 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 1 ნოემბერი, 2013 |
არ მომბეზრდება შენზე წუხილი, თუმცა, გჭირდება ვიცი, არაფრად... დროს ჩემი დარდი მიმოუხილავს, როცა შეჰყრია წლების ქარავანს. ბედმა სხვაგვარი ხედვა მარგუნა, ვკითხულობ მზერით გულის ნადებსაც. თუ გინდა, მთები გადააბრუნე, მე მაინც ვიცი, სად რა გაგექცა, ზოგი ფიქრში და ზოგიც სიცხადით, არაფერია ჩემგან მალული. და სანამ მთავარს გამორიცხავდე, შენ გულს გადაღმა ზის სიყვარული, რომელიც შენგან არაფერს ითხოვს, გარდა შენივე კარგად ყოფნისა. რა მოხდა, თუკი მოაკლდა სითბო შენი წვრთნის მერე ყოფის „ოფიცერს“... შენ შენი გზა გაქვს, შენი სავალი, ქვეყნად კაციც და ფიქრიც ხუცდება. ბედს ერთი რამე კი დავავალე, დამპირდა - ფეხი არ მოუცდება! 31.10.13
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მომწონს......:) მომწონს......:)
7. 5 ქულა, უკომენტაროდ. 5 ქულა, უკომენტაროდ.
6. კარგია! !შენ გულს გადაღმა ზის სიყვარული, რომელიც შენგან არაფერს ითხოვს, კარგია! !შენ გულს გადაღმა ზის სიყვარული, რომელიც შენგან არაფერს ითხოვს,
5. "თუ გინდა, მთები გადააბრუნე, მე მაინც ვიცი, სად რა გაგექცა," ძალიან მეახლობლა, ამის სათქმელად შემოვბრუნდიო...:-*
"თუ გინდა, მთები გადააბრუნე, მე მაინც ვიცი, სად რა გაგექცა," ძალიან მეახლობლა, ამის სათქმელად შემოვბრუნდიო...:-*
4. რა კარგია,,,:-* როგორ მიყვარს ასეთი თბილი, სევდიანი, კეთილშობილი ლექსი...ქალური...:) 5 რა კარგია,,,:-* როგორ მიყვარს ასეთი თბილი, სევდიანი, კეთილშობილი ლექსი...ქალური...:) 5
3. "გასპაჟა ოფიცერო", წვრთნები ისევ იქნება ! :)
"გასპაჟა ოფიცერო", წვრთნები ისევ იქნება ! :)
2. "მამაკაცს ყოველთვის უნდა ქალის პირველი სიყვარული იყვეს, ქალები უფრო შორს მჭვრეტელნი არიან და სურთ იყონ მამაკაცის უკანასკნელი ვნების საგანი." ოსკარ ვაილდი "მამაკაცს ყოველთვის უნდა ქალის პირველი სიყვარული იყვეს, ქალები უფრო შორს მჭვრეტელნი არიან და სურთ იყონ მამაკაცის უკანასკნელი ვნების საგანი." ოსკარ ვაილდი
1. არაფრისმთქმელი --5 იცის ავტორმა ,როგორ მიყვარს ეს გვერდი. არაფრისმთქმელი --5 იცის ავტორმა ,როგორ მიყვარს ეს გვერდი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|