ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პილი-გრიმი
ჟანრი: პოეზია
25 ოქტომბერი, 2013


დაცინვის პასუხი

ჩუმად იყავი, შენ კიარა მე ვარ პოეტი,
შენ ვერ შეძლებდი, თვით სიკვდილშიც მუზა გენახა,
ჩუმად იყავი, შენ კიარა მე ვარ პოეტი,
სტროფს შენ ვერასდროს გაახარებ ერთ ძირ ვენახად,

ჩუმად იყავი, შენ კიარა, მე ვარ პოეტი,
იქნებ რაიმე შენც გაიგო ამ სიჩუმეში,
ეს მე ვღაღანებ წუთისოფლის უდაბნოეთში,
ეს მე ვცახცახებ გულგრილობის თეთრ სიცივეში...

ჩუმად იყავი, შენ კიარა, მე ვარ პოეტი,
მე ვამზადებდი ქვის ლოდისგან პირველ იარაღს,
შენ ხომ არ იცი, ფარნავაზიც რომ მე ვიყავი
და ვიშუშებდი გორგასალის ბოლო იარას...

ჩუმად იყავი, შენ კიარა, მე ვარ პოეტი
და მკლავს მაჭრიდნენ, სვეტიცხოველს თუმცა ვაგებდი,
ვნებააშლილი რუსთაველიც ეს მე ვიყავი
და უცხო მოყმეც, მწუხარებას რომ არ დავნებდი...

ჩუმად იყავი, შენ კიარა, მე ვარ პოეტი,
ეს მე ვიყავი, მე ვებრძოდიი თურქებს დიდგორში,
ჩუმად იყავი, შენ კიარა, მე ვარ პოეტი, _
თითქო ხვდებოდე, რა ხიბლია ყოველ თითქოში...

ჩუმად იყავი, შენ კიარა, მე ვარ პოეტი,
მე მოვუქსოვე საქართველოს ჯაჭვის პერანგი,
ჩუმად იყავი, შენ კიარა, მე ვარ პოეტი,
ნუ ხარ ცბიერი, ნუ ხარ ხარბი, ნუ ხარ ვერაგი!..

ჩუმად იყავი, შენ კიარა, მე ვარ პოეტი,
შენ კი სადა ხარ, სად იყავი ნეტავ ამდენ ხანს,
ეს მე გეძახდი, მარაბდაში როცა ვომობდი
და კრწანისში რომ შეველეწე აღა მახმად-ხანს,

ეს მე ვიყავი ამირანი, კლდეზე მიბმული
და ყვავ-ყორნები მიახლებდნენ გულზე იარას...
როცა ვთესავდი, როცა ვმკიდი, როცა ვიბრძოდი,
შენ სად იყავი _ შენ ხომ არა გაგიგია რა?!

ჩუმად იყავი, შენ კიარა, მე ვარ პოეტი!..


                                                                                                          მეგობრებო, არანაირ პრეტენზიას არ ვაცხადებ პოეტობაზე და ნუ
                                                                                                            დამიწყებთ ახლა შეგონებებს. უბრალოდ, როცა მჯეროდა რომ ჩემგან
                                                                                                            დიდი პოეტი გამოვიდოდა, ერთმა სუბიექტმა ძალიან გამაბრაზა და...
                                                                                                              ძველი ლექსია, მოკლედ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები