ყველა შრომობს უღრან ტყეში, ციყვი მგელი, ირემი, მელამ ახლა მოიფიქრა რომ აღზარდოს შვილები.
,,ეშმაკუნად მიცნობს ყველა, არავინ არ მენდობაო, ორი დღით რომ მსურდა ყველი არავინ არ გამიწია მე დობაო.
ზამთარშიც რომ გაგვიჭირდეს ხომ დავრჩებით მშივრებიო, ჰოდა უნდა გამოვზარდო ყველასათვის საყვარელი თბილი, ზრდილი შვილებიო.''
სიკეთე რომ უბრუნდება ყველას- ამას მელაც მიხვდა და მსუნაგმა შვილის აღზრდა ამის გამო გადაწყვიტა.
გზას დაადგნენ დედა-შვილი. თან წაიღეს ერთი გუდა. ტყის აღმზრდეთან რიგში იდგნენ ბელი, მგელი, ზღარბი კუ და პაწაწინა მელაკუდა.
არ ისურვა დედა მელამ მოცდა ოცდა თხუთმეტ წუთს და უცბად ყველას გასაგონად დაიკვნესა- ვააი, ფეეხი სველ ფოთლებზე დამიცურდა!
შეატარეს დედა-შვილი სულ ურიგოდ მშრომელ ციყვთან. ციყვმა წინა ორი კბილი მოიფხანა, მერე აღარ დაახანა- ჩაიბარა ერთი ციდა.
მელას ასე დაუბარა ,,გაგეზრდება კარგი შვილი, ოღონდ ამის საფასურად, რადგან მტკივა წინა კბილი, დამიმტვრიე ზამთრის თხილი.''
დედამ ენა მოიჩლიფა, შენც ხომ ხედავ, ვინცა ვარო... უკბილო ვარ, შორი ტყიდან, მაგრამ ამ ვალს დაგიბრუნებ ჩემს წითელ კუდს ვფიცავარო!
დაითანხმა საბოლოოდ წამოვიდა კმაყოფილი. გზაზე ზამთრისთვის იყიდა ქილა თაფლი, ცოტა თხილი და რას ხედავს: მელაკუდას ხელები აქვს გამოწვდილი!
-,,ქილა თაფლი მე მომეცი,. ფეხი გტკივა, შენ, დედიო, თხილსაც ჯიბეში ჩავიყრი, შემომხედე, გავიზარდე მე დიდიო.''
და მთელი გზა ქილა თაფლით პირი ჩაიტკბარუნა, თხილიც სულ მთლად გამოცალა და ფეხნატკენ იმ უკბილოს არაფერი არგუნა.
მელამ- ტყუილს ვერ მიხვდაო და სიმართლე დამალა. ვეღარც თაფლი გამოართვა, და სახლამდე ნერწყვის ყლაპვამ დაღალა.
გზაში შვილი დაარიგა, შინ რომ მივალთ, დიდო ბიჭო, ეს თხილები დაამტვრიე, ცარიელ თაფლს ტკბილი გოზინაყი გვიჯობს.
სოროში რომ შეაღწიეს მელაკუდა იქვე მიწვა. ,,ვაი წელი''- თაფლის ზიდვამ მატკინაო ასე თქვა და მყისვე კუდი დაიფიცა.
მერე კბილმა შეაწუხა, ბრალიაო, დედი, თხილის, მოითხოვა ცხელი ჩაი, რომ ხვალამდე გაუაროს რადგან ტყის აღმზრდელტან მიდის!
ესეც ასე! ტყის ამბები ჯერ-ჯერობით ასეთია, თურმე ყველგან ასე ხდება ჩრდილოა თუ სამხრეთია...
აღიზრდება ზრდილი მელა? იამაყებს მისით ციყვი? შეეცვლება ნირი ნეტავ? მე ვერ ვხვდები, თქვენ რას იტყვით??
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. :D :D :D ანიი :DD :D :D :D ანიი :DD
23. ცოტა დიდი ბავშვებისთვისაა )))) ჩემმა ძმამ ძალიან კარგად გაიგო, მე-2 კლასშია ))))))))
ბავშვმა ჩამომიყალიბა ლექსის დედააზრი რასაც ქვია :დ ცოტა დიდი ბავშვებისთვისაა )))) ჩემმა ძმამ ძალიან კარგად გაიგო, მე-2 კლასშია ))))))))
ბავშვმა ჩამომიყალიბა ლექსის დედააზრი რასაც ქვია :დ
22. ბავშვებს სხვა დროს უფრო მარტივად დაუწერეთ ბავშვებს სხვა დროს უფრო მარტივად დაუწერეთ
21. მადლობა ხატია :* მადლობა ხატია :*
20. სასიამოვნოდ ჩავიკითხე :)) ესენიც დაგიტოვე ++ სასიამოვნოდ ჩავიკითხე :)) ესენიც დაგიტოვე ++
19. ფენეკის ამბებია, :) კარგი გასართობია ცერდოენებისთვის :) ფენეკის ამბებია, :) კარგი გასართობია ცერდოენებისთვის :)
18. უკვე გვითხარ.. ჩვენ რა გვეთქმის? :)) უკვე გვითხარ.. ჩვენ რა გვეთქმის? :))
17. არაფრის ანიუტა:) არაფრის ანიუტა:)
16. ^_^ მადლობა, მადლობა, მადლობა ^_^ ^_^ მადლობა, მადლობა, მადლობა ^_^
15. ანა ახალი ლექსი გვესაჭიროება სასწრაფოდ. ველოდები მე პირადად ძალიან . ამ ლექსსს კი ჩემი ++ ანა ახალი ლექსი გვესაჭიროება სასწრაფოდ. ველოდები მე პირადად ძალიან . ამ ლექსსს კი ჩემი ++
14. სავაბშვო ნაკლებად!!!! უკეთესის მოლოდინით!!!! სავაბშვო ნაკლებად!!!! უკეთესის მოლოდინით!!!!
