ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა_22
ჟანრი: პროზა
12 ნოემბერი, 2013


ახლა ერთად ვართ (დასასრული)

(გაგრძელება)

    საავადმყოფოდან წასასვლელი უკვე არსად მქონდა და ზაზას დედის შემოთავაზება, რამდენიმე დღით მასთან გადავსულიყავი, სიამოვნებით მივიღე.    არ გამოვცნაურებივარ,  ვფიქრობდი, რომ თავის დროზე ყველაფერი გაირკვეოდა.

  ზაზას მამა და დედა ერთად ცხოვრობდნენ, ათენში, ხოლო თვითონ ზაზა იტალიაში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად, როგორც დედამისისგან გავიგე, ჯერჯერობით მათ შვილი არ ჰყავდათ.


  მისვლისთანავე სკაიპი ჩავრთე და ანანოს დალაპარაკება მოვახერხე...
ანანო კი შემოვიდა სკაიპში,    მაგრამ ტირილის მეტი არაფერი გაუკეთებია. რამდენჯერაც რაიმე ვკითხე, იმდენჯერ საშინელი ისტერიკა აუტყდა და თავი დავანებე. დედაჩემისგან კი დაწვრილებით ვერაფერი გავიგე. მე თავს სუსტად ვგრძნობდი და საქართველოში წამოსვლაზე საუბარი შეუძლებლად მიმაჩნდა, ამიტომ ჩემ შვილს დავპირდი, შენც ჩემთან უნდა წამოხვიდე და ამას შეეგუე დედიკო მეთქი.

  დათოს სიკვდილმა ძალიან შეცვალა ანანო.  არც კი ვიცოდი, რა მეფიქრა, იმდენად უყვარდა მამა , რომ მგონი მის სიკვდილს ვერ გადაიტანს. ხომ არ  ვუთხრა,  რომ  სინამდვილეში დათო  მისი ნამდვილი მამა არაა? 
იქნებ შევუმსუბუქო გულისტკივილი? 

ვფიქრობ ....ვფიქრობ... ამდენ უსიამოვნო ამბებს და უცნაურობებს ჩემი თავი ვერ იტანს...ისევ ავად ვარ, შეუძლოდ ვგრძნობ თავს და ვაითუ, ნაჩქარევად ისევ შეცდომა დავუშვა?    გაჩუმება ვარჩიე და ბედს მივენდე...იგლოვოს ისე, როგორც მამა...  სხვა მამა მაინც არ ყოლია.

    დათო  უჩემოდ დაკრძალეს.    მე კი დასაფლავების დღეს უღმერთოდ ვტიროდი და სიმართლე მაინც  ვერაფერი გავიგე.

  რამდენჯერაც  მეუღლის  მონაწერებს გადავიკითხავდი, თითქოს მასში ვერაფერს ისეთს ვერ ვკითხულობდი, რომ თვითმკვლელობა ანდა დეპრესია ამომეკითხა ...  არაფერი იგრძნობოდა მის წერილებში. არც უჩემობას განიცდიდა ზედმეტად და არც ეჭვიანობა უხსენებია. ჩვენ არ გვქონდა ისეთი ურთიერთობა, რომ ჩემს გამო რამე მოხდარიყო. ყველაზე ხშირად  ანანოზე მწერდა ხოლმე დიდი სიყვარულით და მასში საეჭვოც არაფერი დამინახია.


ქალური ინტუიცია?

არა, აქ ჩემი ინტუიცია უადგილო იყო და ზედმეტი მართლაც არაფერი უნდა მეფიქრა, თორემ გავგიჟდებოდი...

  გოგონასთვის საბუთების გაკეთება რამდენიმე თვეს მაინც გაგრძელდებოდა. ამიტომ სამსახური ვიშოვე და  ჩემთვის  გადავედი საცხოვრებლად.  ზაზას დედისთვის ჩემზე არაფერი მითქვამს, თუმცა მათ შესახებ უკვე  ყველაფერი ვიცოდი...თავს უფლება არ მივეცი, რომ მე მათ ცხოვრებაში ჩავრეულიყავი. 
ისევე გავქრი მათი ცხოვრებიდან, როგორც ისინი გაქრნენ 15 წლის წინ ჩემი ცხოვრებიდან და საქართველოდან...

            თუმცა, ქალბატონ ნელის ზაზასთვის  მაინც მოუყოლია ქართველ ქალზე, რომელმაც ქმარი დაკარგა  და ამის გამო ავად გახდა, საავადმყოფოდან გამოწერის  მერე კი რამდენიმე დღეს მათთან ცხოვრობდა. როცა ზაზას სახელი უკითხავს, დედამისს ჩემი სახელი უთქვამს... მასაც  რაღაც არეულად  დაუწყია ლაპარაკი  და როცა ბოლოს  უკითხავს, ფოტო ხომ არ გაქვს იმ ქალისო, დედამისს ჩემი სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული სახელი მიუთითებია....

