“ნეტავ სად მიდის სილამაზე?..” გ. ლეონიძე
ბებოს სადაფის ზარდახშაში ჩავყავი ხელი და ბრმად წამოვიცვი არათითზე ერთი ბეჭედი.
- თითს რაც ამოჰყვა, შენი იყოსო, - მითხრა მაშინ და მხოლოდ შემდეგ დამხედა ხელზე... უძველესი ალმასის თვალი ბრწყინავდა თითზე, თვალს ახარებდა და სულში კი სევდას თესდა... სევდას უსაზღვრო სილამაზის გარდაცვალების. ვერ დავინახე, ვიგრძენი მხოლოდ, თითქოს შიშით როგორ მომუჭა ბებომ ხელი, - “არ წამძვრეს და არ დავკარგოო”, - ბეჭედი თითზე მე მეკეთა, ხელს - ის უჭერდა...
ალბათ ასეა, ამპუტირებულ კიდურებს რომ გრძნობს ინვალიდი. და ვიდრე სტკივა, ვიდრე ისევ გრძნობს ამ კიდურებს, ინვალიდად არ უჩნის თავი...
ფრთხილად გაშალა ბებომ მუჭი, თითებს დახედა და არათითზე გაისვა ხელი... ნატიფ თითს კვლავაც შერჩენოდა იმ ბეჭდის კვალი... თავი ასწია, შემომხედა... “გაუფრთხილდიო” – ჩუმად მითხრა, თავის ოთახში შევიდა და კარი მოხურა. თითქოს უნდოდა, ყველა ძაფი გადაეჭრა ერთად, ერთბაშად! ის მოგონებაც წაეშალა, რაც წარსულთან აკავშირებდა.
კარებს მივვარდი... “აღარ მინდა, ბებო, ბეჭედი, დაიბრუნე... ნუ სტირი ოღონდ”, - ამოვიყვირე და ბებოს წინ მუხლზე დავეშვი, დავუკოცნე საყვარელი თლილი თითები, თბილ კალთაში ჩავუდე თავი. “ჩემი პატარა...” – გავიგონე ბებოს ჩუმი ხმა... თვალი დავხუჭე... ბეჭედი ოდნავ დიდი მქონდა, - სწრაფად წავიძვრე და ბებოს თითზე წამოვაცვი, ჩვეულ ადგილას დავაბრუნე ძველი ალმასი... ვიგრძენი, როგორ ჩამოგორდა ლოყაზე ცრემლი, ნიკაპს მოსწყდა და... ჩემს ცრემლს დაეცა! ათრთოლებული ხელისგული ვიგრძენი თავზე. ჩემი თითები მოიმწყვდია ხელში ბებომ და ის ბეჭედი კვლავ გაბრწყინდა ჩემს არათითზე... - ჩემგან სახსოვრად შეინახე, გაუფრთხილდიო, - ისე მითხრა, ვეღარ გავბედე სახსოვარზე მეთქვა უარი...
“ნეტავ სად მიდის სილამაზე”?.....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. ეჰ ბებო, ბეჭდის ისლამაზე რჩება, ადამიანისა კი იფანტება,თან რაც უფრო ძვირია მიტთ უკეთესი(რათქმაუნდა ბეჭედი) აი პატარა ბავშვს ეგეთი რაგაცეები არ უნდა ანდო, შეიძეება დაგიკარგოს
ეჰ ბებო, ბეჭდის ისლამაზე რჩება, ადამიანისა კი იფანტება,თან რაც უფრო ძვირია მიტთ უკეთესი(რათქმაუნდა ბეჭედი) აი პატარა ბავშვს ეგეთი რაგაცეები არ უნდა ანდო, შეიძეება დაგიკარგოს
21. კარებს მივვარდი... “აღარ მინდა, ბებო, ბეჭედი, დაიბრუნე... ნუ სტირი ოღონდ”, - ამოვიყვირე და ბებოს წინ მუხლზე დავეშვი, დავუკოცნე საყვარელი თლილი თითები, თბილ კალთაში ჩავუდე თავი. “ჩემი პატარა...” – გავიგონე ბებოს ჩუმი ხმა... თვალი დავხუჭე...
ნეტავ სად მიდის სიმალაზეეე????? :( კარებს მივვარდი... “აღარ მინდა, ბებო, ბეჭედი, დაიბრუნე... ნუ სტირი ოღონდ”, - ამოვიყვირე და ბებოს წინ მუხლზე დავეშვი, დავუკოცნე საყვარელი თლილი თითები, თბილ კალთაში ჩავუდე თავი. “ჩემი პატარა...” – გავიგონე ბებოს ჩუმი ხმა... თვალი დავხუჭე...
ნეტავ სად მიდის სიმალაზეეე????? :(
20. საოცარი კომენტარია, ნაირიმ... დიდი მადლობა... საოცარი კომენტარია, ნაირიმ... დიდი მადლობა...
19. "ვიგრძენი, როგორ ჩამოგორდა ლოყაზე ცრემლი, ნიკაპს მოსწყდა და... ჩემს ცრემლს დაეცა!"
ჩემს მოწონებას ასე ვითყვი: *** თითქოს რაღაცა ძაფივით გაწყდა... და წავიშალე, როგორც სილაზე ნაფეხური მოქცევის ტალღით.