13. აბა იგავ–არაკია? :)))) აბა იგავ–არაკია? :))))
12. ვითომ საბავშვოა ეს? ... ++++ ვითომ საბავშვოა ეს? ... ++++
11. ძალიან მიხარია <3 ძალიან მიხარია <3
10. ვა რა საინტერესოა, თითქოს საბავშვო ლექსია და რა აზრებია შიგნით ვა რა საინტერესოა, თითქოს საბავშვო ლექსია და რა აზრებია შიგნით
8. მელიის ამბავმა დასაწყისში მაგრად დამგრუზა. მელიის ამბავმა დასაწყისში მაგრად დამგრუზა.
7. დიდი, დიდი მადლობა ჭავ <3 მე ჩავთვალე რომ მაგაშიც აზრი დევს და ერთ-ერთი მთავარი იყო მოტივი, იმიტომ დავწერე...
დიდი, დიდი მადლობა ჭავ <3 მე ჩავთვალე რომ მაგაშიც აზრი დევს და ერთ-ერთი მთავარი იყო მოტივი, იმიტომ დავწერე...
6. მიყვარს მე ტყის ამბები...:))) თუმცა დასაწყისი ცოტა ბუნდოვანი მომეჩვენა, ან ვერ გავიგე...:) მე ყოველგვარი შესავლის გარეშე დავიწყებდი ......პირდაპირ აღზრდიდან დავიწყებდი...ანუ რის გამოც გადაწყვიტა, მაგას ამოვიღებდი...
ეშმაკუნად მიცნობს ყველა, არავინ არ მენდობაო, ორი დღით რომ მსურდა ყველი არავინ არ გამიწია მე დობაო.
ზამთარშიც რომ გაგვიჭირდეს ხომ დავრჩებით მშივრებიო, ჰოდა უნდა გამოვზარდო ყველასათვის საყვარელი თბილი, ზრდილი შვილებიო.''
სიკეთე რომ უბრუნდება ყველას- ამას მელაც მიხვდა და მსუნაგმა შვილის აღზრდა ამის გამო გადაწყვიტა. ამ სტროფებს გამოვტოვებდი....:-* დანარჩენი კარგია ძალიან...;-* მიყვარს მე ტყის ამბები...:))) თუმცა დასაწყისი ცოტა ბუნდოვანი მომეჩვენა, ან ვერ გავიგე...:) მე ყოველგვარი შესავლის გარეშე დავიწყებდი ......პირდაპირ აღზრდიდან დავიწყებდი...ანუ რის გამოც გადაწყვიტა, მაგას ამოვიღებდი...
ეშმაკუნად მიცნობს ყველა, არავინ არ მენდობაო, ორი დღით რომ მსურდა ყველი არავინ არ გამიწია მე დობაო.
ზამთარშიც რომ გაგვიჭირდეს ხომ დავრჩებით მშივრებიო, ჰოდა უნდა გამოვზარდო ყველასათვის საყვარელი თბილი, ზრდილი შვილებიო.``
სიკეთე რომ უბრუნდება ყველას- ამას მელაც მიხვდა და მსუნაგმა შვილის აღზრდა ამის გამო გადაწყვიტა. ამ სტროფებს გამოვტოვებდი....:-* დანარჩენი კარგია ძალიან...;-*
5. ძალიან მაგარია, ჩემ ტყუპებს წავუკითხავ, ცოტა რომ გაიზრდებიან :) ძალიან მაგარია, ჩემ ტყუპებს წავუკითხავ, ცოტა რომ გაიზრდებიან :)
4. ჩემს ძმას ძალიან მოეწწონა, კიდე წამიკითხეო დღეს მითხრა, რომ გაიღვიძა <3 მე იმას დავუწერე <3 მადლობა : ))) ჩემს ძმას ძალიან მოეწწონა, კიდე წამიკითხეო დღეს მითხრა, რომ გაიღვიძა <3 მე იმას დავუწერე <3 მადლობა : )))
3. შეეცვლება! ახლა ხომ ყველას ნირი ეცვლება?! შეეცვლება! ახლა ხომ ყველას ნირი ეცვლება?!
2. მე ვიტყვი რომ საბავშვოს კი გავს მაგრამ ამას ბავშვები ვერ გაიგებენ,უნდა სულ მარცვლებში იჯდეს, მარტივი რითმებით და სასიამოვნო წასაკითხი,რათა ბავშვებმა ადვილად აღიქვან და გაიგონ შესაბამისად,სხვა დროს თუ გაითვალისწინებთ,კარგს იზამთ.. :) წარმატებები! მე ვიტყვი რომ საბავშვოს კი გავს მაგრამ ამას ბავშვები ვერ გაიგებენ,უნდა სულ მარცვლებში იჯდეს, მარტივი რითმებით და სასიამოვნო წასაკითხი,რათა ბავშვებმა ადვილად აღიქვან და გაიგონ შესაბამისად,სხვა დროს თუ გაითვალისწინებთ,კარგს იზამთ.. :) წარმატებები!
1. :) :) :) მეტი არაა ჩემი მტერი :)))) :) :) :) მეტი არაა ჩემი მტერი :))))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|