ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა_22
ჟანრი: პროზა
9 ნოემბერი, 2013


ახლა ერთად ვართ (გაგრძელება)

                (გაგრძელება)

  საავადმყოფოდან სახლში ზარზეიმის გარეშე წაგვიყვანა, მაგრამ ბავშვს გვარი მისცა და ჩვენზე ზრუნვა დაიწყო. გოგონას ანანო დავარქვით.  ლამაზი ბავშვი იყო და ლამაზადაც იზრდებოდა.  დათო ჩვენზე ზრუნავდა, თუმცა თავის საკუთარ შვილზე ლაპარაკი მალევე  წამოიწყო.  ცოტა კი გავოცდი, ასე მალე მაინც ვერ გავზრდით მეორეს მეთქი, მაგრამ ჯიუტად მთხოვდა, მეორე ბავშვი გამეჩინა.  მე კი, თითქოს განგებ , ბავშვი არ მიჩნდებოდა.

    ანანო წამოიზარდა, ჩვენ კი მეტი შვილი არ შეგვეძინა.  ახლობლები გაკვირვებული იყვნენ, დათო სულ ბიჭზე ოცნებობდაო.
რამდენჯერმე კიდევაც ვიმკურნალეთ, თუმცა  უშედეგოდ.  აშკარად ოჯახს საფუძველი ერყეოდა...გაღიზიანებული ჩემი ქმარი მეც და ბავშვსაც ცუდად გვექცეოდა ხოლმე, ნასვამი კი ბავშვს აშკარად ვერ იტანდა.
ეგონა, რომ მე შვილს განგებ არ ვაჩენდი...  ამის გამო ბევრჯერ უსიამოვნება  სერიოზულ ჩხუბში გადაგვეზარდა...ცხოვრება
ჯოჯოხეთად მექცა.
    მერე  სამსახური მეც ვიშოვე და შემოსავალ გავიჩინე, თუმცა ერთ დღესაც ბავშვისთვის საჭირო თანხა რომ არ
მომცა და  ხმამაღლა მიყვირა, რისთვის ხარჯავთ ამდენსო, მივხვდი საქმე უფრო სერიოზულად იყო, ვიდრე მეგონა...
  მივხვდი, რომ ჩემი ოჯახი არ შედგა.. . ამას მალევე მივხვდი, მაგრამ პირველად შევეცადე სიტუაცია როგორმე გამომესწორებინა,
განსაკუთრებული მზრუნველობა გამოვიჩინე მეუღლის მიმართ და შევეცადე ოჯახი შემენარჩუნებინა.
გამიმართლა და ბავშვის გაჩენის შანსი მომეცა, დავფეხმძიმდი.  დათოც გავახარე და ანანოც, ამით  ორივეს გახარება შემეძლო  და ოჯახის გადარჩენაც, მაგრამ  ნაყოფი ვერ შევინარჩუნე და ...


  ცხოვრება ისე აეწყო, რომ უმეტესად მშობლებთან ვიყავი, რადგან ჩხუბს ისევ ცალკე ცხოვრება მერჩია. ანანოს მამა განსაკუთრებით უყვარდა და არ მინდოდა, ეს ურთიერთობა გამეფუჭებინა...ამიტომ ხშირად ვაგზავნიდი ხოლმე მამასთან. დაბრუნებისას  ვკითხავდი, როგორ გაატარა შაბათ-კვირა,  შესანიშნავადო, მიპასუხებდა...
      ანანო 15 წლის იყო, როცა ფინანსურად ძალიან გამიჭირდა და საზღვარგარეთ წასვლა გადავწყვიტე, დათო დამეთანხმა, ანანოს ჩემი მშობლების და დედაჩემის იმედად ვტოვებდი.ბავშვი ხან ერთთან იქნებოდა, ხან მეორესთან, მე კი ფულს გამოვუგზავნიდი.
ვიცოდი, რომ ზაზას ოჯახი იტალიაში გადავიდა  საცხოვრებლად, ამიტომ მე საბერძნეთი ვარჩიე, დათოსაც რამე რომ არ ეფიქრა.