"ვიგრძენი, როგორ ჩამოგორდა ლოყაზე ცრემლი, ნიკაპს მოსწყდა და... ჩემს ცრემლს დაეცა!"
ჩემს მოწონებას ასე ვითყვი: *** თითქოს რაღაცა ძაფივით გაწყდა... და წავიშალე, როგორც სილაზე ნაფეხური მოქცევის ტალღით.
18. დიდი მადლობა, ხალხო! დიდი მადლობა, ხალხო!
17. რა კარგი ლექსია გაიხარეთ ამოდენა სითბოს დათესვისთვის. და ტკივილნარევი ცრემლიცაა აქ.ძალიან მომეწონა<3 რა კარგი ლექსია გაიხარეთ ამოდენა სითბოს დათესვისთვის. და ტკივილნარევი ცრემლიცაა აქ.ძალიან მომეწონა<3
16. ის ბეჭედი კვლავ გაბრწყინდა ჩემს არათითზე... - ჩემგან სახსოვრად შეინახე, გაუფრთხილდიო, - ისე მითხრა, ვეღარ გავბედე სახსოვარზე მეთქვა უარი...
“ნეტავ სად მიდის სილამაზე”?.... 5+++ ის ბეჭედი კვლავ გაბრწყინდა ჩემს არათითზე... - ჩემგან სახსოვრად შეინახე, გაუფრთხილდიო, - ისე მითხრა, ვეღარ გავბედე სახსოვარზე მეთქვა უარი...
“ნეტავ სად მიდის სილამაზე”?.... 5+++
15. მომეწონა+++ მომეწონა+++
14. ძალიან მომწონს! ძალიან მომწონს!
13. რა შესანიშნავი ლექსია. გაიხარე ავტორო. რა შესანიშნავი ლექსია. გაიხარე ავტორო.
12. ავტორი: თამარ ბუკია ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 ავტორი: თამარ ბუკია ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
11. ადრეც მომწონდა და ახლაც, კარგს ყავლი არ გასდის!!! ადრეც მომწონდა და ახლაც, კარგს ყავლი არ გასდის!!!
9. ეს არაჩვეულებრივი ლექსი, ადრეც წავიკითხე და რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო, მეხვევა და მაოცებს ლექსიდან მომავალი სითბო! ეს არაჩვეულებრივი ლექსი, ადრეც წავიკითხე და რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო, მეხვევა და მაოცებს ლექსიდან მომავალი სითბო!
8. ძალიან კარგია ქალბატონო თამარ! წარმატებები. 5. ძალიან კარგია ქალბატონო თამარ! წარმატებები. 5.
7. მოგიკითხეთ :* 5++++ მოგიკითხეთ :* 5++++
6. რა კარგი ლექსია, თამარ...რაღაცნირად ამაღელვა...ჩემი ბებო გამახსენდა მოგიკითხე და გიორგობას გილოცავ! რა კარგი ლექსია, თამარ...რაღაცნირად ამაღელვა...ჩემი ბებო გამახსენდა მოგიკითხე და გიორგობას გილოცავ!
5. გასაგებია,მომოწონა თამრიკო დეიდა, მოგიკითხეთ დიდი სიყვარულით გასაგებია,მომოწონა თამრიკო დეიდა, მოგიკითხეთ დიდი სიყვარულით
4. :))) მე კახას დავპირდი, აღარაფერს ავიღებ-მეთქი... და დანაპირებს პირნათლად ვასრულებ! ახლებს - აღარ ვდებ... ძველებს - კი, ბატონო, დავაბრუნებ-ხოლმე, თუ რომელიმეზე შემოვა "განცხადება"... :)))))))))))))) :))) მე კახას დავპირდი, აღარაფერს ავიღებ-მეთქი... და დანაპირებს პირნათლად ვასრულებ! ახლებს - აღარ ვდებ... ძველებს - კი, ბატონო, დავაბრუნებ-ხოლმე, თუ რომელიმეზე შემოვა "განცხადება"... :))))))))))))))
2. ძალიან მიყვარს ეს ლექსი. მაშინაც მომწონდა როცა იდო. შემოვდიოდი და ვკითხულობდი. რატომ იმიტომ რომ მე დავკარგე ბებოს ნაჩუქარი ბეჭედი და დღემდე ეკლად მესობა გულისწვერზე. ახლა აღარც ბებო მყავს და აღარც მისი სახსოვარი მაქვს.
5 ქულა რა თქმა უნდა და დღიურშიც წავიღე, მეორედ რომ აიღოთ მე მაინც მექნება. ძალიან მიყვარს ეს ლექსი. მაშინაც მომწონდა როცა იდო. შემოვდიოდი და ვკითხულობდი. რატომ იმიტომ რომ მე დავკარგე ბებოს ნაჩუქარი ბეჭედი და დღემდე ეკლად მესობა გულისწვერზე. ახლა აღარც ბებო მყავს და აღარც მისი სახსოვარი მაქვს.
5 ქულა რა თქმა უნდა და დღიურშიც წავიღე, მეორედ რომ აიღოთ მე მაინც მექნება.
1. ეს ჩემი "ვიკას" თხოვნით დავაბრუნე... :)
მიყვარხარ, დალიკო! ეს ჩემი "ვიკას" თხოვნით დავაბრუნე... :)
მიყვარხარ, დალიკო!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|