    მესამე დღეს ჩემს "სტუმრებში" ზაზა ჯაფარიძე ამოვიკითხე...  რამდენი ხანი ველოდებოდი ამ დღეს, ამ წამს, რომ როგორმე მომძებნიდა და რაიმეს მეტყოდა.  ეს კი სწორედ ახლა მოხდა, როცა დათომ თავი მოიკლა და ჩემი შვილი კი  დეპრესიაშია და ყველაზე მეტად მისი მდგომარეობა  მაშინებს....

      ეტყობა სურათებით  მიცნო,  რადგან მეორე დღეს ვრცელი წერილი მომივიდა, თუ რატომ წაყვა იმ ღამით მის მშობლებს, რადგან მამამისის სიცოცხლე საფრთხეში იყო  და რატომ ვერ მოახერხა ჩემთვის ამ ყველაფრის ახსნა...რამდენჯერ  ფიქრობდა , რომ დამკავშირებოდა და დარდობდა ჩემზე, მაგრამ როცა გათხოვების ამბავი გაიგო, შეეცადა რომ დავევიწყებინე...რა დიდი სირთულეები გადაიტანა, უცხოეთში ფარულად ცხოვრების გამო და როგორ  შიშს განიცდიდა, როცა მამამისს სასიკვდილოდ ემუქრებოდნენ და ასე შემდეგ...რომ მხოლოდ ორი წლის წინ დაქორწინდა    და შვილიც არ ყავს და რა  ვიცი,  კიდევ უამრავი გამამართლებელი თუ უინტერესო თავგადასავალი...

    პასუხიც არ მიმიწერია.  მხოლოდ ჩემ შვილზე ვფიქრობდი და გადაწყვეტილად არ ვიცოდი, ოდესმე ანანოს ან ზაზას სიმართლეს  ვეტყოდი თუ  არა.

რამდენიმე დღის მერე ისევ მომწერა:

---მივხვდი, რომ არ მაპატიე....


  მეტად არ შემომხმიანებია.

  მე  მხოლოდ რვა თვის მერე მოვახერხე, რომ ანანო საბერძნეთში ჩამოვიყვანე და როცა ჩემი ერთადერთი შვილი წინ დავისვი
და ვთხოვე, კიდევ ერთხელ გაიხსენე შვილო ყველაფერი და მომიყევი, რა მოხდა, მამაშენმა თავი რატომ მოიკლა, შენთვის ხომ არაფერი უთქვამს მანამდე-მეთქი, მე მის თვალებში ისეთი რამ ამოვიკითხე, მერჩივნა მიწა გამხეთქოდა და შიგ ჩავეტანე...

მის თვალებში ამოვიკითხე,  მის ჯიუტ სიჩუმეში და მის არაფრისმთქმელ გამომეტყველებაში,  რომ დათომ ის შეაცდინა...
მას ეს სიტყვებით არ უთქვამს, მაგრამ მე მივხვდი, რომ მან ეს გააკეთა...ამაზე საშინელი დასკვნა ცხოვრებაში არ  გამიკეთებია...
ინტუიციით მივხვდი...
ანანოს არც უტირია, არც აღელვებულა...მისთვის უკვე ყველაფერი სულერთი იყო.

  დათოს თავი  რომ არ მოეკლა,  ამას მე გავაკეთებდი...


  ...დასაწყისი...

ყოველთვის მეგონა, რომ ძლიერი ქალი ვიყავი და არასდროს გული არ მეტკინებოდა, მაგრამ ყველაფერი ისეთი ძნელი აღმოჩნდა, რომ უმწეო აღმოვჩნდი და პირველად არ ვიცოდი, რა უნდა მექნა.  ყველაფერი ჩემს ძალებს აღემატებოდა, ამიტომ  ნელი დეიდასთან , ზაზას დედასთან მივედი და დახმარება ვთხოვე...
სამ დღეში ზაზა იტალიიდან ჩამოვიდა, გულში ჩაგვიკრა მეც და ჩვენი  შვილიც და ყველანაირ დახმარებას შეგვპირდა...

ანანოს სიმართლე თვითონ უთხრა... ვფიქრობ, რომ ამით  ჩემ შვილს ყველაფრის გადატანა გაუადვილდა.
ის ახლა ფსიქოლოგთან დადის და მკურნალობს.

მე და ზაზა?

    ხვდება, რომ ყველაფერი ვაპატიე.
და რომ მის გარდა არავინ მყვარებია . ..  მხოლოდ  ის და ანანო...
ახლა ჩვენ ერთად ვართ....მე, ზაზა და ანანო.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები