მთელმა არსებამ მოიყარა თავი სახეში, მიიღო ფორმა მოკუნტული, ცარცისფერ კაცის, რომელსაც ჰქონდა დამნაშავე ძაღლის თვალები და ძაღლის კუდი - ამოკრული უკანა ტანზე.
სწრაფად ახადა თავსახური ორივე თვალს, თავი ამოყო, ნაჩქარევად დაზვერა არე, კვლავ ჩაიმალა და წამსვე სახეს წიხლნაკრავივით გადაურბინა.
გზის გადაჭრისას ის შავ კატად გარდაისახა. მან გაირბინა თვალების გასწვრივ, ფერმკრთალი ჩრდილი კი სრულიად სახეს მოედო.
ის დაითარსა, როცა ვიღაც გხედავს გარბიხარ, სურვილი იპყრობს გამოგეკიდოს. ეს სურვილი გადამდებია. ცოტა ხნის შემდეგ ერთის ნაცვლად სდევდა 13, 13-ს 13 მიემატა ცოტა ხნის შემდეგ.
და ის გარბოდა, რაც ღონე ჰქონდა, გარბოდა ისე, რაც კი შეეძლო, მისი სურვილი თავისდაღწევის ერთი ნაბიჯით უსწრებდა სხეულს.
როგორც სიზმარში, მისი ხორცი იდგა უძრავად, ის იყო მღვიმე, სტალაქტიდი - ხმა შეყინული, დასახმარებლად დაძახება ძლიერ რომ სურდა, მაგრამ ყელიდან გამოსასვლელ გზას ვერ მიაგნო.
სული - ღამურა - გაშლილი ფრთებით ღია თვალებში იყო გაჩრილი, ეს სულსწრაფობის ბრალი თუ იყო, ეს არ ეწერა უძრავ თვალებში.
სრულიად სხვა რამ ეწერა მათში, თვითგადარჩენის სასაფლაოზე მოჭრილი გზების გადამხმარ ტოტებს ემოსათ შავი ყორნის ფრთასავით.
მისი ცხოვრების შუაღამეში მიკიოტები კიოდნენ გაბმით.
ის სანაგვესთან მისი სისხლის გუბეში იწვა, ხოლო სახეზე უსასრულო დაღლა ეხატა. არ გახდებოდა ასეთი ხსნა ალბათ საჭირო, დასაწყისში მას შიში რომ არ გამოეხატა...
ის შავი კატა, მისი გამცემი, იგივე ქუჩას კვეთდა უკუსვლით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. დიდი მადლობა jonatan livingstoni., ჭა.:*, სანდრე თორელი.. თქვენც წარმატებას გისურვებთ დიდი მადლობა jonatan livingstoni., ჭა.:*, სანდრე თორელი.. თქვენც წარმატებას გისურვებთ
3. კარგი იყო..მძაფრი შეგრძნებებით...უზუსტესი ემოციებით...:-* 5
”მისი სურვილი თავისდაღწევის ერთი ნაბიჯით უსწრებდა სხეულს.” კარგი იყო..მძაფრი შეგრძნებებით...უზუსტესი ემოციებით...:-* 5
”მისი სურვილი თავისდაღწევის ერთი ნაბიჯით უსწრებდა სხეულს.”
2. წარმატებები +2 წარმატებები +2
1. ფანტასმაგორია.
შიშის პორტრეტი .
"სული - ღამურა - გაშლილი ფრთებით ღია თვალებში იყო გაჩრილი, "
მომეწონა, რა თქმა უნდა.
ფანტასმაგორია.
შიშის პორტრეტი .
"სული - ღამურა - გაშლილი ფრთებით ღია თვალებში იყო გაჩრილი, "
მომეწონა, რა თქმა უნდა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|