 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 3 ნოემბერი, 2013 |
იცოდე პატარავ,შენ,ჩემი თვალების კაშკაშა სხივი ხარ წარსული დღეები ძალაგამოცლილი,ჩავლილი შტორმია, სანამ შენ გიყურებ,სიკვდილი ვერაფერს,ვერაფერს ვერ მიზამს, ბოლო სტრიქონები ძალიან,ძალიან ძალიან შორია... ღრუბლები მიდიან და ცაზე სილურჯე თანდათან მატულობს, შენი არსებობა ჩემთვის ჰაერზე და ამ ცაზე მეტია, რაც შენ აგიჩემე,მას შემდეგ ცხოვრებას სულ აღარ ვართულებ, თავი დავანებე მთვარეს და ქუჩაში უაზრო ხეტიალს, შენ იცი,იცი რომ ჩემთვის ეგ თვალები ღმერთისკენ ხიდია, მე უნდა ვიფრინო,ჩვენ უნდა ვიფრინოთ, ჩვენ უნდა ვიფრინოთ! ჩვენი ერთად ყოფნა არის,არსებობის მთავარი იდეა, მე შენ მიხარიხარ და სხვებმა თუ უნდათ დღედაღამ იტირონ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ისეთი ავტორი ხარ რაც არ უნდა დაწერო მესმის ხოლმე. გადმოცემის საოცარი უნარი გაქვს. ნებისმიერ დროს მსიამოვნებს წაკითხვა :) არ გიყვარს ზედმეტი ჩხარაჩხურების მიწეპება ლექსზე და ეს ჩვეულებრივი გულწრფელობა არის მთავარი ისეთი ავტორი ხარ რაც არ უნდა დაწერო მესმის ხოლმე. გადმოცემის საოცარი უნარი გაქვს. ნებისმიერ დროს მსიამოვნებს წაკითხვა :) არ გიყვარს ზედმეტი ჩხარაჩხურების მიწეპება ლექსზე და ეს ჩვეულებრივი გულწრფელობა არის მთავარი
4. კარგი კაცი ხარ შენ მუხბე, კარგი პოეტი. კარგი კაცი ხარ შენ მუხბე, კარგი პოეტი.
3. ღმერთმა სიყვარულით გატაროს. 5. ღმერთმა სიყვარულით გატაროს. 5.
2. მომწონს ეს მარადიული სიყვარულის ახსნა. მომწონს, რომ ავტორი თავის განცდებზე ამახვილებს ყურადღებას და არა ისეთ წარმავალ რამეებზე, როგორიცაა მაგალითად ადრესატის გარეგნობა. :) მომწონს ეს მარადიული სიყვარულის ახსნა. მომწონს, რომ ავტორი თავის განცდებზე ამახვილებს ყურადღებას და არა ისეთ წარმავალ რამეებზე, როგორიცაა მაგალითად ადრესატის გარეგნობა. :)
1. კარგი მიძღვნაა, ვისაც ეკუთვნის გაუხარდება. კარგი მიძღვნაა, ვისაც ეკუთვნის გაუხარდება.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|