს, ადამი ფიქრობს სწორედ იმ წამზე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. წარმატებები
წარმატებები
12. გმადლობთ :) გმადლობთ :)
11. ავატარი ძალიან მაგარი გაქვს. ლექსშიც არის საინტერესო ადგილები. 2+ იმედია უფრო უკეთეს ლექსებს წავიკითხავ ამ გვერდზე.წარმატებები. ავატარი ძალიან მაგარი გაქვს. ლექსშიც არის საინტერესო ადგილები. 2+ იმედია უფრო უკეთეს ლექსებს წავიკითხავ ამ გვერდზე.წარმატებები.
10. მომეწონა, იყო კარგი ადგილები. წარმატებები ავტორს! +2 მომეწონა, იყო კარგი ადგილები. წარმატებები ავტორს! +2
9. ყველას დიდი მადლობა ვინც წაიკითხეთ, მეტს კრიტიკას ველი :* ყველას დიდი მადლობა ვინც წაიკითხეთ, მეტს კრიტიკას ველი :*
8. რელიგიური შეხედულებებზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან რელიგია ის გამონაკლისია სადაც კამათში ჭეშმარიტება არ იბადება.
რაც შეეხება ნაწერს ეს არ არის ლექსი, რელიგიური შეხედულებებზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან რელიგია ის გამონაკლისია სადაც კამათში ჭეშმარიტება არ იბადება.
რაც შეეხება ნაწერს ეს არ არის ლექსი,
7. ანუ, ებრაელები დღესაც ელოდებიან მესიის მოსვლას. მათთვის იესო არ იყო მესია. ანუ, ებრაელები დღესაც ელოდებიან მესიის მოსვლას. მათთვის იესო არ იყო მესია.
6. რა მჭირს? დაუმთავრებლად მიმირბის კომენტარები?
რაც შეეხება, სურვილს - დასაფასებელია, რა თქმა უნდა. გარკვეული ადგილები კარგია, ერთი-ორი, ძალიან კარგიც. სამწუხაროდ, სუსტი და უარესიც გვხვდება. ამ ორს უნდა მიხედვა, ესაა და ეს.:) პატივისცემით რა მჭირს? დაუმთავრებლად მიმირბის კომენტარები?
რაც შეეხება, სურვილს - დასაფასებელია, რა თქმა უნდა. გარკვეული ადგილები კარგია, ერთი-ორი, ძალიან კარგიც. სამწუხაროდ, სუსტი და უარესიც გვხვდება. ამ ორს უნდა მიხედვა, ესაა და ეს.:) პატივისცემით
5. ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, როდესაც რაიმეს წერ, ის შენ გეკუთვნის. თუ მისწერ, შენ და მას. გამოქვეყნების შემთხვევაში, ვისაც ხელი მიუწვდება. აქედან გამომდინარე, როდესაც "საფრთხილო" თემებს ვეხებით, დიდი დაფიქრება გვმართებს რას ვწერთ, შემიძლია თუ არა, რა გამოვიდა და როგორ გაიგებენ. რატომღაც მგონია, (სულ ცოტა უკანასკნელ ორზე მაინც) ნაკლები ზრუნვა გამოიჩინა ავტორმა. ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, როდესაც რაიმეს წერ, ის შენ გეკუთვნის. თუ მისწერ, შენ და მას. გამოქვეყნების შემთხვევაში, ვისაც ხელი მიუწვდება. აქედან გამომდინარე, როდესაც "საფრთხილო" თემებს ვეხებით, დიდი დაფიქრება გვმართებს რას ვწერთ, შემიძლია თუ არა, რა გამოვიდა და როგორ გაიგებენ. რატომღაც მგონია, (სულ ცოტა უკანასკნელ ორზე მაინც) ნაკლები ზრუნვა გამოიჩინა ავტორმა.
4. მე დადებითად შევაფასებდი, ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ როცა ებრაელი მოკვდება, მათი მოძღვარი არნუ რაბინი, მიცვალებულს ლოცვების წაკითხვის შემდეგ ეუბნება, რომ მესია უკვე მოვიდა. ანუ აქედან გამომდინარე, ყველა რაბინმა იცის, რომ აღარ ემსახურებიან ჭეშმარიტებას და თითქოს მკვდარს უმხელენ ამ საიდუმლოს. თუნდაც ამიტომ მომეწონა ეს ლექსი. თანაც ბევრი საინტერესო რითმები ვნახე, თუმცა ლექსი აქა-იქ მოიკოჭლებს. მე დადებითად შევაფასებდი, ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ როცა ებრაელი მოკვდება, მათი მოძღვარი არნუ რაბინი, მიცვალებულს ლოცვების წაკითხვის შემდეგ ეუბნება, რომ მესია უკვე მოვიდა. ანუ აქედან გამომდინარე, ყველა რაბინმა იცის, რომ აღარ ემსახურებიან ჭეშმარიტებას და თითქოს მკვდარს უმხელენ ამ საიდუმლოს. თუნდაც ამიტომ მომეწონა ეს ლექსი. თანაც ბევრი საინტერესო რითმები ვნახე, თუმცა ლექსი აქა-იქ მოიკოჭლებს.
3. დასაფასებელია ავტოირს მონდომება ბიბლიის გალექსვისა, თუმცა ვფიქრობ, რომ საკმარისად არ მოინდომა, თორემ უკეთესად გამოუვიდოდა. ხომ იცით, რამდენადაც დიდია წიგნი, მით უფრო დიდია მოლოდინი და მოთხოვნა.
მამავ ჩემს სულს ვაბარებ შენს მტევანს\" ეს თქვა და სულიც თან ამოატანა გაფრინდა, გაჰყვა ჩრდილების რხევას და როგორც ყველა ჩაყლაპა სატანამ... - ეს არის მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება შეეწიროს რითმას შინაარსი. რა შუაშია აქ სატანა?!
წარმატებები. დასაფასებელია ავტოირს მონდომება ბიბლიის გალექსვისა, თუმცა ვფიქრობ, რომ საკმარისად არ მოინდომა, თორემ უკეთესად გამოუვიდოდა. ხომ იცით, რამდენადაც დიდია წიგნი, მით უფრო დიდია მოლოდინი და მოთხოვნა.
მამავ ჩემს სულს ვაბარებ შენს მტევანს\" ეს თქვა და სულიც თან ამოატანა გაფრინდა, გაჰყვა ჩრდილების რხევას და როგორც ყველა ჩაყლაპა სატანამ... - ეს არის მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება შეეწიროს რითმას შინაარსი. რა შუაშია აქ სატანა?!
წარმატებები.
2. მე ძალიან მომწონს <3 მე ძალიან მომწონს <3
1. ნიკის და სათაურის გამო უფრო საინტერესოს მოლოდინი მქონდა.
ბიბლიური სიუჟეტის არცთუ წარამტებული გალექსვაა, ჩემი აზრით.
ნიკის და სათაურის გამო უფრო საინტერესოს მოლოდინი მქონდა.
ბიბლიური სიუჟეტის არცთუ წარამტებული გალექსვაა, ჩემი აზრით.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|