 | ავტორი: ბუდულა_22 ჟანრი: პროზა 18 ნოემბერი, 2013 |
მხოლოდ სამი თვე, ყველაზე ფერადი, როგორიც სტიკერები, კედელზე რომ აკრავენ... მისი სიტყვები -- ყველაზე მხიარული და ტევადი, სითბოთი და სიყვარულით გამთბარი...მოჰქონდა უზარმაზარი ენერგია და მხვევდა შვიდფერ ცისარტყელას კაბაში...
მე მის გამო პატარა ბავშვი გავხდი, სათამაშოებითა და კიკინებით. როცა მე კიკინებში მომქაჩავდა, ვებუტებოდი და თმას ვაწიწკნიდი, ისე როგორც ბავშვობაში...
მერე ყველაფერი განაცრისფერდა....მისი სახეც განაცრისფერდა, ჩემი სიტყვებიც გაუფერულდა... ახლა ჩემს თავზე ცა ღრუბელზე უფრო დაბლააა.
აზრი დაკარგა იმ პატარა გოგოს არსებობამ , მისთვის რომ გარდაისახა... გოგონამ კიკინები წყალს გაატანა და ყველა სათამაშო დაწვა. ყველაზე მეტად კუსანა უყვარდა, მასაც უყვარდა გოგონას ლამაზი სათამაშო კუ. ისეთი მოხატული ზურგი ჰქონდა, ცისარტყელას ფერი ბაკანი, გოგონამ ისიც დაწვა.
ახლა სულ მარტოა...არავინ მოდის მასთან და არავინ ცდილობს გააფერადოს, იმიტომ რომ ყველა ფერი ილუზია იყო, კარგად მოფიქრებული და ლამაზი ილუზია...
მირაჟი, რომელიც გოგონას ეტლს ვერ შეეგუა და გაქრა....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ახლა სულ მარტოა...არავინ მოდის მასთან და არავინ ცდილობს გააფერადოს, იმიტომ რომ ყველა ფერი ილუზია იყო, კარგად მოფიქრებული და ლამაზი ილუზია...
ახლა სულ მარტოა...არავინ მოდის მასთან და არავინ ცდილობს გააფერადოს, იმიტომ რომ ყველა ფერი ილუზია იყო, კარგად მოფიქრებული და ლამაზი ილუზია...
7. მირაჟი, რომელიც გოგონას ეტლს ვერ შეეგუა და გაქრა....
ილუზიები გოგონას ეტლთან ერთად განაცრისფერდა....მირაჟი გაქრა მირაჟი, რომელიც გოგონას ეტლს ვერ შეეგუა და გაქრა....
ილუზიები გოგონას ეტლთან ერთად განაცრისფერდა....მირაჟი გაქრა
6. ბავშვობის ილუზიებთან გამოთხოვება მტკივნეულია. მაგრამ სამწუხაროდ დიდებიც საჭიროებენ ილუზიებს. ბავშვობის ილუზიებთან გამოთხოვება მტკივნეულია. მაგრამ სამწუხაროდ დიდებიც საჭიროებენ ილუზიებს.
5. სევდიანი ეწიუდი - კარგი შესრულებით! სევდიანი ეწიუდი - კარგი შესრულებით!
4. მადლობა ყველას.... მადლობა ყველას....
3. ყველა ფერი ილუზია იყო,. :) ყველა ფერი ილუზია იყო,. :)
2. სევდიანი (მიმზიდველი) სიუჟეტების ოსტატი ბრძანდებით. +++ სევდიანი (მიმზიდველი) სიუჟეტების ოსტატი ბრძანდებით. +++
1. კარგი ჩანახატია, თუმცა ძალიან სევდიანი, ცუდ გუნებაზე დამაყენა, კარგი ჩანახატია, თუმცა ძალიან სევდიანი, ცუდ გუნებაზე დამაყენა,
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|