ოთხი თვეც არ იყო გასული, რაც უცხოეთში ვიყავი, რომ ერთ საღამოს ანანომ აცრემლებულმა    დამირეკა.გოგონა ტიროდა და აზრს თავს ვერ უყრიდა.  როგორ არ დავამშვიდე, მაგრამ მაინც ტიროდა და ტიროდა.ტელეფონი გავთიშე და დედაჩემს გადავურეკე.
----ანანო ტირის და რა მოხდა გამაგებინეთ მეთქი..
დედაჩემსაც ტირილი აუვარდა.  ამაზე კინაღამ გავგიჟდი,ავყვირდი, გამაგებინეთ ჩემს თავს რა ხდება მეთქი...
---მეც ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ ორი დღეა ანანო მამამისთან იყო წასული, ცოტა ცუდად იყო დათო და იმიტომო...შვილო, უნდა გამაგრდეო, ამ დილით დათო თავის სახლში გარდაცვლილი იპოვეს, მგონი თავი მოიკლაო...

----ანანო მაგ დროს სად იყო მეთქი---ავბღავლდი ნერვიულობისგან.
---ანანო სახლში ძალიან გვიან მოვიდა და ახლა აგერაა, ნერვიულობს და ტირისო.თვითონ ფაქტს არ შესწრებია, არაფერს ამბობს, მაგრამ ტირისო.
      მე გული წამივიდა. ალბათ თავი დავარტყი და გავითიშე.  პირველად, როცა მოვსულიერდი, წმინდა ბარბარეს საავადმყოფოში ვიყავი.  არაფერი მახსოვდა, მაგრამ ოდნავ  როგორც კი მოვიხედე, მაშინვე ყველაფერი გამახსენდა და ავტირდი...

    არც კი მახსოვს საავადმყოფოში ვინ მომიყვანა, ალბათ ჩემმა ბერძენმა სახლის პატრონმა. საავადმყოფოში ოთხი დღე დავრჩი,
ენა მე არ ვიცოდი  და სრულიად არანაირი ინფორმაცია არ მქონდა. მერე ვიღაც კურთხეულ ადამიანს, სავარაუდოდ სანიტარს, ჩემი გაჭირვება რომ დაუნახია, ქართველი, ექიმის დამხმარე,  ეგულებოდა  მთელ საავადმყოფოში ერთადერთი და მასთან მისულა,  იქნებ რამე გაგვაგებინოსო.
მეოთხე დილას თავზე ქართველი ქალი  დამადგა და ქართულად მკითხა:
----საიდან ხარ შვილო?---რა გქვია, ჩემო კარგო?
ქალს დავაკვირდი, რა ნაცნობის  სახე აქვს მეთქი, გავიფიქრე.
ქალი მოვიდა , მომეხვია, როგორ მიყვარს ქართველს როცა ვნახულობო, ალაპარაკდა...
---მარიამი მქვია, როგორ მიხარია, ქართველი რომ ხართ--ავტირდი მეც  და ამტკივდა ყველაფერი.
---აუცილებლად უნდა დაველაპარაკო ჩემ შვილს, როგორმე მომიხერხეთ რა---ძლივს ვიღაცას გავაგებინე ჩემი გაჭირვება.ქალი მეცნობა, ნაცნობი ნაკვთები აქვს, მაგრამ ქვეცნობიერი მეუბნება, რომ შეიძლება ვცდები...შეიძლება ავად  რომ  ვარ  , რამე მელანდება, თორემ ასეთი რამე ხომ ზღაპარშიც არ მოხდება...მოკლედ, თან ველაპარაკები და თან თვალწინ მიტივტივებს,  რომ  ეს ქალი ზაზას დედაა...
ისე შემაშინა ამ აღმოჩენამ, მთლად ავკანკალდი და სასწრაფოდ  ექიმი შემოიყვანეს, პაციენტს შეტევა აქვსო.

(გაგრძელება იქნება)



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები